საერთაშორისო სავალუტო ფონდის მთავარი ოფისი ვაშინგტონში

როგორ აფასებენ სავალუტო ფონდის მისიის ანგარიშს საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ გუნდში

42
(განახლებულია 20:57 11.11.2020)
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი პროგრამის მეშვიდე მიმოხილვის დასრულებასთან დაკავშირებით ანგარიშს საქართველოს ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრები გამოეხმაურნენ.

თბილისი, 11 ოქტომბერი – Sputnik. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი პროგრამის მეშვიდე მიმოხილვის დასრულებასთან დაკავშირებით ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლების დროულმა ღონისძიებებმა შეაკავა პანდემიის ნეგატიური ეკონომიკური და სოციალური გავლენები.

სავალუტო ფონდის შეფასებით, საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველო შეინარჩუნებს და განამტკიცებს რეგიონული ლიდერი ქვეყნის სტატუსს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის თვალსაზრისით, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეფასებაზე საუბრისას.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეფასებაში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობამ ძალიან ეფექტურად განახორციელა როგორც ანტიპანდემიური, ასევე სოციალური და ანტიკრიზისული ღონისძიებები, რამაც საშუალება მოგვცა, ერთი მხრივ, გვემართა ეპიდემია და, მეორე მხრივ, დავხმარებოდით მოსახლეობას. ჩვენი ეკონომიკა უკვე გაჯანსაღების გზას დაადგა სტრუქტურული რეფორმებისა და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების წყალობით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, სწორედ ამის შედეგია, რომ სავალუტო ფონდის შეფასებით, საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველო შეინარჩუნებს და განამტკიცებს რეგიონალური ლიდერი ქვეყნის სტატუსს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის თვალსაზრისით.

„5,3 პროცენტი იქნება ჩვენი ეკონომიკური ზრდის ტემპი უახლოეს წლებში, რაც არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპაშიც ერთ-ერთი მაღალი იქნება“, – განაცხადა თურნავამ.

თურნავა: საქართველოს ეკონომიკა პოზიტიურ განვითარებას უბრუნდება>>

რაც შეეხება მომავალი წლის პროგნოზს, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, სავალუტო ფონდი მოელის, რომ საქართველო გააგრძელებს სტრუქტურულ რეფორმებს, კერძო სექტორის გაძლიერებას და ამის შედეგად გვექნება ეკონომიკური ზრდა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მთავრობის მაკროეკონომიკურ პოლიტიკას, რომელმაც, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მიღებულ მხარდაჭერასთან ერთად, ქვეყანას ფისკალური სექტორის მდგრადობის შენარჩუნების საშუალება მისცა.

„ფონდის მისია აღნიშნავს, რომ ბიუჯეტის თანაბარზომიერმა შესრულებამ ხელი შეუწყო სახელმწიფო ინვესტიციებისა და დღგ-ის დაბრუნების დაჩქარებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სსფ მიესალმება და მხარს უჭერს ჩვენს სტრუქტურულ რეფორმებს, რომლებიც, მიუხედავად გამოწვევებისა, აუცილებლად უნდა გაგრძელდეს“, – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, სავალუტო ფონდის მისიამ დადებითად შეაფასა ის ნაბიჯები, რაც მთავრობამ გადადგა სამუშაო ადგილების შენარჩუნებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის მიზნით.

„ღონისძიებებმა, როგორიცაა: სახელფასო სუბსიდიები, ფულადი ტრანსფერები შინამეურნეობებისთვის, მათ შორის, არაფორმალურ სექტორში დასაქმებულთათვის, გაფართოებული სოციალური ტრანსფერები, დროებითი საგადასახადო შეღავათები ბიზნესისთვის ხელი შეუწყო ეკონომიკური აქტივობის შენარჩუნებას“, – აღნიშნავენ ეკონომიკის სამინისტროში.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით კი, სსფ-ის აღმასრულებელ საბჭოზე „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი პროგრამის მეშვიდე მიმოხილვის დამტკიცების შემდეგ საქართველო დამატებით მიიღებს დაახლოებით 112.1 მლნ აშშ დოლარს ფინანსური მხარდაჭერის სახით.

42
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (831)
ვაშლი

ქართული ვაშლის ექსპორტიდან მოგებამ 2 მლნ დოლარს გადააჭარბა

14
(განახლებულია 22:41 24.11.2020)
საქართველოში წელს ვაშლის უხვი მოსავალი იყო, რომლის დიდი ნაწილი ექსპორტზე რუსეთის ფედერაციაში გავიდა.

 

თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. ბოლო მონაცემებით საქართველოდან 5045  ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებაც 2,2 მლნ აშშ დოლარია, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. 

უწყების ცნობით, 1 აგვისტოდან 23 ნოემბრამდე პერიოდში განხორციელებული ვაშლის ექსპორტის მოცულობა 12-ჯერ აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 1,9 მლნ აშშ დოლარითაა გაზრდილი.

ქართული ვაშლის ძირითადი ექსპორტიორი რუსეთია, სადაც 4 884 ტონა გავიდა. შემდეგ მოდის ყაზახეთი, სომხეთი, სინგაპური და ჰონკონგი.

წელს საქართველოში ვაშლის უხვი მოსავალი იყო – 120 ათას ტონაზე მეტი. მისი ძირითადი ნაწილი შიდა ქართლის რეგიონზე მოდის.

სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფოს მხარდაჭერით ინტენსიური და ნახევრად ინტენსიური ვაშლის ბაღები საქართველოს მასშტაბით 1 128 ჰექტარზე გაშენდა.

პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში სახელმწიფოს თანადაფინანსებამ 9 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.

პროგრამას „დანერგე მომავალი“ სოფლის განვითარების სააგენტო 2015 წლიდან ახორციელებს. სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამები გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მათი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

14
თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა
ვალუტის გადამცვლელი პუნქტი

ლარის კურსი 25 ნოემბერს

31
(განახლებულია 08:13 25.11.2020)
წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,012 ლარით გაუფასურდა.

თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,3193GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,012 ლარით გაუფასურდა. 

ლარის კურსი 25 ნოემბერს
31
თემები:
ლარის კურსი დღეს
კორონავირუსი საქართველოში

კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: თბილისში ყველაზე მეტი შემთხვევაა

0
(განახლებულია 11:41 25.11.2020)
საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობამ 115 ათასს მიაღწია.

თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის დადასტურებული 3.071 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1.314 შემთხვევა კვლავ თბილისში გამოვლინდა, განაცხადა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე აჭარა, მესამეზე კი იმერეთია.

დღეს გამოვლენილი შემთხვევების სტატისტიკა რეგიონების მიხედვით ასეთია: აჭარა – 523, იმერეთი – 264, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 232, კახეთი – 214, მცხეთა-მთიანეთი –165, გურია – 106, ქვემო ქართლი – 104, სამცხე-ჯავახეთი – 84, შიდა ქართლი – 44, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 21. 

დღევანდელი მონაცემებით, გამოჯანმრთელებულ ადამიანთა რაოდენობა ინფიცირებულები პირების რიცხვს აჭარბებს. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 366 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 95 581-მდე გაიზარდა.

ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 34 პაციენტი. ქვეყანაში კორონავირუსის დიაგნოზით ჯამში 1.085 ადამიანი გარდაიცვალა.

ამ დროისათვის საქართველოში 18.197 აქტიური შემთხვევაა.  კოვიდ–კლინიკებში მოთავსებულია 6.145 ადამიანი, მათ შორის,  თბილისში - 2.712, აჭარაში - 1.010, იმერეთში - 1.241.

886 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 324 პირი, მათ შორის, თბილისში – 165, აჭარაში – 49, იმერეთში – 42. ბინაზე 8.329 პირი მკურნალობს.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში იმყოფება 2.071 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 434, აჭარაში – 1.021, ხოლო იმერეთში – 33.

თვითიზოლაციაში იმყოფება 51.936 პირი, აქედან თბილისში 17.231 ადამიანი, აჭარაში – 13.768, იმერეთში – 4.951.

საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 114.889-ს შეადგენს.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში