მშენებლობა

ვარდნა სამშენებლო სფეროში გრძელდება ახალი სტატისტიკა

76
(განახლებულია 13:56 10.11.2020)
წლის პირველ ცხრა თვეში აშენებული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის სამ რეგიონზე – თბილისზე, კახეთსა და იმერეთზე.

თბილისი, 10 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში 2020 წლის იანვარი–სექტემბერში ექსპლუატაციაში შევიდა 1,2 მლნ კვადრატული მეტრი საერთო ფართობის 1 445 ობიექტი, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.

2019 წლის პირველ სამ კვარტალთან შედარებით, ექსპლუატაციაში შესული ობიექტების ფართობი შემცირდა 39,7%-ით, ხოლო რაოდენობა – 19,8%-ით.

ბიზნეს–ასოციაცია: აუცილებელია ეროვნული ბანკის აქტიური ჩარევა სავალუტო ბაზარზე>>

ექსპლუატაციაში შესული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის სამ რეგიონზე – თბილისზე, კახეთსა და იმერეთზე.

ექსპლუატაციაში შესული ობიექტების ტოპ–ხუთი რეგიონი 2020 წლის იანვარი–სექტემბერში

რეგიონი ობიექტების რაოდენობა წილი ობიექტების საერთო რაოდენობაში, %
თბილისი 394 27,3
კახეთი 207 14,3
იმერეთი 146 10,1
მცხეთა–მთიანეთი 142 9,8
ქვემო ქართლი 133 9,2

საქართველოში 2020 წლის იანვარი–სექტემბერში ხელისუფლების მუნიციპალურმა ორგანოებმა 3,9 მლნ კვადრატული მეტრი ფართობის მშენებლობაზე 6,98 ათასი ნებართვა გასცეს.

2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მშენებლობაზე გაცემული ნებართვების რაოდენობა 10,6%-ით შემცირდა, ხოლო ფართობი – 30,2%-ით.

საქართველოში ეკონომიკის ვარდნა მინიმალური ხდება>>

გაცემული ნებართვების მთლიანი რაოდენობიდან 76,7% მოდის ოთხ რეგიონზე – თბილისი, ქვემო ქართლი, იმერეთი და მცხეთა-მთიანეთი

ტოპ–ხუთი რეგიონი 2020 წლის იანვარი–სექტემბერში გაცემული ნებართვების მიხედვით

რეგიონი ნებართვების რაოდენობა წილი ნებართვების საერთო რაოდენობაში, %
თბილისი 3 682 52,8
ქვემო ქართლი 711 10,2
იმერეთი 488 7,0
მცხეთა–მთიანეთი 467 6,7
აჭარა 439 6,3

წლის დასაწყისიდან კომპეტენტურმა ორგანოებმა ნებართვები გასცეს სხვადასხვა შენობის მშენებლობაზე – მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები, სასტუმროები, სავაჭრო ობიექტები, ქარხნები, სასოფლო-სამეურნეო ობიექტები და სხვ. ძირითადი ნაწილი საცხოვრებელ კომპლექსებზე მოდის.

76
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (838)
ხურმა აძლიერებს ორგანიზმს და მის ადრე დაბერებას ეწინააღმდეგება

ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი იზრდება

20
(განახლებულია 12:40 30.11.2020)
საქართველოდან ვაშლის, თხილისა და მანდარის პარალელურად, ხურმისა და კარალიოკის ექსპორტიც აქტიურად ხორციელდება.

თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. საქართველოდან ექსპორტზე 9.088 ტონა ხურმა და კარალიოკი გავიდა, მიღებულმა შემოსავალმა კი 4.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იუწყება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო. 

უწყების ცნობით, 1 აგვისტოდან 29 ნოემბრამდე პერიოდში განხორციელებული ხურმისა და კარალიოკის ექსპორტის მოცულობა 27%-ით, ხოლო ექსპორტის ღირებულება 31%-ით აღემატება 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს. აღნიშნულ პერიოდში 3%-ით გაიზარდა ხურმისა და კარალიოკის საექსპორტო ფასი.

წელს ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი  განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში (4.004 ტონა), უკრაინასა (2.931 ტონა) და სომხეთში (2.009 ტონა).

ქართული ხურმა და კარალიოკი ექსპორტზე ასევე გავიდა ბელარუსში, მოლდოვაში, ჰონკონგში, ყაზახეთსა და უნგრეთში. 

ინფოგრაფიკა: საქართველოს საგარეო ვაჭრობა
© Sputnik / Konstantin Ivanov
ინფოგრაფიკა: საქართველოს საგარეო ვაჭრობა
20
თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა
რადიოაქტიური ზონა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო საქართველოს რადიაციულ უსაფრთხოებაში დაეხმარება

23
(განახლებულია 14:13 30.11.2020)
საქართველოს მთავრობამ და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ 2020–2025 წლებში თანამშრომლობის პროგრამა შეათანხმეს.

თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში პროექტების რეალიზებისთვის საქართველოს 10,2 მლნ ევროს გამოუყოფს.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, ჩარჩო ხელშეკრულებას თანამშრომლობის შესახებ ხელი მოაწერეს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილემ, ტექნიკური თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორმა დაზუ იანგმა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსმა ვასილ გედევანიშვილმა.

უწყების ინფორმაციით, დოკუმენტი 2020-2025 წლებში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობას ითვალისწინებს.

დოკუმენტის თანახმად, სააგენტოსა და დონორი სახელმწიფოების დახმარებით საქართველოში განხორციელდება ახალი პროექტები, რაც მოიცავს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, წყლის რესურსებისა და გარემოს დაცვის სფეროებს. პროექტების განსახორციელებლად გამოიყოფა 10 199 509 ევრო.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო აკონტროლებს ბირთვულ უსაფრთხოებას ქვეყანაში, გასცემს ავტორიზაციას მსგავს საქმიანობაზე და აკონტროლებს მას, ასევე თვალს ადევნებს გარემოს რადიაქტიულ მდგომარეობას და აკონტროლებს რადიოაქტიური ნარჩენების მართვას.

23
თემები:
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
პატრული

„თუ არ ვიმუშავებთ, შიმშილით მოვკვდებით" რუსთავში გარემოვაჭრეებმა აქცია გამართეს

0
(განახლებულია 14:09 30.11.2020)
კორონავირუსის პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით ხელისუფლების მიერ დაწესებულმა ახალმა შეზღუდვებმა საზოგადოების გარკვეულ ნაწილში უკმაყოფილება გამოიწვია

თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. რუსთავის მუნიციპალიტეტში  გარემოვაჭრეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს და საქმიანობის გაგრძელების უფლებას მოითხოვეს.

ე.წ „სტამბულის ბაზრობის“ მოვაჭრეები სახელმწიფოსგან დახმარებას მოითხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, მათი ერთადერთი შემოსავლის წყარო გარევაჭრობაა, რისი უფლებაც პანდემიის გამო აღარ ეძლევათ. მოვაჭრეები საქმიანობის გაგრძელებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ფულად დახმარებას ითხოვენ. 

„ჩვენ გვეუბნებიან – ორი თვე იჯექით სახლებში და შიმშილით მოკვდით. მე არ შემიძლია სახლში ჯდომა, შვილი მყავს, რომელიც უნდა ვარჩინო. ახალ წლამდე ღია სივრცეში მუშაობის უფლება მაინც მომცენ, დისტანციასაც დავიცავ, ოღონდ სახლში რამე მივიტანო. ისინი ჩვენ ადამიანებად არ გვთვლიან, ყურადღებას არ გვაქცევენ... თუ არ ვიმუშავებ, შიმშილით მოვკვდები“, – განაცხადა აქციის ერთ–ერთმა მონაწილემ.

აქციაზე რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა მივიდა. მისი თქმით, ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე დაწესებული ახალი შეზღუდვების გამო, გარემოვაჭრეებს ვაჭრობის უფლება არ აქვთ, რის შესახებაც ისინი გაფრთხილებული არიან.

მოვაჭრეები საპროტესტო აქციების გამართვას იმ დრომდე აპირებენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს. ინფიცირების დღიური მაჩვენებელი ოთხი ათასს აღწევს.

ინფიცირების ზრდის მაჩვენებლის შეკავების მიზნით, საქართველოში 28 ნოემბრიდან რიგი შეზღუდვები ამოქმედდა. ყველაზე სერიოზული შეზღუდვები მოქმედებს ქვეყნის დიდ ქალაქებში, მათ შორის, რუსთავში – შეჩერებულია ტრანსპორტის გადააადგილება, დაკეტილია სავაჭრო ცენტრები, ბაზრობები (გარდა აგრარული ბაზრისა)  სპორტ–დარბაზები და აუზები და ა.შ.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში