ღვინის დეგუსტაცია

მიუნხენში ქართული ღვინის დეგუსტაცია–სემინარზე დიდი და მცირე მარნების ღვინოები წარადგინეს

41
(განახლებულია 17:22 06.11.2020)
მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, გერმანიაში ექსპორტირებულია 616 ათასი ბოთლი ღვინო, რაც 22%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

თბილისი, 6 ნოემბერი – Sputnik. გერმანიის ქალაქ მიუნხენში ქართული ღვინის დეგუსტაცია–სემინარი გაიმართა, იუწყება საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო. 

ღონისძიებას, რომელიც ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია Aviareps-ის ორგანიზებით ჩატარდა, სასტუმრო და სარესტორნო ქსელების წარმომადგენლები, ასევე გაყიდვების სფეროში მოღვაწე პირები და მასმედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო ღვინის მწარმოებელი დიდი და მცირე მარნების სხვადასხვა დასახელების ღვინოები.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით შემოშავებული „მცირე მარნების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ღვინის ეროვნული სააგენტო მცირე მარნების სადეგუსტაციო ნიმუშების სხვადასხვა ქვეყანაში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.

„გერმანია ქართული ღვინის პრიორიტეტული საექსპორტო ბაზარია, სადაც ქართული ღვინის წარდგენას დიდი მნიშვნელობა აქვს მისი საექსპორტო პოტენციალისა და ცნობადობის გაზრდის კუთხით. შედეგად – პანდემიის პირობებშიც კი ამ ქვეყანაში ქართული ღვინის ექსპორტი მზარდია”, – ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

უწყების ცნობით, გერმანიაში ქართული ღვინის წარდგენა სხვადასხვა ფორმით მთელი წლის განმავლობაში ხდებოდა.

მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, გერმანიაში ექსპორტირებულია 616 ათასი ბოთლი ღვინო, რაც 22%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

41
თემები:
ღვინის კულტურა და მეღვინეობა (93)
ვაშლი

„არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამა გაგრძელდა

11
(განახლებულია 11:49 01.12.2020)
წელს საქართველოში  ვაშლის უხვი მოსავალი იყო  – 120 ათას ტონაზე მეტი. მისი ძირითადი ნაწილი შიდა ქართლის რეგიონზე მოდის.

 

თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. მოსავლის დაბინავების პროცესში ფერმერების მაქსიმალური ხელშეწყობის მიზნით, „არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამის მოქმედების ვადა 15 დეკემბრამდე გახანგრძლივდა, იუწყება სოფლის განვითარების სააგენტო. 

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის ოდენობის სუბსიდიას გასცემს.

უწყების ცნობით, არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უკვე ჩაბარებულია 47 ათას ტონაზე მეტი  ვაშლი. შედეგად, ფერმერებმა 10 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს.

სახელმწიფო სუბსიდიას იღებენ ხილის გადამამუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 0.22 ლარად შეისყიდიან.

არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამაში 14 კომპანიაა ჩართული.

წელს საქართველოში  ვაშლის უხვი მოსავალი იყო  – 120 ათას ტონაზე მეტი. მისი ძირითადი ნაწილი შიდა ქართლის რეგიონზე მოდის. თუმცა, კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიო ბაზარზე ვაშლზე ფასი დაეცა, ამიტომაც მთავრობა გარკვეულ ინტერვენციებს ახორციელებს იმ ფერმერებისა და კომპანიების მხარდასაჭერად, რომლებიც ხილის გადამუშავების სფეროში მუშაობენ.





 

11
თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა

უნივერსიტეტის ქუჩაზე მეყვავილეებმა საპროტესტო აქცია გამართეს - ვიდეო

16
გუშინ უნივერსიტეტის ქუჩა ყვაცილების მაღაზიების მეპატრონეებმა გადაკეტეს. მოვაჭრეები მთავრობის შეზღუდვებს აპროტესტებდენ

მათი თქმით, ისინი დღიურ შემოსავლებზე არიან დამოკიდებულები და მაღაზიების დაკეტვას არ აპირებენ. ადგილზე მივიდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც საავტომობილო მოძრაობა აღადგინეს. ამ ეტაპზე სავაჭრო ობიექტები კვლავ ღია რჩება. უნივერისტეტის ქუჩის პროტესტს კოლმეურნეობის მოედანზე მოვაჭრე მეყვავილეებიც შეუერთდნენ.

16

საციგურაო მოედნის საზეიმო გახსნა წითელ მოედანზე მოსკოვში - ფოტო

0
  • მოსკოვის საციგურაო მოედნის საიუბილეო გახსნა საზეიმო ვითარებაში
  • ღონისძიებაზე სტუმრებს უჩვენეს ფრაგმენტი ტატიანა ნავკას მიუზიკლიდან „რუსლანი და ლუდმილა“
  • წელს საციგურაო მოედანი 15 წლის გახდება
  • ოლიმპიურმა ჩემპიონმა ალინა ზაგიტოვამ გახსნაზე უჩვენა ამონარიდი მიუზიკლიდან „მძინარე მზეთუნახავი. ლეგენდა ორ სამეფოზე“
  • ყინულოვან შოუზე არტისტები გამოდიოდნენ
  • „სასწაულო მოხდა, და მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენი წითელი მოედანი, დედაქალაქის ცენტრი განათდა და გაბრწყინდა. აქ შეხვედრა ძალიან გვიხარია, მთელი ჩვენი გუნდი აქ არის. უკვე მეოთხე წელია ჩვენი გუნდი აქ გეგებებათ და პირველი ხსნის ამ მოედანს“, - განაცხადა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ტატიანა ნავკამ
  • ფიგურისტები მარგარიტა დრობიაზკო და პოვილას ვანაგასი საციგურაო მოედნის გახსნის დროს მოსკოვში
  • ამ სეზონზე მოედანი ზღაპრულ ზამთრის ქვეყანად იქცა, სადაც ბინადრობენ ირმები, პინგვინები და ბუები
  • ოლიმპიური ჩემპიონი ფიგურულ სრიალში მაქსიმ მარინინი საციგურაო მოედნის გახსნაზე
  • ტელეწამყვანი დმიტრი ხრუსტალიოვი საციგურაო მოედნის გახსნაზე
  • მუსიკოსი იგორ ბუტმანი და მისი თანამგზავრი ანა ლვოვა საციგურაო მოედნის გახსნაზე
  • რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე და პრეზიდენტის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი მეუღლესთან - ტატიანა ნავკასთან და ქალიშვილ ნადეჟდა პესკოვასთან ერთად საციგურაო მოედანზე
  • მსახიობი იულია პერესილდი საციგურაო მოედნის გახსნაზე
  • მსახიობი ნადეჟდა მიხალკოვა საციგურაო მოედნის გახსნაზე
  • მოედანი 1 მარტამდე იმუშავებს, მიუხედავად ამინდებისა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით აქ უსაფრთხოების ყველა ზომა დაცულია
  • მუსიკოსი, ჯგუფი „მორალური კოდექსის“ სოლისტი სერგეი მაზაევი საციგურაო მოედნის გახსნაზე
  • მსახიობი ეკატერინა შპიცა საციგურაო მოედნის გახსნაზე
მოსკოვის ცნობილი საციგურაო მოედანი ამ სეზონზე ზღაპრულ ზამთრის ქვეყანად იქცა, სადაც ბინადრობენ ირმები, პინგვინები და ბუები. დაწვრილებით - იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტა

მოსკოვში საციგურაო მოედნაი მე-15 საიუბილეო სეზონზე საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. ორგანიზატორებმა სტუმრებს ნამდვილი შოუ მოუწყვეს - დაიდგა ფრაგმენტი ტატიანა ნავკას მიუზიკლიდან „რუსლანი და ლუდმილა“, რომელშიც მონაწილეობდნენ ფიგურისტები მარგარიტა დრობიაზკო და პოვილას ვანაგასი.

მოედანი 1 მარტამდე იმუშავეს, მიუხედავად ამინდებისა.

საციგურაო მოედანზე დაცულია ყველა აუცილებელი ზომა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით.

სტუმრებისთვის გათვალისწინებულია პირბადეები და ხელთათმანები, აქ შესაძლებელია სოციალური დისტანციის დაცვაც. გარდა ამისა, ციგურებს უტარდება დეზინფექცია ყოველი გაქირავების შემდეგ, მიმდინარეობს ჰაერის რეცირკულაცია და დამონტაჟებულია ბაქტერიციდული ნათურები.

0
  • მოსკოვის საციგურაო მოედნის საიუბილეო გახსნა საზეიმო ვითარებაში
    © photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova

    მოსკოვის საციგურაო მოედნის საიუბილეო გახსნა საზეიმო ვითარებაში

  • ღონისძიებაზე სტუმრებს უჩვენეს ფრაგმენტი ტატიანა ნავკას მიუზიკლიდან „რუსლანი და ლუდმილა“
    © photo: Sputnik / Aleksei Mayshev

    ღონისძიებაზე სტუმრებს უჩვენეს ფრაგმენტი ტატიანა ნავკას მიუზიკლიდან „რუსლანი და ლუდმილა“

  • წელს საციგურაო მოედანი 15 წლის გახდება
    © photo: Sputnik / Aleksei Mayshev

    წელს საციგურაო მოედანი 15 წლის გახდება

  • ოლიმპიურმა ჩემპიონმა ალინა ზაგიტოვამ გახსნაზე უჩვენა ამონარიდი მიუზიკლიდან „მძინარე მზეთუნახავი. ლეგენდა ორ სამეფოზე“
    © photo: Sputnik / Aleksei Mayshev

    ოლიმპიურმა ჩემპიონმა ალინა ზაგიტოვამ გახსნაზე უჩვენა ამონარიდი მიუზიკლიდან „მძინარე მზეთუნახავი. ლეგენდა ორ სამეფოზე“

  • ყინულოვან შოუზე არტისტები გამოდიოდნენ
    © photo: Sputnik / Aleksei Mayshev

    ყინულოვან შოუზე არტისტები გამოდიოდნენ

  • „სასწაულო მოხდა, და მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენი წითელი მოედანი, დედაქალაქის ცენტრი განათდა და გაბრწყინდა. აქ შეხვედრა ძალიან გვიხარია, მთელი ჩვენი გუნდი აქ არის. უკვე მეოთხე წელია ჩვენი გუნდი აქ გეგებებათ და პირველი ხსნის ამ მოედანს“, - განაცხადა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ტატიანა ნავკამ
    © REUTERS / MAXIM SHEMETOV

    „სასწაულო მოხდა, და მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენი წითელი მოედანი, დედაქალაქის ცენტრი განათდა და გაბრწყინდა. აქ შეხვედრა ძალიან გვიხარია, მთელი ჩვენი გუნდი აქ არის. უკვე მეოთხე წელია ჩვენი გუნდი აქ გეგებებათ და პირველი ხსნის ამ მოედანს“, - განაცხადა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ტატიანა ნავკამ

  • ფიგურისტები მარგარიტა დრობიაზკო და პოვილას ვანაგასი საციგურაო მოედნის გახსნის დროს მოსკოვში
    © REUTERS / Maxim Shemetov

    ფიგურისტები მარგარიტა დრობიაზკო და პოვილას ვანაგასი საციგურაო მოედნის გახსნის დროს მოსკოვში

  • ამ სეზონზე მოედანი ზღაპრულ ზამთრის ქვეყანად იქცა, სადაც ბინადრობენ ირმები, პინგვინები და ბუები
    © AP Photo / Pavel Golovkin

    ამ სეზონზე მოედანი ზღაპრულ ზამთრის ქვეყანად იქცა, სადაც ბინადრობენ ირმები, პინგვინები და ბუები

  • ოლიმპიური ჩემპიონი ფიგურულ სრიალში მაქსიმ მარინინი საციგურაო მოედნის გახსნაზე
    © photo: Sputnik / Алексей Майшев

    ოლიმპიური ჩემპიონი ფიგურულ სრიალში მაქსიმ მარინინი საციგურაო მოედნის გახსნაზე

  • ტელეწამყვანი დმიტრი ხრუსტალიოვი საციგურაო მოედნის გახსნაზე
    © photo: Sputnik / Алексей Майшев

    ტელეწამყვანი დმიტრი ხრუსტალიოვი საციგურაო მოედნის გახსნაზე

  • მუსიკოსი იგორ ბუტმანი და მისი თანამგზავრი ანა ლვოვა საციგურაო მოედნის გახსნაზე
    © photo: Sputnik / Алексей Майшев

    მუსიკოსი იგორ ბუტმანი და მისი თანამგზავრი ანა ლვოვა საციგურაო მოედნის გახსნაზე

  • რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე და პრეზიდენტის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი მეუღლესთან - ტატიანა ნავკასთან და ქალიშვილ ნადეჟდა პესკოვასთან ერთად საციგურაო მოედანზე
    © AP Photo / Pavel Golovkin

    რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე და პრეზიდენტის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი მეუღლესთან - ტატიანა ნავკასთან და ქალიშვილ ნადეჟდა პესკოვასთან ერთად საციგურაო მოედანზე

  • მსახიობი იულია პერესილდი საციგურაო მოედნის გახსნაზე
    © photo: Sputnik / Екатерина Чеснокова

    მსახიობი იულია პერესილდი საციგურაო მოედნის გახსნაზე

  • მსახიობი ნადეჟდა მიხალკოვა საციგურაო მოედნის გახსნაზე
    © photo: Sputnik / Екатерина Чеснокова

    მსახიობი ნადეჟდა მიხალკოვა საციგურაო მოედნის გახსნაზე

  • მოედანი 1 მარტამდე იმუშავებს, მიუხედავად ამინდებისა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით აქ უსაფრთხოების ყველა ზომა დაცულია
    © photo: Sputnik / Aleksei Mayshev

    მოედანი 1 მარტამდე იმუშავებს, მიუხედავად ამინდებისა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით აქ უსაფრთხოების ყველა ზომა დაცულია

  • მუსიკოსი, ჯგუფი „მორალური კოდექსის“ სოლისტი სერგეი მაზაევი საციგურაო მოედნის გახსნაზე
    © photo: Sputnik / Екатерина Чеснокова

    მუსიკოსი, ჯგუფი „მორალური კოდექსის“ სოლისტი სერგეი მაზაევი საციგურაო მოედნის გახსნაზე

  • მსახიობი ეკატერინა შპიცა საციგურაო მოედნის გახსნაზე
    © photo: Sputnik / Екатерина Чеснокова

    მსახიობი ეკატერინა შპიცა საციგურაო მოედნის გახსნაზე