თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ნოემბრის თვეში რეგულარული ფრენები შესრულდება. ნოემბრის თვეში დაგეგმილი ფრენების განრიგს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორი TAV Georgia ავრცელებს.
რეგულარული ფრენების განრიგი:
თბილისის აეროპორტიდან ნოემბერში ასევე შესრულდება ჩარტერული ფრენები:
საქართველომ ევროპის ქვეყნებთან რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენა ეტაპობრივად დაიწყო.
კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ მარტიდან უცხოელებისთვის საზღვრები ჩაკეტა და, იშვიათი შემთხვევების გარდა, შეწყვიტა ავიამიმოსვლა ყველა მიმართულებით.
რეგულარულ ავიამიმოსვლაზე შეზღუდვები საქართველოს ხელისუფლებას 1 ნოემბრამდე ჰქონდა გაგრძელებული.
შეზღუდვები არ ეხება იმ პირდაპირ საერთაშორისო რეისებს, რომლებიც უკვე ხორციელდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და მიუნხენის, პარიზისა და რიგის აეროპორტებს შორის. ოქტომბრის დასაწყისში რეგულარული რეისები ქუთაისიდან რიგის მიმართულებით განაახლა ასევე Wizzair-მა.
თბილისი, 24 თებერვალი – Sputnik. კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად სააგენტომ „აწარმოე საქართველოში" 14 კომპანიის საერთაშორისო ღონისძიებაზე წარდგენა შეძლო, განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა.
იტალიაში ათი ტონა ქართული თაფლი გავიდა>>
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მიმართულების ორგანიზებით და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით, 2021 წლის 21-25 თებერვალს ქართული კომპანიები გამოფენაში Gulfood 2021 იღებენ მონაწილეობას.
„2020 წელს ექსპორტის მიმართულებით მუშაობა არ გაჩერებულა, ჩატარდა ძალიან ბევრი ონლაინ გამოფენა და შოურუმი, რომელშიც ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ. თუმცა პანდემიით გამოწვეული ერთწლიანი პაუზის შემდეგ გამოფენა Gulfood 2021 არის პირველი საერთაშორისო ფიზიკური ღონისძიება, რომელშიც საქართველოს დელეგაცია იღებს მონაწილეობას“, - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა
„აწარმოე საქართველოში" სააგენტოს მხარდაჭერით გამოფენაში მონაწილეობას იღებს 14 ქართული კომპანია. კომპანიების შერჩევა განხორციელდა სააგენტოს მიერ შემუშავებული და დამტკიცებული კრიტერიუმებისა და თანადაფინანსების მექანიზმის საფუძველზე.
„ასევე აღსანიშნავია, რომ USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ფინანსური დახმარებით შემუშავდა ქართული აგროსასურსათო ვიზუალური იდენტიფიკაცია - ლოგო, რომელიც პირველად არის წარმოდგენილი აღნიშნულ გამოფენაზე“, - თქვა ხიდურელმა.
გამოფენა ტრადიციულად ქალაქ დუბაიში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმართება და ყოველწლიურად საშუალოდ 92 000 ვიზიტორი სტუმრობს. იგი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და მნიშვნელოვან ღონისძიებას წარმოადგენს სასმელი და საკვები პროდუქტის სექტორში. Gulfood-ზე მონაწილეობა თითქმის ყველა ტიპის პროდუქტის მწარმოებელს შეუძლია, გარდა ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლებისა.
Gulfood 2021: ქართული კომპანიები საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობენ>>
ქართულ დელეგაციას მრავალფეროვანი პროდუქცია აქვს წარდგენილი, კერძოდ: სხვადასხვა თხილეულის, ხილის პროდუქტის, ბოსტნეულისა და ხილის ნატურალური წვენების, თაფლის, დაფნის, მშრალი ხილის (ჩირის) და ჩაის პროდუქტები.
თბილისი, 24 თებერვალი – Sputnik. 2021 წლის იანვარში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 15,6%-ით შემცირდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
ინდექსის ფორმირებაზე ძირითადად გავლენა იქონია ფასების ზრდამ გადამამუშავებელ მრეწველობაში – 14,9%-ით და სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში – 10,1%-ით.
რა ხდება ვაჭრობაში – სტატისტიკის ახალი მონაცემები>>
იანვარში, გასული წლის დეკემბერთან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 2,8%-ით გაიზარდა.
ადგილობრივი წარმოება
ფასები საქართველოში წარმოებულ პროდუქციაზე იანვარში, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 15,7%-ით გაიზარდა.
ყველაზე მეტად ფასები გაიზარდა სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში – 7,3%–ით, გადამამუშავებელ მრეწველობაში – 14,7%-ით, მათ შორის კვების პროდუქტებზე – 7,1%-ით.
ექსპორტი და იმპორტი
ექსპორტზე გატანილი სამრეწველო პროდუქციის ფასების ინდექსი იანვარში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 15,7%-ით გაიზარდა.
სამთო-მომპოვებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები 9,8%-ით გაიზარდა. გადამამუშავებელი მრეწველობის ექსპორტირებულ პროდუქციაზე ფასები გაიზარდა 15,2%-ით, მათ შორის სასმელზე – 10,5%-ით, ლითონის ნაკეთობაზე – 28,8%-ით.
საქართველოში იმპორტირებულ სამრეწველო პროდუქციაზე ფასები საანგარიშო პერიოდში 16,1%-ით გაიზარდა. ამასთან გადამამუშავებელი მრეწველობის იმპორტირებული პროდუქცია 17,2%-ით გაძვირდა, მათ შორის კვების პროდუქტები – 23,9%-ით.
სამომხმარებლო ფასები
ინფლაციის წლიურმა დონემ 2020 წელს 2,4% შეადგინა (მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ს შეადგენს). სურსათზე ფასები 6,8%-ით გაიზარდა. დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით, ინფლაციის დონემ მინუს 1% შეადგინა.
მძღოლებს ასეთ ამინდში მაქსიმალური სიფრთხილე მართებთ. ლიპყინული და თოვლი გამოცდილი მძღოლებისთვისაც კი საშიშია, საქართველოში კი ზამთრის საბურავებს დიდი ნაწილი არ იყენებს და მთელი წლის განმავლობაში ზაფხულის საბურავებით გადაადგილდება.
ამიტომ ოთხშაბათს საღამოს ქალაქის სხვადასხვა წერტილებში უამრავი ავარია მოხდა. ღამით თბილისში -6 გრადუსი იქნება, ხოლო დღისით 0 - +1, მოსალოდნელია თოვაც. კვირის ბოლოს კი კარგი ამინდია მოსალოდნელი.