თორნიკე რიჟვაძე

აჭარის მთავრობის მეთაური CPMR-ის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

39
(განახლებულია 17:07 30.10.2020)
საზღვაო რეგიონების კონფერენცია ევროპასა და მის საზღვრებს გარეთ 150 რეგიონს აერთიანებს და ძირითადად ფოკუსირებულია საზღვაო საქმიანობის განვითარებაზე.

თბილისი, 30 ოქტომბერი – Sputnik. აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე ორგანიზაცია „პერიფერიული საზღვაო რეგიონების კონფერენციის“ (CPMR) ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს, იუწყება აჭარის მთავრობის პრეს-სამსახური.

რიჟვაძე აღნიშნულ თანამდებობას ორი წლის ვადით დაიკავებს. მისი კანდიდატურა ასოციაციის პოლიტიკურმა ბიურომ დაამტკიცა.

აჭარის მთავრობის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, CPMR აერთიანებს დაახლოებით 200 მილიონ ადამიანს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპისა და მეზობელი რეგიონების განვითარებაში. ორგანიზაციის სათავო ოფისი ბრიუსელშია.

„ასოციაცია მუშაობს როგორც სამეცნიერო, ასევე სხვადასხვა დარგობრივი და ინოვაციური იდეების განვითარებისთვის და პროექტების შემუშავების მიმართულებით“, – ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაცია „პერიფერიული საზღვაო რეგიონების კონფერენცია“ 1973 წელს შეიქმნა. ის აერთიანებს 150 რეგიონს ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ. გაერთიანება მიმართულია სოციალურ, ეკონომიკურ და ტერიტორიულ ერთობაზე, საზღვაო პოლიტიკაზე, ლურჯი ეკონომიკის ზრდასა და ხელმისაწვდომობაზე.

ასოციაციის საქმიანობის ასევე მნიშვნელოვანი სფეროებია ევროპული მმართველობა, მწვანე ენერგეტიკა, კლიმატის ცვლილება და სტაბილური სამეზობლო განვითარება.

ფოთის პორტი გაფართოვდება: ინვესტორებმა შეთანხმება უკვე გააფორმეს>>

ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა საქართველოს საშუალებას აძლევს, ითანამშრომლოს ევროკავშირთან იმ პროექტებში, რომლებიც ხორციელდება საზღვაო, ეკონომიკის, ეკოლოგიისა და ტურიზმის სფეროებში.

CPMR ევროპული ინსტიტუტების პარტნიორია და რეგიონებს ეხმარება პროექტების შემუშავებაში და, აუცილებლობის შემთხვევაში, ევროკავშირის დაფინანსების მიღებაში.

39
ვაშლი

„არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამა გაგრძელდა

15
(განახლებულია 11:49 01.12.2020)
წელს საქართველოში  ვაშლის უხვი მოსავალი იყო  – 120 ათას ტონაზე მეტი. მისი ძირითადი ნაწილი შიდა ქართლის რეგიონზე მოდის.

 

თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. მოსავლის დაბინავების პროცესში ფერმერების მაქსიმალური ხელშეწყობის მიზნით, „არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამის მოქმედების ვადა 15 დეკემბრამდე გახანგრძლივდა, იუწყება სოფლის განვითარების სააგენტო. 

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის ოდენობის სუბსიდიას გასცემს.

უწყების ცნობით, არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უკვე ჩაბარებულია 47 ათას ტონაზე მეტი  ვაშლი. შედეგად, ფერმერებმა 10 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს.

სახელმწიფო სუბსიდიას იღებენ ხილის გადამამუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 0.22 ლარად შეისყიდიან.

არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამაში 14 კომპანიაა ჩართული.

წელს საქართველოში  ვაშლის უხვი მოსავალი იყო  – 120 ათას ტონაზე მეტი. მისი ძირითადი ნაწილი შიდა ქართლის რეგიონზე მოდის. თუმცა, კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიო ბაზარზე ვაშლზე ფასი დაეცა, ამიტომაც მთავრობა გარკვეულ ინტერვენციებს ახორციელებს იმ ფერმერებისა და კომპანიების მხარდასაჭერად, რომლებიც ხილის გადამუშავების სფეროში მუშაობენ.





 

15
თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა

უნივერსიტეტის ქუჩაზე მეყვავილეებმა საპროტესტო აქცია გამართეს - ვიდეო

17
გუშინ უნივერსიტეტის ქუჩა ყვაცილების მაღაზიების მეპატრონეებმა გადაკეტეს. მოვაჭრეები მთავრობის შეზღუდვებს აპროტესტებდენ

მათი თქმით, ისინი დღიურ შემოსავლებზე არიან დამოკიდებულები და მაღაზიების დაკეტვას არ აპირებენ. ადგილზე მივიდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც საავტომობილო მოძრაობა აღადგინეს. ამ ეტაპზე სავაჭრო ობიექტები კვლავ ღია რჩება. უნივერისტეტის ქუჩის პროტესტს კოლმეურნეობის მოედანზე მოვაჭრე მეყვავილეებიც შეუერთდნენ.

17
პატრული

„ფული მოიტანეთ, თორემ კბილებს დაგაძრობთ“: შვილების ტრეფიკინგის ბრალდებით მამა დააკავეს

0
(განახლებულია 12:14 01.12.2020)
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მამაკაცს სასჯელის სახით 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

თბილისი, 1 დეკემბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით 38 წლის მამაკაცი თბილისში დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, მამაკაცი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

ბრალდებული საკუთარ არასრულწლოვან შვილებს, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის გამოყენებით, მოწყალების თხოვნის გზით თანხის შეგროვებას და მისთვის გადაცემას აიძულებდა.

გამოძიების ინფორმაციით, მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მამაკაცი საკუთარ შვილებს ფიზიკურად უსწორდებოდა. 

შსს–მ გაავრცელა ვიდეოკადრები, რომელშიც მამაკაცის არასრულწლოვნებთან საუბარია ჩაწერილი და ასევე დაფიქსირებულია თუ როგორ ითხოვენ ბავშვები მოწყალებას ქუჩაში.

„მომისმინეთ, ფული მთლიანად მომიტანეთ. თუ საკმარისი აქ იქნება, კბილებს დაგაძრობთ“, –  მიმართავს მამაკაცი ბავშვებს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143 პრიმა-ორი მუხლით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ შრომით ექსპლუატაციას გულისხმობს.

დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

0
თემები:
შემთხვევები საქართველოში