ისტიციის სახლი, სადაც ეროვნული ბანკის ოფისია განლაგებული

რა იქნება საქართველოს ეკონომიკის ზრდის მიზეზი 2021 წელს

61
(განახლებულია 14:22 30.10.2020)
გლობალური ეკონომიკური აქტივობის აღდგენა უფრო ნელი ტემპით არის მოსალოდნელი, რაც გავლენას მოახდენს საგარეო მოთხოვნის შემცირებაზე, მიიჩნევს საქართველოს ეროვნული ბანკი.

თბილისი, 30 ოქტომბერი – Sputnik. 2021 წელს ეკონომიკური ზრდის მთავარი ფაქტორი ადგილობრივი მოთხოვნა იქნება – ასეთ პროგნოზს აკეთებს საქართველოს ეროვნული ბანკი.

„წინასწარი ინდიკატორებით, ერთობლივი მოთხოვნა კვლავ სუსტია. არსებული შეფასებით, ეკონომიკური აქტივობა აგვისტოში წლიურად 5.3 პროცენტით შემცირდა“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ წინა თვეებთან შედარებით აღნიშნული მაჩვენებლის გაუმჯობესებას ძირითადად ადგილობრივი მოთხოვნის გაჯანსაღება განაპირობებს, რაც ფისკალურ სტიმულს და საკრედიტო აქტივობისა და გზავნილების მოსალოდნელზე კარგ დინამიკას უკავშირდება.

„საერთაშორისო მოგზაურებიდან მიღებული შემოსავალი მინიმალურია და, წინასწარი მონაცემებით, სექტემბერში წლიურად 95 პროცენტით შემცირდა. ამავე დროს საქონლის ექსპორტზე მოთხოვნამ გაუმჯობესება განაგრძო და, იანვრის შემდეგ პირველად, სექტემბერში წლიურად 8.6 პროცენტით გაიზარდა. გრძელდება ფულადი გზავნილების მაღალი ზრდაც“, – აღნიშნავენ სებ-ში.

ინფლაცია კონტროლირებადია

ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ ბოლო თვეებში ინფლაციის დინამიკა რეგულატორის პროგნოზებს შეესაბამება.

„წლიური ინფლაცია შემცირებას განაგრძობს და მან სექტემბერში 3.8 პროცენტი შეადგინა. არსებული პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, წლიური ინფლაციის შემცირების ტენდენცია გაგრძელდება და ის 2021 წელს მიზნობრივ ინფლაციასთან (3%) ახლოს იქნება“, – ნათქვამია განცხადებაში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ინფლაციის შემცირების დინამიკას სუსტი ერთობლივი მოთხოვნა განაპირობებს და მოსალოდნელია, რომ აღნიშნული მდგომარეობა მომავალ პერიოდებშიც შენარჩუნდება. გარდა ამისა, საყურადღებოა ასევე საგარეო მოთხოვნის შემცირება.

„კორონავირუსის გააქტიურებისა და პანდემიის გახანგრძლივების მოლოდინების ფონზე, 2021 წელს, წინა პროგნოზებთან შედარებით, გლობალური ეკონომიკური აქტივობის აღდგენა უფრო ნელი ტემპით არის მოსალოდნელი, რაც საგარეო მოთხოვნაზე შემცირების მიმართულებით იმოქმედებს“, – ასეთ პროგნოზს დებენ ეროვნული ბანკის ანალიტიკოსები.

ეროვნულმა ბანკმა ფულად-საკრედიტო პოლიტიკის უცვლელად დატოვება გადაწყვიტა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 28 ოქტომბერს რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად – 8%-ის დონეზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

  • რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.

„მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინა გაურკვევლობა, რომელიც ვირუსის გავრცელების დაჩქარებასა და გეოპოლიტიკური რისკების ზრდასთან არის დაკავშირებული. არსებული შეფასებით, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლა (ნორმალიზაცია) და მისი ტემპი ინფლაციის მოლოდინებსა და ეკონომიკური აქტივობის დინამიკაზე იქნება დამოკიდებული“, – აღნიშნავს ეროვნული ბანკი.

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის შერბილება მიმდინარე წლის აპრილიდან დაიწყო, რასაც გამკაცრების ხანგრძლივი პერიოდი უძღოდა. გამკაცრება 2019 წლის სექტემბრიდან დაიწყო ინფლაციური წნეხის შესამცირებლად, რომელიც გაცვლითი კურსის ვარდნით იყო გამოწვეული.

რეფინანსირების განაკვეთი გასული წლის სექტემბერ-დეკემბერში 6,5%-დან 9%-მდე გაიზარდა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო ქვეყანაში მარტიდან კომენდანტის საათი და კარანტინი დაწესდა. ეკონომიკური აქტიურობის წახალისების მიზნით ეროვნულმა ბანკმა აპრილიდან რეფინანსირების განაკვეთი სამ ეტაპად 8%-მდე შეამცირა.

რამდენი სესხია გაცემული საქართველოში

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ მონაცემებით, 2020 წლის 1 ოქტომბრისთვის საქართველოში მთლიანობაში 6,7 მილიარდი ლარის 122,9 ათასი სესხია გაცემული. სესხების საერთო რაოდენობიდან მნიშვნელოვანი ნაწილის საპროცენტო განაკვეთი რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული.

რატომ არის შეუძლებელი სესხებზე პროცენტების მკვეთრი დაწევა: გვენეტაძის განმარტება >>

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, 1 ოქტომბრისთვის ქვეყანაში 2,3 მილიარდი ლარის 49,8 ათასი იპოთეკური სესხია გაცემული. მათზე საშუალო საპროცენტო განაკვეთი 10,47%-ს შეადგენს.

რადგან ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი ძველ დონეზე დატოვა, შესაბამისად, უკვე აღებულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთიც არ შეიცვლება.

ეროვნული ბანკი ეკონომიკაში წონასწორობას უზრუნველყოფს

ექსპერტმა ეკონომიკურ საკითხებში აკაკი ცომაიამ ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა შეაფასა.

„პანდემიის ფონზე ძალიან რთულია დაადგინო, რამდენად ზუსტად აკეთებს დასკვნებს ცენტრალური ბანკი შექმნილ სიტუაციაში. პირველ რიგში შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან დიდია გაურკვევლობის ფაქტორი და ეკონომიკაში მუდმივი შოკები ხდება“, – განუცხადა ცომაიამ „Sputnik-საქართველოს“.

მისი თქმით, ამჟამად მცირდება მოთხოვნა, მაგრამ ამავე დროს მიწოდებაც მცირდება.

„მოთხოვნის შემცირება იწვევს ფასების შემცირებას სასურსათო პროდუქტებსა და მომსახურებებზე, ხოლო მიწოდების შემცირება, პირიქით, ხელს უწყობს ფასების ზრდას იმავე საქონელსა და მომსახურებაზე. ამ კონტექსტში გაურკვევლობის ფაქტორი დიდ როლს ასრულებს, ძნელია განისაზღვროს საპროცენტო განაკვეთების ის ოპტიმალური დონე, რომელიც ინფლაციურ-ტარგეტირებულ დონეს უზრუნველყოფს", – განაცხადა ცომაიამ.

ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ განაკვეთის უცვლელად დატოვებით, შეიძლება ითქვას, ეროვნული ბანკი არ ცდება, რადგან ინფლაციის დონე თანდათან მცირდება.

61
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (829)
კაფეები და რესტორნები მეიდანზე

მთავრობა რესტორატორებს შეხვდა: სრული ლოკდაუნი არ იგეგმება

54
(განახლებულია 17:09 23.11.2020)
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სამუშაო ადგილების შენარჩუნება ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ამიტომ სრული ლოკდაუნი არ იქნება

თბილისი, 23 ნოემბერი - Sputnik. მთავრობის ეკონომიკური გუნდისა და სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებს შორის შეხვედრაზე მხარეებმა ვირუსის გავრცელების შენელების კუთხით გასატარებელ დამატებით ღონისძიებებზე იმსჯელეს. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

უმუშევრობა საქართველოში – ახალი სტატისტიკა>>

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დავალებით, მთავრობის ეკონომიკური გუნდი ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ინტენსიურ შეხვედრებს მართავს.

შეხვედრაზე, რომელსაც, გარდა ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილისა, ესწრებოდნენ ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, დეტალურად მოისმინეს რესტორატორთა პოზიციები პანდემიის პერიოდში არსებული გამოწვევების შესახებ.

შესაძლო დამატებით წერტილოვან შეზღუდვებზე მსჯელობისას შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ამ ეტაპზე სრული ლოკდაუნი არ იგეგმება, რადგან სამუშაო ადგილების შენარჩუნება ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად იქცა. მათ განიხილეს, თუ რა სახის წერტილოვანი შეზღუდვები შეიძლება დაწესდეს ვირუსის გავრცელების შენელების მიზნით.

54
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (829)
ვალუტის გადამცვლელი პუნქტი

ლარის კურსი 23 ნოემბერს

79
(განახლებულია 08:46 21.11.2020)
წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0125 ლარით გაუფასურდა.

თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,3073GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0125 ლარით გაუფასურდა. 

ლარის კურსი 23 ნოემბერს
79
თემები:
ლარის კურსი დღეს
ვაქცინაცია

რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“ ტესტირებაზე მექსიკაში მიემგზავრება

0
მარეგულირებელი ორგანოების ნებართვის შემთხვევაში ქვეყანაში პრეპარატ „სპუტნიკ V“-ის კლინიკური ცდების მესამე ფაზა ჩატარდება.

თბილისი, 23 ნოემბერი - Sputnik. მსოფლიოში პირველი რეგისტრირებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „სპუტნიკ  V“-ის ტესტირება მექსიკაში ადგილობრივი მარეგულირებელი ორგანოების განკარგულების შემდეგ ჩატარდება. იუწყება РИА Новости.

„მოლაპარაკებები ფონდსა (რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდი) და მექსიკის ხელისუფლებას შორის რეგულარულად მიმდინარეობს. ახლა ველოდებით, როდის დაასრულებს ფონდი დოკუმენტაციას (მომზადებას, - რედ.), რათა შეძლოს მისი წარდგენა მარეგულირებელი ორგანოებისთვის. თუ ყველაფერი კარგად იქნება, ისინი შეძლებენ ნებართვის მიღებას და ცდების მესამე ფაზის ნაწილი მექსიკაში 500-მდე ადამიანის მონაწილეობით ჩატარდება“, - განაცხადა რუსეთში მექსიკის ელჩმა ნორმა პენსადო მორენომ.

რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდსა და მექსიკურ ფარმაცევტულ კომპანიას შორის შემოდგომის დასაწყისში გაფორმდა შეთანხმება ქვეყნისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული პრეპარატის 32 მილიონი დოზის მიწოდების შესახებ.

კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა

„სპუტნიკ V“ - არის COVID-19-ის საწინააღმდეგო მსოფლიოში პირველი ვაქცინა, რომელიც მიმდინარე წლის აგვისტოში დარეგისტრირდა. განაცხადი პრეპარატის სერტიფიცირებაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში იქნა შეტანილი. არაერთმა ქვეყანამ უკვე გამოთქვა რუსული პრეპარატის შეძენისა და მისი ადგილზე წარმოების სურვილი. მათ შორის არიან უნგრეთი, ისრაელი, ვენესუელა, ინდოეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ბრაზილია, თურქეთი, ჩინეთი, კორეა. მოსალოდნელია, რომ ვაქცინა ნაკლები ეღირება, ვიდრე კონკურენტების - Pfizer-ისა (19,5 დოლარი) და Moderna-ს (25-37 დოლარი) პრეპარატები.

„სპუტნიკ  V“-ის ტესტირება ბელარუსშიც მიმდინარეობს, ოქტომბერში კი ქვეყნის პოლიკლინიკებში 100 მოხალისე აიცრა, ამჟამად მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პრეპარატის პირველი პარტიის დამზადება ბელარუსში, ლაბორატორიულ პირობებში უკვე წელს დაიწყება, მასობრივი წარმოება კი - მომავალი წლიდან. თავდაპირველად აცრიან მედიცინის მუშაკებს, პედაგოგებსა და სამხედროებს.

 

0
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში