მიხეილ ხიდურელი

მიხეილ ხიდურელი: წელს ბიზნეს-იდეების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

41
(განახლებულია 21:36 27.10.2020)
2015-2018 წლების მონაცემებით, პროგრამის ფარგლებში უკვე დაფინანსებულია 6212 პროექტი, რომელთა ინვესტიციის საერთო მოცულობამ 61 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.

თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამებზე ბიზნეს-იდეების მიღება დაასრულა, ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, 5–18 ოქტომბრის პერიოდში სულ 26 307 განაცხადი შევიდა.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს სრულწლოვან მოქალაქეს, როგორც მეწარმე სუბიექტს, რომელსაც პროგრამის ფარგლებში დაფინანსება არ მიუღია, ან პირველად მონაწილეობს. ასევე მეწარმე სუბიექტს, რომელმაც ერთხელ უკვე მიიღო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილით განსაზღვრული ხელშეწყობა. არსებულ მეწარმე სუბიექტებს პროგრამის ფარგლებში გრანტის მიღების შესაძლებლობა ექნებათ როგორც მათთვის უკვე დაფინანსებული საქმიანობის გაფართოების, ასევე ახალი ბიზნეს-პროექტის შემთხვევაში. 

პროგრამაში მონაწილეობის მსურველები კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების შესახებ პასუხს ელექტრონული ფოსტისა და მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით 15 ნოემბრამდე მიიღებენ.  

„წელს ბიზნეს-იდეების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. პირველ რიგში მსურს დიდი მადლობა გადავუხადო და წარმატება ვუსურვო ყველა მეწარმეს“, – განაცხადა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.

საგრანტო პროგრამის ბიუჯეტი ამჟამად 40 მილიონი ლარია, ხოლო ერთი პროექტის დაფინანსების მაქსიმალური მოცულობა 30 ათას ლარამდეა გაზრდილი.

ის, რაც უნდა იცოდეს ბიზნესმა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამების შესახებ>>>

პროგრამა მოიცავს ნებისმიერ ეკონომიკურ საქმიანობას, გარდა სოფლის მეურნეობის პირველადი პროდუქციის წარმოებისა და სოფლის მეურნეობის პირველად წარმოებასთან დაკავშირებული მომსახურებებისა.

პროგრამაში გამარჯვებული მეწარმის თანამონაწილეობის თანხის მოცულობა 20%-ის ნაცვლად წელს 10% იქნება, მაღალმთიან რაიონებში კი 5%, გარდა ამისა, პროგრამის სამიზნე ტერიტორიულ ერთეულებს თბილისი დაემატა. 

„აწარმოე საქართველოში“ – საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების წახალისებას. სააგენტო აერთიანებს ყველა სახელმწიფო პროგრამას, რომელიც ბიზნეს-სექტორისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისკენაა მიმართული. 2015-2018 წლების მონაცემებით, პროგრამის ფარგლებში უკვე დაფინანსებულია 6212 პროექტი, რომელთა ინვესტიციის საერთო მოცულობამ 61 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.

41
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (1071)
ქართული ღვინო

გერმანიაში ქართული ღვინის კონკურსი-დეგუსტაცია გაიმართა

19
(განახლებულია 15:38 24.06.2021)
საკონკურსო ჟიურის შემადგენლობაში ღვინის ექსპერტები და WSET სერტიფიკატის მფლობელი სომელიები, სულ 20 წევრი შედიოდა.

თბილისი, 24 ივნისი - Sputnik. ღვინის სფეროში ერთ-ერთმა ყველაზე პრესტიჟულმა გერმანულმა მედია–ჰოლდინგმა Meininger–მა  საუკეთესო ქართული ღვინოების შესარჩევად კონკურსი-დეგუსტაცია ქალაქ ნოიშტადტში  ჩაატარა, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

გერმანია ევროპაში ღვინის უმსხვილესი იმპორტიორია, რომელიც 2020 წლიდან საქართველოს სტრატეგიული ღვინის ბაზრების სიაშია შესული. გასულ წელს საქართველოდან გერმანიაში ექსპორტზე 700 ათასი ბოთლის ღვინო (ზრდა 4%) გავიდა.

2021 წლის  ხუთი თვის მონაცემებით, გერმანიაში ექსპორტირებულია 314 ათასი ბოთლი ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 23%–ით მეტია, ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.

კონკურსში ქართული ღვინის მწარმოებელი 83 კომპანია მონაწილეობდა, რომლებმაც „საფერავის“ მარკის 152 ღვინის წარადგინეს.

შერჩეულ ღვინოებზე სტატია უკვე დაიბეჭდა  მედია–ჰოლდინგის ჟურნალ Weinwirtschaft–ის  ივნისის ნომერში, ქართულ ღვინოებს კიდევ ერთი სტატია მიეძღვნება ჟურნალ Sommelier–ის  სექტემბერის  ნომერში.

გერმანიაში ქართული ღვინოების შესარჩევი კონკურსი-დეგუსტაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და გერმანული მარკეტინგული კომპანიის „ff.k Public Relations“ ორგანიზებით გაიმართა. მისი მიზანი საქართველოდან წარდგენილ ღვინოებს შორის საუკეთესოების შერჩევა და გერმანიის ბაზარზე პოპულარიზაცია იყო.

19
თემები:
ღვინის კულტურა და მეღვინეობა
ვალუტის კურსი

ლარის კურსი 24 ივნისს

68
(განახლებულია 22:36 23.06.2021)
წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0017 ლარით გამყარდა.

თბილისი, 24 ივნისი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,1549 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. 

წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0017 ლარით გამყარდა. 

ლარის კურსი 24 ივნისს
68
თემები:
ლარის კურსი დღეს
გიორგი ვაშაძე

ოპოზიციამ 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების სავარაუდო თარიღი დაასახელა

0
საქართველოში ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების არჩევნები უნდა გაიმართოს ოქტომბერში, მაგრამ კონკრეტული თარიღი - 2 ოქტომბერი - პირველად გაჟღერდა.

თბილისი, 24 ივნისი – Sputnik. საქართველოს მმართველ პარტიას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ არჩევნების ჩატარება 2 ოქტომბერს სურს, განუცხადა ჟურნალისტებს დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ.

საქართველოში ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების არჩევნები, სადაც მოსახლეობა მუნიციპალიტეტების მერებსა და საკრებულოების დეპუტატებს აირჩევს, 2021 წლის ოქტომბერში უნდა გაიმართოს.

ვაშაძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ სურს და მან დაუდასტურა ეს ოპოზიციას, რომ არჩევნები 2 ოქტომბერს შედგეს. ოპოზიციამ საპასუხოდ წამოაყენა წინადადება, კანონში გაიწეროს წესი, რომელმაც არჩევნების ჩატარების თარიღთან დაკავშირებით ყოველგვარი სპეკულაციები უნდა გამორიცხოს.

ამასთან მან აღნიშნა, რომ ოპოზიციის სურვილია არჩევნები უფრო გვიან ჩატარდეს, მაგრამ მმართველი პარტია დაჟინებით მოითხოვს ამ თარიღს.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები განსაზღვრავს არა მხოლოდ თვითმმართველობის ორგანოების შემადგენლობას, არამედ, შესაძლოა, ის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების საბაბიც გახდეს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ არჩევნებზე პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.

0