ეროვნული ბანკის საკოლექციო მონეტები

ქართველი მეფეები საკოლექციო მონეტებზე: ეროვნულმა ბანკმა დიზაინზე კონკურსი გამოაცხადა

60
(განახლებულია 13:39 23.10.2020)
საკოლექციო მონეტების თემაა „საქართველოს მეფეები“. ამჯერად კონკურსი ეძღვნება დავით აღმაშენებელსა და თამარ მეფეს.

თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკი ახალი საკოლექციო მონეტების დიზაინის შექმნის მიზნით კონკურსს აცხადებს. ინფორმაცია გამოქვეყნებულია ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე.

საქართველოს ისტორიის პოპულარიზაციის მიზნით ბანკი მუშაობს საკოლექციო მონეტების სერიაზე „საქართველოს მეფეები“, ამჯერად კონკურსი ცხადდება ორ თემაზე: „დავით აღმაშენებელი“ და „თამარ მეფე“.

„ამ ფორმით ქართული ეროვნული ვალუტა კიდევ ერთხელ შეუწყობს ხელს ქვეყნის ისტორიული წარსულის პოპულარიზებას. მსგავსად მოთხრობილი და გამთლიანებული ქვეყნის ისტორია კი უკვე თავისთავად შეიძლება იქნას აღქმული, როგორც კონკრეტული გზავნილი თანამედროვეობისადმი“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღნიშნული სერიის ფარგლებში დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის თემებზე საკოლექციო დანიშნულების მონეტების გამოშვება 2021 წელს არის დაგეგმილი.

საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლისა და ოქროს მონეტების დიზაინის ესკიზების შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის პირობები ასევე ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

60
ვალუტის კურსი

ლარის კურსი 8 მარტს

58
(განახლებულია 20:07 07.03.2021)
წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0012 ლარით დაეცა.

თბილისი, 8 მარტი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,3202 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. 

წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0012 ლარით დაეცა. 

ლარის კურსი 8 მარტს
ლარის კურსი 8 მარტს
58
თემები:
ლარის კურსი დღეს
მტკვრის სანაპირო

ძველ თბილისში კერძო ინვესტიციით მაღალი კლასის სასტუმრო შენდება

68
(განახლებულია 11:22 08.03.2021)
არსებული ინფორმაციით, მშენებლობისთვის 30 მლნ აშშ დოლარი დაიხარჯება და სასტუმროში 100 ნომერი იქნება განთავსებული

თბილისი,  7 მარტი – Sputnik. საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ძველ თბილისში კერძო ინვესტიციით მაღალი კლასის სასტუმრო აშენდება, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში მოქმედმა საინვესტიციო კომპანია MCI PROJECT-სა და საერთაშორისო სასტუმროების ქსელ Wyndham-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, კომპანია MCI PROJECT გახდა უმაღლესი კლასის სასტუმრო ბრენდის REGISTRY COLLECTION-ის ოფიციალური წარმომადგენელი და ექსკლუზიური მფლობელი.

აღნიშნული სტატუსის მიღება კომპანიის მენეჯმენტმა საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის შუამდგომლობით, ორწლიანი დეტალური და პროფესიონალური მოლაპარაკების შედეგად მოახერხა, ვინაიდან ბრენდი არაერთი მკაცრი კრიტერიუმის დაკმაყოფილებას მოითხოვს. მათ შორისაა ინვესტიციის მოცულობა და მართვა.

Wyndham-ის პროგნოზით, მომავალი 10 წლის განმავლობაში საქართველოში სამი უნიკალური სასტუმროს მშენებლობა იგეგმება და MCI PROJECT სამივეს ექსკლუზიური მფლობელი იქნება.

68
ახალშობილი ბავშვი

ევროპაში შობადობის დონე მკვეთრად იკლებს: სახელდება მიზეზი

0
(განახლებულია 12:51 08.03.2021)
მიმდინარე წლის ორი თვის მონაცემების საფუძველზე ევროპის ქვეყნებში შობადობის დონის კიდევ უფრო მკვეთრ შეშემცირებას ელოდებიან

თბილისი, 8 მარტი — Sputnik. პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებსა და იძულებით თვითიზოლაციას ევროპის ქვეყნებში შობადობის დონის მკვეთრი კლება მოჰყვა, იუწყება მედია.

ასე მაგალითად, გამოცემა El Pais–ის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარსა და თებერვალში ესპანეთში შობადობა 22,6%-ით შემცირდა გასული წლის ანალოგიური პერიოდი მაჩვენებელთან შედარებით.

„ჯერჯერობით 2021 წლის მხოლოდ ორი თვის მონაცემები გვაქვს. ეს ცოტაა იმისათვის, რომ მთელი წლის ზუსტი პროგნოზი გავაკეთოთ. თუმცა უკვე ახლა ნათელია, რომ მოსალოდნელია ძლიერი ვარდნა“, — აცხადებს ესპანეთის ეროვნული კვლევითი ცენტრის დირექტორი დიეგო რამირო.

იგივე ვითარება შეინიშნება ევროპის სხვა ქვეყნებშიც. იტალიაში გასული წლის დეკემბერში ახალშობილთა რაოდენობა 21,6%-ით იყო შემცირებული გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო საფრანგეთში იანვარში შობადობა 13%-ით დაეცა.

გამოცემის ინფორმაციით, იმ ფაქტორებს შორის, რომლებიც წყვილებს აიძულებს, გადადონ ოჯახების შექმნა და შვილების გაჩენა, პირველ ადგილზეა კორონავირუსის პანდემიის გამო სამუშაო ადგილების მკვეთრი შემცირება და მაღალი სიკვდილიანობა.

0
თემები:
საერთაშორისო პანორამა