თვითმფრინავი

ნათია თურნავა: რეგულარული ფრენები ეტაპობრივად აღდგება

91
(განახლებულია 17:22 20.10.2020)
ავიაკომპანიები როდიდან და კვირაში რამდენჯერ განახორციელებენ რეისებს, მათ ფინანსურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული, განმარტა ეკონომიკის მინისტრმა.

თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. საქართველო ევროპის ქვეყნებთან რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენას ეტაპობრივად დაიწყებს, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

თურნავას თქმით, უკვე გამოიცა მთავრობის ახალი გადაწყვეტილება, რომელიც განსაზღვრავს ნოემბრის თვეში რეგულარული რეისების ეტაპობრივი გახსნის რეჟიმს.

„ტრადიციული მიმართულებები, როგორებიცაა მიუნხენი, პარიზი, რიგა, აქ ჩვენ შევთავაზეთ იმ კომპანიებს, რომლებიც ემსახურებიან ამ მიმართულებებს, გაზარდონ სიხშირეები. ხოლო რაც შეეხება დანარჩენ მიმართულებებს, მაგალითად, ამსტერდამი, ვენა, ვარშავა, ათენი, ვოლნიუსი, დორტმუნდი, კატოვიცე, მილანი – ამ მიმართულებით რეგულარული ფრენები შესაძლებელი იქნება იმ კომპანიებისთვის, რომლებიც აქამდე ასრულებდნენ რეისებს“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

რაც შეეხება იმას, თუ როდიდან და რამდენჯერ იფრენენ კვირაში ავიაკომპანიები, თურნავას თქმით, ეს დამოკიდებულია თვითონ ავიაკომპანიების ფინანსურ მდგომარეობაზე, რადგან ბევრ მათგანს რთული პერიოდი უდგას.

საქართველოში ჩამომსვლელთათვის კარანტინის წესები შეიცვლება>>

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ უცხოელებისთვის საზღვრები ჩაკეტა და, იშვიათი შემთხვევების გარდა, შეწყვიტა ავიამიმოსვლა ყველა მიმართულებით. რეგულარულ ავიამიმოსვლაზე შეზღუდვები საქართველოს ხელისუფლებამ 1 ნოემბრამდე გააგრძელა. შეზღუდვები არ ეხება იმ პირდაპირ საერთაშორისო რეისებს, რომლებიც ხორციელდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და მიუნხენის, პარიზისა და რიგის აეროპორტებს შორის. ოქტომბრის დასაწყისში რეგულარული რეისები ქუთაისიდან რიგის მიმართულებით განაახლა ასევე Wizzair-მა.

91
თემები:
ავიამიმოსვლა საქართველოში (201)
საპროტესტო აქცია „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ

ღარიბაშვილი „ნამახვანჰესზე“: მინისტრები მოსახლეობას პირადად შეხვდებიან

20
(განახლებულია 12:42 04.03.2021)
ნამოხვანისა და ჟონეთის მოსახლეობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტი რიონზე ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება. აქტივისტებმა გარკვეული დროით სამშენებლო სამუშაოების შეჩერებასაც მიაღწიეს, თუმცა იანვარში სამუშაოები მაინც განახლდა

თბილისი, 4 მარტი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ისაუბრა და ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავასა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს სთხოვა, პირადად ჩავიდნენ ადგილზე და მოსახლეობას შეხვდნენ.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობას ადგილობრივები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აქტივისტები და პოლიტიკოსები აპროტესტებენ. ისინი ითხ თვეზე მეტია, უწყვეტ საპროტესტო აქციას მართავენ და სამშენებლო სამუშაოებთან ახლოს კარვების ქალაქიც მოაწყვეს.

პრემიერის განცხადებით, მნიშვნელოვანია, შესაბამისი არგუმენტირებული პასუხი გაეცეს ყველა კითხვას, რომლებიც მოსახლეობის მხრიდან არსებობს.

„მინდა, ვთხოვო ჩვენს მინისტრებს, რომ გამართონ შესაბამისი საკომიტეტო მოსმენები პარლამენტშიც. ამ საკითხის ირგვლივ დაინტერესებული პირების მონაწილეობით შეიძლება გაიმართოს აღნიშნული მოსმენები და ყველა ცხარე კითხვას გაეცეს პასუხი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოსთვის ენერგოუსაფრთხოება და ენერგოდამოუკიდებლობა არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ამ გამოწვევას ადეკვატურად უნდა უპასუხონ.

„კარგად მოგეხსენებათ, რომ წლიდან წლამდე იზრდება იმპორტირებული ელექტროენერგია. პროგნოზები, რომლებიც ენერგეტიკის მიმართულებით არსებობს, შემდეგია: ყოველ წელს, მინიმუმ, საშუალოდ ასი მეგავატის სიმძლავრის ჰესი უნდა შენდებოდეს ქვეყანაში, რაც ამ ეტაპზე არ ხდება“, - დასძინა პრემიერმა.

ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ ადგილი, სადაც ჰესი შენდება (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი), სეისმურად აქტიური ზონაა და აქ სამშენებლო სამუშაოების წარმოება არ შეიძლება. ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ პროექტის შემუშავებისას შეცდომები იქნა დაშვებული.

როგორც საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორმა გიორგი ჩიქოვანმა განაცხადა, საქართველოსა და თურქულ კომპანია ENKA–ს შორის „ნამახვანჰესის“ მშენებლობის შესახებ ხელშეკრულების მომზადებაში საუკეთესო ექსპერტები იყვნენ ჩართული სახელმწიფოს მხრიდან და ყველა ის ასპექტი, სადაც საჭირო იყო სახელმწიფო ინტერესების დაცვა, დაცულია.

შეთანხმება საქართველოსა და კომპანია ENKA–ს შორის „ნამახვანჰესის“ მშენებლობის შესახებ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება შეწყდეს, თუ ინვესტორი საკუთარ თავზე აღებულ ვალდებულებებს არ შეასრულებს, თუმცა ის ჯერჯერობით ამ ვალდებულებებს ასრულებს, აღნიშნა ჩიქოვანმა.

საქართველოს მთავრობამ „ნამახვანჰესის“ პროექტის შემუშავების, მშენებლობის, მფლობელობისა და მისი კასკადის ექსპლუატაციის უფლება 2019 წელს თურქულ კომპანია ENKA–სა და ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group–ს გადასცა.

„ნამახვანის ჰესების კასკადის“ პროექტი მდინარე რიონზე გააერთიანებს ორ ჰესს - „ნამახვანს“ და „ტვიშს“, საერთო 433 მეგავატი დადგმული სიმძლავრით. პროექტის სავარაუდო ღირებულება 750 მლნ დოლარს შეადგენს. პროექტის დასრულების შემდეგ საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება 15%–ით გაიზრდება.

20
თემები:
საქართველოს ენერგეტიკა
„ენგურჰესი

გაწყვეტს თუ არა შეთანხმებას საქართველო „ნამახვენჰესთან“ დაკავშირებით თურქულ კომპანიასთან

51
(განახლებულია 09:59 04.03.2021)
უახლოეს პერიოდში საქართველოში დაიწყება მოსახლეობის ინფორმირების კამპანია ჰესის მშენებლობის პროექტის შესახებ

თბილისი, 4 მარტი – Sputnik. შეთანხმება საქართველოსა და თურქულ კომპანია ENKA–ს შორის „ნამახვანჰესის“ მშენებლობის შესახებ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება შეწყდეს, თუ ინვესტორი საკუთარ თავზე აღებულ ვალდებულებებს არ შეასრულებს, თუმცა ის ჯერჯერობით ამ ვალდებულებებს ასრულებს. ამის შესახებ პირველ არხთან ინტერვიუში საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორმა გიორგი ჩიქოვანმა განაცხადა.

საქართველოს მთავრობამ „ნამახვანჰესის“ (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი) პროექტის შემუშავების, მშენებლობის, მფლობელობისა და მისი კასკადის ექსპლუატაციის უფლება 2019 წელს თურქულ კომპანია ENKA–სა და ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group–ს გადასცა.

„ნამახვანის ჰესების კასკადის“ პროექტი მდინარე რიონზე გააერთიანებს ორ ჰესს - „ნამახვანს“ და „ტვიშს“, საერთო 433 მეგავატი დადგმული სიმძლავრით. პროექტის სავარაუდო ღირებულება 750 მილიონ დოლარს შეადგენს. პროექტის დასრულების შემდეგ საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება 15%–ით გაიზრდება.

ამავდროულად „ნამახვანჰესის“ მშენებლობას აპროტესტებენ ადგლობრივები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აქტივისტები და პოლიტიკოსები. ისინი ითხ თვეზე მეტია, უწყვეტ საპროტესტო აქციას მართავენ და სამშენებლო სამუშაოებთან ახლოს კარვების ქალაქიც მოაწყვეს.

ნამახვან ჰესის კასკადის მშენებლობა განახლდა: ხეობაში ტექნიკა პოლიციის თანხლებით შევიდა>>

მშენებლობის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ ეს სეისმურად აქტიური ზონაა და აქ სამშენებლო სამუშაოების წარმოება არ შეიძლება. ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ პროექტის შემუშავებისას შეცდომები იქნა დაშვებული.

ჩიქოვანის განცხადებით, საქართველოსა და კომპანია ENKA–ს შორის ხელშეკრილების მომზადებისას საუკეთესო სპეციალისტები მოიწვიეს და სახელმწიფოს ინტერესები დაცულია.

უახლოეს მომავალში კომპანია დეტალურ, დასაბუთებულ პასუხს გასცემს არასამთავრობო ორგანიზაციის „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) განცხადებას და დაიწყებს პროექტის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებას, რადგან ადამიანებს უჩნდებათ კითხვები, რომლებიც არ უნდა არსებობდეს, აღნიშნა ჩიქოვანმა.

„ამ ხელშეკრულების მომზადებაში საუკეთესო ექსპერტები იყვნენ ჩართული სახელმწიფოს მხრიდან და მერწმუნეთ, ყველა ის ასპექტი, სადაც საჭირო იყო დაგვეცვა ჩვენი სახელმწიფო ინტერესები, დაცულია. რაც შეეხება იმ სასაცილო განცხადებას, რომ 15 წლის მერე „ენკა“ ექსპორტზე გაიტანს ელექტროენერგიას, ეს უბრალოდ კომენტარის ღირსიც არ არის“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

თბილისში „ნამახვანჰესის“ მშენებლობას აპროტესტებენ>>

მისი თქმით, თუ ქვეყანას ზედმეტი ელექტროენერგია აქვს, ის მის ექსპორტირებას იწყებს, მაგრამ საწყის ეტაპზე საუბარია ქვეყნის ელექტროენერგიით უზრუნველყოფაზე.

ჩიქოვანმა ასევე აღნიშნა, რომ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის ფარგლებში 2 ათასი ადამიანი დასაქმდება.

51
თემები:
საქართველოს ენერგეტიკა
სკოლა

განათლების სამინისტრო სკოლებში უსაფრთხოებაზე კონტროლს აგრძელებს

0
(განახლებულია 12:39 04.03.2021)
ინფექციონისტების რეკომენდაციით, სკოლის საერთო სივრცეებში V-XII კლასის მოსწავლეები უნდა გადაადგილდნენ მხოლოდ პირბადით, ასევე მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული ჰიგიენის ნორმები.

თბილისი, 4 მარტი - Sputnik. თბილისში სასწავლო პროცესის უსაფრთხო გარემოში მიმდინარეობის პროცესის მონიტორინგი აქტიურად ხორციელდება, ნათქვამია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

15 თებერვლიდან საქართველოს მასშტაბით სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა. ამასთან, მშობლებს დისტანციური სწავლების არჩევანის უფლებაც აქვთ. სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლებული წესების დაცვით აღდგა – აუცილებელია პირბადის ტარება (V-XII კლასების მოსწავლეებისთვის), ერთმეტრიანი დისტანციის დაცვა, თერმოსკრინინგი.

მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე ამჯერად ძველი თბილისის საჯარო სკოლებს ეწვია და საგანმანათლებლო პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.

დგებუაძის განცხადებით, სკოლებში სასწავლო პროცესი ჩვეულ ფორმატში, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს. იმისთვის, რომ მოსწავლეებმა სწავლა საკლასო ოთახებში გააგრძელონ, მნიშვნელოვანია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული უსაფრთხო  გარემოს შექმნა და დადებითი დინამიკის შენარჩუნება.

„საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურები, მოსწავლეთა უსაფრთხოების დაცვის პარალელურად, ხელს უწყობენ სკოლებს შესაბამისი რეკომენდაციების დაცვაში. ამასთან, საგანმანთლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყო საჯარო სკოლების საჭირო ჰიგიენური საშუალებებით აღჭურვა, სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და სველი წერტილების მოწესრიგება“, - განაცხადა დგებუაძემ.

სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლებასთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სკოლებისთვის რეკომენდაციები განაახლა – უწყების მიერ შემუშავებული რეკომენდაციები ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციას უკვე მიეწოდა. 

 

 სასწავლო პროცესის უსაფრთხოების ნორმებისა და რეკომენდაციების სრული დაცვით წარმართვის მიზნით ტარდება სკოლების მონიტორინგი. 800-მდე სკოლაში მოწესრიგდა სველი წერტილები. გარდა ამისა, საქართველოს მასშტაბით უკვე მიმდინარეობს სკოლებში მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის მინიმუმ 20%-ის სავალდებულო ტესტირება ორ კვირაში ერთხელ – ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული პროტოკოლის საფუძველზე.

სამინისტროს ინიციატივით სკოლებს მშობლებთან კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავება და დამტკიცება დაევალათ, რომლის ფარგლებშიც მათ ექნებათ ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა ღონისძიებებს ახორციელებს სკოლა COVID-19-ის პანდემიის გამოწვევების საპასუხოდ როგორც სასწავლო პროცესის ორგანიზებასთან, ასევე სკოლაში არსებულ სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებთან დაკავშირებით.

საქართველოს ყველა საჯარო სკოლის მოსწავლეს ეძლევა საშუალება – გააკეთონ არჩევანი დისტანციურ და დასწრებით სწავლებას შორის. აღნიშნული სერვისის მისაღებად მშობელი ვალდებულია მოსწავლე დაარეგისტრიროს ვებ-გვერდზე online.emis.ge.

0
თემები:
განათლება საქართველოში