საქართველოდან ვაშლის ექსპორტი იზრდება

© photo: Sputnik / Amir Isaevვაშლი
ვაშლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექსპორტირებული ვაშლით მიღებული შემოსავალი 370 პროცენტით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

თბილისი, 19 ოქტომბერი – Sputnik. დარგის განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებების შედეგად საქართველოში წელს ვაშლის უხვი მოსავალია – ვაშლის საპროგნოზო მოსავალი წინა წელთან შედარებით სამჯერ არის გაზრდილი და 120 ათას ტონაზე მეტს შეადგენს. აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, 18 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოდან 2514 ტონა ვაშლია ექსპორტირებული, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით თითქმის შვიდჯერ მეტს შეადგენს.

ვაშლი ხის ტოტზე - Sputnik საქართველო
სახელმწიფოს მხარდაჭერით გაშენებულ ბაღებში მოსავლის აღება მიმდინარეობს

„ქართული ვაშლის ექსპორტი წელს, ძირითადად, რუსეთის ფედერაციისა და ყაზახეთის სახელმწიფოს ტრადიციულ ბაზრებზე განხორციელდა. ასევე ექსპორტირება განხორციელდა სომხეთის, სინგაპურისა და ჰონკონგის მიმართულებით“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქართული ვაშლის ექსპორტის მაჩვენებელი ქვეყნების მიხედვით ასეთია: რუსეთის ფედერაცია – 2431.8 ტონა, ყაზახეთის რესპუბლიკა – 75 ტონა, სომხეთის რესპუბლიკა – 6.5 ტონა, დანარჩენი ქვეყნები – 0.3 ტონა.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერით ინტენსიური და ნახევრად ინტენსიური ვაშლის ბაღები საქართველოს მასშტაბით 1 128 ჰექტარზე გაშენდა.

პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში სახელმწიფოს თანადაფინანსებამ 9 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.

გორში ვაშლის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდა>>

პროგრამას „დანერგე მომავალი“ სოფლის განვითარების სააგენტო 2015 წლიდან ახორციელებს. სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამები გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მათი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

ყველა ახალი ამბავი
0