ეროვნული ვალუტა

რატომ არ მოქმედებს ლარის კურსის დინამიკა ფასებზე: გვენეტაძის განმარტება

86
(განახლებულია 14:28 19.10.2020)
ვალუტის მცურავი კურსი საქართველოსთვის ყველაზე მეტად ხელსაყრელია, რამდენადაც ეკონომიკისთვის ერთგვარი ავტომატური სტაბილიზატორის როლს ასრულებს.

თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. მოსახლეობის მსყიდველობით უნარს განსაზღვრავს არა ლარის კურსი, არამედ ინფლაცია, დაწერა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ საკუთარ Facebook-გვერდზე. 

ბოლო პერიოდში ლარის კურსის ვარდნის, გლობალური ეკონომიკური კრიზისისა და არჩევნების წინ ნეგატიური მოლოდინების გამო მოსახლეობაში შიში გაჩნდა, რომ ფასები კიდევ გაიზრდება და მალე ისინი საჭირო პროდუქტების შეძენას ვერ შეძლებენ.

„2004-2014 წლებში, როდესაც ლარის კურსი სტაბილური იყო, წლიური ინფლაცია საშუალოდ 5,6% იყო, 2015-2019 წლებში კი, როდესაც ლარი უფასურდებოდა, იგივე მაჩვენებელი უფრო ნაკლებია – 3,9%. თუ გავითვალისწინებთ, რომ 2017 წელს მიზნობრივზე მაღალი ინფლაცია აქციზის ერთჯერადი გაზრდით იყო გამოწვეული, მაშინ ეს მაჩვენებელი 3,4%-მდე მცირდება. მოსახლეობის მსყიდველობით უნარს კი, სხვა თანაბარ პირობებში, არა ეროვნული ვალუტის კურსი, არამედ ინფლაციის დონე განაპირობებს“, – განაცხადა გვენეტაძემ.

ბიზნეს-ასოციაცია: ლარის გამყარების დინამიკა საწვავზე ფასის შენარჩუნების საშუალებას იძლევა>>>

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ვალუტის მცურავი კურსი საქართველოსთვის ყველაზე მეტად ხელსაყრელია, რამდენადაც ეკონომიკისთვის ერთგვარი ავტომატური სტაბილიზატორის როლს ასრულებს. 

„მაგალითად, თუ საგარეო შოკის გამო მცირდება საექსპორტო შემოსავლები, მოქნილი გაცვლითი კურსის შემთხვევაში ეს ბუნებრივად აისახება სავალუტო ბაზარზე და კურსი უფასურდება, რის შედეგადაც იზრდება იმპორტის ფასი და, შესაბამისად, მცირდება მოთხოვნა იმპორტზე. ამავე დროს, კურსის გაუფასურება უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის აიაფებს საქართველოში წარმოებულ საქონელსა თუ მომსახურებას და, შესაბამისად, იზრდება საგარეო მოთხოვნა ადგილობრივ პროდუქციაზე. ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურისტული მომსახურებისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტისთვის“, – აღნიშნავს გვენეტაძე.

გვენეტაძის თქმით, ეროვნულ ბანკს სავალუტო ინტერვენციების გამოყენებით გაცვლითი კურსის გაუფასურების შეჩერება რომ ეცადა, ამით ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის აღდგენა შეფერხდებოდა, რამდენადაც ექსპორტი ზედმეტად გაძვირდებოდა, ხოლო იმპორტი ზედმეტად გაიაფდებოდა. ეს ეკონომიკის კლებას და, შესაბამისად, უმუშევრობის ზრდას ნიშნავს. გაუარესებული სავაჭრო ბალანსი გააძლიერებდა სავალუტო ბაზარზე ნეგატიურ მოლოდინებს, ბანკის რეზერვები კი უსაზღვრო არ არის.

როგორ იცვლებოდა ინფლაცია წლის დასაწყისიდან

2019 წელს წლიურმა ინფლაციამ 7% შეადგინა. მის შესაკავებლად ეროვნულმა ბანკმა 2019 წლის სექტემბრიდან მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დაიწყო. რეფინანსირების განაკვეთი ამ პერიოდში 6,5%-დან 9%-მდე გაიზარდა, ბოლოს მან 2019 წლის დეკემბერში მოიმატა. 

მიმდინარე წლის დასაწყისიდან ინფლაციის წლიურმა დონემ კლება დაიწყო – იანვარსა და თებერვალში მან 6,4% შეადგინა, მარტში – 6,1%. საქართველოში კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ქვეყნის ხელისუფლებამ 21 მარტს კარანტინი და კომენდანტის საათი დააწესა. ეკონომიკური აქტივობის წასახალისებლად ეროვნულმა ბანკმა აპრილიდან სამ ეტაპად 8%-მდე შეამცირა მონეტარული პოლიტიკის ძირითადი განაკვეთი.

2020 წლის სექტემბერში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 3,8% შეადგინა, 3%-იანი მიზნობრივი მაჩვენებლის პირობებში.

86
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (838)
თბილისი

ვიცე–პრემიერი: სამსახურდაკარგულთათვის კომპენსაციების გაცემა ბიზნესზეა დამოკიდებული

21
(განახლებულია 15:03 27.11.2020)
პანდემიის გამო დაკეტილი სავაჭრო ობიექტებისა და რესტორნების თანამშრომლები, სახელმწიფოსგან ერთჯერად კომპენსაციას მიიღებენ

 

თბილისი, 27 ნოემბერი - Sputnik. შეზღუდვების პერიოდში სამსახურდაკარგული პირებისთვის 300–ლარიანი კომპენსაციის გაცემა ბიზნესის მიერ წარმოდგენილი განცხადებების საფუძველზე მოხდება, განაცხადა საქართველოს ვიცე–პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ბრიფინგზე. 

საქართველოში 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით პერიოდში ქვეყნის დიდ ქალაქებში რესტორნებისა და გარკვეული სავაჭრო ობიექტების მუშაობაზე შეზღუდვები იმოქმედებს. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული ზომები უმუშევრობის ზრდას გამოიწვევს, მთავრობამ დახმარების სპეციალური პაკეტი მოამზადა.

 „დეკემბერსა და იანვარში შეზღუდვების გათვალისწინებით, რომელიც სავაჭრო და სარესტორნო ბიზნესს ეხება, ჩვენ ყველა დასაქმებულსა და თვითდასაქმებულს, რომელთაც სამსახური დაკარგეს, 300 ლარის ოდენობით კომპენსაციას მიიღებენ. ამ ეტაპზე ფინანსთა სამინისტრო სავაჭრო ობიექტებთან აქტიურ მუშაობას ეწევა. ჩვენ ბიზნესისგან დასაქმებულ და თვითდასაქმებულ პირთა სიებს ველოდებით, რათა კომპენსაციების გაცემა დეკემბერში დავიწყოთ“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

სავარაუდოდ, დახმარებას დაახლოებით 100 ათასი ადამიანი მიიღებს. პაკეტის ბიუჯეტი 30 მლნ ლარს შეადგენს.

21
თემები:
საქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობა

რა დახმარებას ითვალისწინებს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა –დეტალური ინფორმაცია

41
მოსახლეობის დახმარების სახელმწიფო პაკეტი 545 მლნ ლარს შეადგენს, კერძო სექტორისთვის კი 515 მლნ ლარის დახმარებაა გათვალისწინებული

თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ ახალი ანტიკრიზისული გეგმა შეიმუშავა, რომლის ფარგლებშიც რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის პირობებში ბიზნესსა და შეჭირვებულ მოსახლეობას დახმარებას გაუწევს. 

როგორც მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ახალი პაკეტის ბიუჯეტი 1,1 მლრდ ლარს შეადგენს. აქედან 545 მლნ ლარი მოსახლეობის დახმარების პროგრამისთვის გამოიყოფა, რომლის ბენეფიციარებიც 50 ათასზე მეტ ადამიანს შეადგენს.

დახმარების პაკეტში შედის:

კომუნალური ხარჯების სუბსიდირება - 4 თვის (ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით) განმავლობაში განხორციელდება ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის (200 კვტ/კუბური მეტრი) ხარჯების დაფარვა. ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა 1 მილიონი ოჯახია. ბიუჯეტი 270 მლნ ლარი.

200–ლარიანი დახმარება სამსახურდაკარგული პირებისთვის - ფორმალურ სექტორში დასაქმებული პირები, ვინც დროებით დაკარგავს სამსახურს, 2021 წლის იანვრიდან 6 თვის განმავლობაში მიიღებენ 200–ლარიან დახმარებას. ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა  125 ათასი ადამიანია. ბიუჯეტი - 150 მლნ ლარი. 

300–ლარიანი ერთჯერადი დახმარება - გაიცემა იმ ობიექტებში დასაქმებული პირებისა და ინდ. მეწარმეების სასარგებლოდ, რომელთაც საქმიანობა შეუჩერდებათ დეკემბერსა და იანვარში დაწესებული დამატებითი შეზღუდვების შედეგად. ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა 100 ათასია. ბიუჯეტი - 30 მლნ ლარი.

600–ლარიანი დახმარება -  ოჯახები, რომელთაც 65-დან 100 ათას სოციალური ქულა აქვთ, იანვრიდან 100 ლარის ოდენობით (ოჯახის წევრთა რაოდენობის მიხედვით) დახმარებას  ექვსი თვის განმავლობაში მიიღებენ. ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა 72 ათასამდე ოჯახია (220 ათასამდე პირი), ბიუჯეტი - 55 მლნ ლარი.

600–ლარიანი  დახმარება  0-დან 100 ათას ქულამდე მყოფი ოჯახებისთვის, რომლებსაც ჰყავთ  16 წლამდე 3 ან მეტი შვილი, ექვსი თვის განმავლობაში (იანვარი–ივნისი) მიიღებენ 100 ლარს. სულ 24 ათასი ოჯახი. ბიუჯეტი - 15 მლნ ლარი.

18 წლამდე შშმ და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის გაიცემა 600–ლარიანი დახმარება - თვეში 100 ლარი, 6 თვის განმავლობაში. ბენეფიციარების რაოდენობა - 43 ათასი პირი. ბიუჯეტი - 27 მლნ ლარი.

საბანკო სესხების გადავადების შესაძლებლობა ექნებათ იმ სფეროებში დასაქმებულ პირებს, რომელთა საქმიანობაც იზღუდება დეკემბერი-იანვარში.

რაც შეეხება ბიზნესის მხარდაჭერის პაკეტს, მისი ბიუჯეტი 515 მლნ ლარს შეადგენს.

საშემოსავლო გადასახადის შეღავათი - 1,5 ათას ლარამდე ხელფასის მქონე პირები 750 ლარამდე თანხის საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდებიან 2021 წლის დეკემბერი-მაისის პერიოდში. ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა 33 ათასი კომპანია და 425 ათასი დასაქმებულია. ბიუჯეტი - 260 მლნ ლარი. 

ქონების გადასახადის შეღავათი ტურიზმის სექტორისთვის -  სასტუმროები, რესტორნები 2021 წელს გათავისუფლდება ქონების გადასახადისგან. ბიუჯეტი - 45 მლნ ლარი.

2020 წლის 4 თვის გადავადებული საშემოსავლო გადასახადის ჩამოწერა - განხორციელდება ტურიზმის სექტორში (სასტუმროები, რესტორნების და მსგავს საქმიანობაში ჩართული კომპანიები) 2020 წლის 1დეკემბრამდე გადავადებული საშემოსავლო გადასახადის ჩამოწერა. ბიუჯეტი - 20 მლნ ლარი;

გაგრძელდება სასტუმროების საბანკო სესხების პროცენტის სუბსიდირება, ასევე ამოქმედდება რესტორნების საბანკო სესხების პროცენტის სუბსიდირება 6 თვის განმავლობაში. ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა - 3,7 ათასი კომპანია. 

გაგრძელდება მიკროგრანტების პროგრამა ,  რომლის ფარგლებშიც ათასობით ახალი ბიზნეს–პროექტი  დაფინანსდება. ბიუჯეტი - 40 მლნ ლარი.

საკრედიტო-საგარანტიო ფონდი - 2021 წელს აქტიურად გაგრძელდება საკრედიტო-საგარანტიო ფონდის მუშაობა, რომელიც დაეხმარება კერძო სექტორს როგორც არსებული სესხების რესტრუქტურიზაციაში, ასევე, ახალი სახსრების მოზიდვაში. ბიუჯეტი - 100 მლნ ლარი;

საბანკო სესხების გადავადების შესაძლებლობა ექნებათ იმ კომპანიებს, რომლებსაც შეეზღუდებათ საქმიანობა დეკემბერი-იანვრის პერიოდში.

27 ნოემბრისთვის საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,3137GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

41
თემები:
საქართველოს მთავრობა
COVID 19 იტალიაში

გასროლა იტალიაში: გერმანელმა ეპიდემიოლოგმა პანდემიის სენსაციური ვერსია გაახმოვანა

0
(განახლებულია 17:22 27.11.2020)
გერმანელი ეპიდემიოლოგი ევროპელებს უყურადღებობაში სდებს ბრალს, რამაც შეუწყო კიდეც ხელის კორონავირუსის გლობალურ გავრცელებას

თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. ამ დროისათვის მსოფლიოში კორონავირუსის იტალიური შტამია გავრცელებული, რომელმაც ქვეყნის ჩრდილოეთში განიცადა მუტაცია და ამას არავინ მიაქცია ყურადღება, განაცხადა გერმანელმა ეპიემიოლოგმა ალექსანდერ კეკულემ ტელეარხ ZDF–ის ეთერში.

„გლობალური პანდემიისთვის სასტარტო გასროლა ჩრდილოეთ იტალიაში მოხდა“, — აღნიშნა ეპიდემიოლოგმა.

მისი თქმით, დღეისათვის COVID-19–ით დაავადებულთა 99% სწორედ იტალიური შტამითაა ინფიცირებული.

კეკულეს განმარტებით, კორონავირუსი SARS-nCov-2, რომელიც პირველად ჩინეთის უჰანში გაჩნდა, შეუმჩნევლად ვრცელდებოდა იტალიაში რამდენიმე კვირის განმავლობაში, რამაც მას მუტაციისა და ადამიანებზე კარგად ადაპტაციის საშუალება მისცა.

გერმანელი ექიმი ევროპელებს სერიოზულ შეცდომად უთვლის იმას, რომ თავიდანვე არ მიაქციეს შესაბამისი ყურადღება კორონავირუსის საფრთხეს და ის არავინ აღიქვა სერიოზულად. და ეს მაშინ, როდესაც ისეთი ვირუსები, როგორიც COVID-19–ის აღმძვრელია, ვრცელდება არა დღეების, არამედ საათების განმავლობაში — განსაკუთრებით, წელიწადის ცივ სეზონზე, როცა პირველად იჩინა კიდეც თავი ვირუსმა.

0
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში