საბანკო ტერმინალი

რატომ არის შეუძლებელი სესხებზე პროცენტების მკვეთრი დაწევა: გვენეტაძის განმარტება

71
(განახლებულია 08:52 17.10.2020)
საპროცენტო განაკვეთის ფორმირებაში მონაწილეობს ბევრი ისეთი ფაქტორი, როგორიცაა რეგიონების რისკი, პოლიტიკური სტაბილურობა, სტაბილური ეკონომიკური ზრდა, დაბალი და სტაბილური ინფლაცია

თბილისი, 17 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოში კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთის მკვეთრი შემცირება ევროპული ქვეყნების საპროცენტო განაკვეთის დონეზე შეუძლებელია, განაცხადა ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა კობა გვენეტაძემ.

მაღალი საპროცენტო განაკვეთი კრედიტებზე დღემდე წარმოადგენს საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების ძირითად პრეტენზიას საბანკო სექტორის მიმართ. 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ ბევრი პარტია საპროცენტო განაკვეთის შემცირებას პირდება.

„საპროცენტო განაკვეთის ფორმირებაში ბევრი ფაქტორი მონაწილეობს, როგორებიცაა, რეგიონის რისკი, პოლიტიკური სტაბილურობა, სტაბილური ეკონომიკური ზრდა, დაბალი და სტაბილური ინფლაცია და სხვა. შესაბამისად, საპროცენტო განაკვეთების მყისიერად შემცირება ევროპული საპროცენტო განაკვეთის დონეზე შეუძლებელია და უხეში და ყოვლად დაუშვებელი ჩარევის გარეშე, გამორიცხული“, - დაწერა გვენეტაძემ თავის Facebook-გვერდზე.

მან აღნიშნა, რომ საპროცენტო განაკვეთის შემცირება - გრძელვადიანი პროცესია.

„აღსანიშნავია, რომ საქართველოში საპროცენტო განაკვეთები რეგიონში ყველაზე დაბალია. ამავე დროს, გრძელვადიან პერიოდს თუ შევხედავთ, მათ შემცირების ტენდენცია აქვთ და ეს პროცესი გაგრძელდება“, - განაცხადა გვენეტაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ საპროცენტო განაკვეთის ფორმირებაზე მოქმედებს ასევე რეფინანსირების განაკვეთი, რომელსაც ეროვნული ბანკი ინფლაციის პროგნოზის გათვალისწინებით ადგენს.

ვინ და როგორ ადგენს ლარის კურსს?.. რა ხდება სავალუტო ბაზარზე?.. >>

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის შერბილება მიმდინარე წლის აპრილიდან დაიწყო, რასაც გამკაცრების ხანგრძლივი პერიოდი უძღოდა. გამკაცრება დაიწყო 2019 წლის სექტემბრიდან, ინფლაციური წნეხის შესამცირებლად, რომელიც გაცვლითი კურსის კლებით იყო გამოწვეული. რეფინანსირების განაკვეთი სექტემბერ-დეკემბერში 6,5%-დან 9%-მდე გაიზარდა. ამჟამად ის უკვე 8%-მდეა შემცირებული. რეფინანსირების განაკვეთის მორიგი გადახედვა 28 ოქტომბრისთვის არის დაგეგმილი.

71
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (781)
დოლარები

საქართველოს ეროვნული ბანკი დოლარების გაყიდვას განაგრძობს

35
(განახლებულია 22:39 22.10.2020)
სავალუტო ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით, ექვს თვეში ეროვნულმა ბანკმა 18 აუქციონი ჩაატარა, რომლებზეც გაყიდული თანხა ნახევარ მილიარდ დოლარს აღემატება

თბილისი, 22 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ხუთშაბათს მორიგი სავალუტო აუქციონი ჩაატარა, რომელზეც 30 მილიონი დოლარი გაყიდა, ლარის საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა დოლარის მიმართ 3,2173 GEL/$1 შეადგინა. 

სავალუტო ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით, ექვს თვეში ეროვნულმა ბანკმა 18 აუქციონი ჩაატარა, რომლებზეც 569,65 მილიონი დოლარი გაყიდა. ლარის ანტირეკორდი 2020 წლის 27 მარტს დაფიქსირდა, როდესაც ეროვნული ვალუტა დაეცა ნიშნულამდე 3.4842 GEL/$1.

პარასკევისთვის, 23 ოქტომბრისთვის, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აშშ დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა – 3,2181 GEL/$1.

მანამდე, ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ გამოიყენებდა მის განკარგულებაში არსებულ ყველა ინსტრუმენტს ფასების სტაბილურობის შესანარჩუნებლად, მათ შორის, სავალუტო ინტერვენციებსა და სააღრიცხვო განაკვეთებს.

სავალუტო აუქციონებთან ერთად ეროვნული ბანკი ზედმეტი რყევების შესამცირებლად ყოველდღიურად იყენებს ინტერვენციებს. კერძოდ, როდესაც გაცვლითი კურსის რყევა დღის განმავლობაში წინასწარ დადგენილ ნიშნულს ასცდება, ეროვნული ბანკი გარკვეულ თანხაზე უცხოური ვალუტით ვაჭრობაში მონაწილეობს.

გარდა ამისა, წელს ეროვნული ბანკი ინტერვენციისთვის იყენებს ვალუტას, რომელსაც ქვეყანა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან კრედიტებისა თუ გრანტების სახით კორონავირუსის პანდემიის შედეგების აღმოსაფხვრელად იღებს.

დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრება. 1 ოქტომბრიდან ქართული სავალუტო ბაზარი Bmatch Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობაზე გადავიდა.

35
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (781)
ვალუტის გადამცვლელი პუნქტი

ლარის კურსი 22 ოქტომბერს

77
(განახლებულია 08:24 22.10.2020)
წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0052 ლარით გაუფასურდა.

თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,2274 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0052 ლარით გაუფასურდა. 

ლარის კურსი 22 ოქტომბერს

 

77
თემები:
ლარის კურსი დღეს
ჰალერბოსის ტყე

23 ოქტომბერს დაბადებულები ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

0
(განახლებულია 09:50 22.10.2020)
გაეცანით 23 ოქტომბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

23 ოქტომბერი - 2 ნოემბრის პერიოდი

23 ოქტომბერი - 2 ნოემბრის პერიოდი მორიელის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას მარსი მართავს. ის ამ პერიოდში დაბადებულებს ანიჭებს პატივმოყვარეობას, აგრესიულობასა და ფეთქებად ხასიათს. მათ ცხოვრებაში ერთმანეთზეა გადაჯაჭვული გამარჯვებებისა და მარცხის მონაცვლეობა და მხოლოდ კონკრეტულ ადამიანზეა დამოკიდებული თავისი ჭეშმარიტი გზის არჩევა, თავისი დამოკიდებულება საკუთარი თავისა და გარშემომყოფების მიმართ.

Знаки Зодиака - Скорпион
© Sputnik / Maria Tsimintia
მორიელი – ზოდიაქოს ნიშანი

მნიშვნელოვანი წლებია: 15, 30, 45, 60.

ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა ფრეზია. ეს ადამიანები უდრეკი, უშიშარი არიან, რაც მათ წარმატებების მიღწევაში ეხმარება, მაგრამ სიჯიუტე უარყოფითი თვისებაა, რაც დაბრკოლებებს უქმნის ცხოვრებისეულ გზაზე. ამ პერიოდში დაბადებულებმა უნდა ისწავლონ ტაქტიანობა, მოქნილობა. ასევე ხშირად საკუთარ თავზე იღებენ მეტ პასუხისმგებლობას, ამიტომ ხშირად იღლებიან. პირველი დეკადის მორიელებმა უნდა ისწავლონ ბალანსის დაცვა მუშაობასა და დასვენებას შორის.

23 ოქტომბერს დაბადებულები

23 ოქტომბერს ძალზე მიმზიდველი ადამიანები იბადებიან. ისინი ადვილად იპყრობენ გარშემომყოფთა ყურადღებას. აქვთ უნიკალური უნარი, მალევე მოიპოვონ ავტორიტეტი. არიან ჭკვიანი, მიმზიდველი, ქარიზმატული, თავდაჯერებული და ძალიან ძლიერი პიროვნებები. გარშემომყოფები ხშირად ფიქრობენ, რომ არ დღეს დაბადებულებს შეცდომის დაშვება არ შეუძლიათ.

ამ ადამიანებს აქვთ გამჭრიახი გონება, იუმორის გრძნობა. არიან ენერგიული, საქმიანი, რაც ნებისმიერ საქმეში წარმატებების მიღწევაში ეხმარება. ისინი გულმოდგინედ სწავლობენ და სამუშაოს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან; ისახავენ მიზნებს და ამ მიზნებისკენ თავდაჯერებულად მიისწრაფვიან.

ზოდიაქოს სამი ნიშანი – სამი ნამდვილი „ოტელო“>>

23 ოქტომბერს დაბადებულებს სასწორის ნიშნის გავლენაც აქვთ. ეს, უპირველესად, წინააღმდეგობრივ ხასიათში ვლინდება. არიან არაორდინარული ადამიანები. ისინი არავის ტოვებენ გულგრილს - მათ აღმერთებენ, სძულთ, ეშინიათ, პატივს სცემენ. ამ დღეს დაბადებულებს უყვართ სამართლიანობა და სიმართლისთვის ბრძოლისთვის მუდამ მზად არიან.

23 ოქტომბერს დაბადებულები არიან ძლიერი, თავდაჯერებული პიროვნებები, პრაქტიკულად, არასდროს აგებენ. თუ შემთხვევით წააგეს, ამას განიხილავენ, როგორც მიზნისკენ მიმავალ გზაზე შეცვლილ საფეხურს.

წინააღმდეგობრივი ნატურები პროფესიულ საქმიანობაში საოცრად სტაბილური არიან. არ არიან მიდრეკილი განწყობების ხშირი ცვლისკენ, ერთგულად ემსახურებიან თავიანთ იდეალებს; საქმის წარმატებისთვის ყველაფერზე მზად არიან. მათი ნდობა თავისუფლად შეიძლება.

23 ოქტომბერს დაბადებულები სრულყოფისკენ ისწრაფვიან, რასაც აკეთებენ, ცდილობენ, იდეალური შედეგი აჩვენონ. მათი საქმისადმი პროფესიული დამოკიდებულება შეუმჩნეველი არ რჩება უფროსობის მხრიდან.

ჯანმრთელობა

23 ოქტომბერს დაბადებულებში მაღალია უბედური შემთხვევების რისკი, აქედან გამომდინარე - ტრავმების მიღების ალბათობა. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით საშიშროებას წარმოადგენს დათრგუნული აგრესია. მათ უნდა მოძებნონ ენერგიის უსაფრთხო გამოსავალი. ამაში მათ სპორტი დაეხმარება, მაგრამ არა - ექსტრემალური სახეობები.

რჩევა:

აგრესიის დათრგუნვა, ემოციების შეკავება ფსიქოლოგიურ პრობლემებს იწვევს. მოძებნეთ შესაძლებლობა, რომ უარყოფითი ენერგია გარეთ გამოდევნოთ ისე, რომ არც თქვენ ავნოთ საკუთარ თავს და არც სხვებს ავნოთ რაიმე.

0