საქართველოში ფულადი გზავნილები იზრდება: რომელი ქვეყნები ლიდერობენ

© photo: Sputnik / Anton Denisov / გადასვლა მედიაბანკშიაშშ დოლარი
აშშ დოლარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კობა გვენეტაძის განცხადებით, ფულადი გადარიცხვების ზრდის მაჩვენებელზე იმოქმედა იმ ფაქტმაც, რომ პანდემიის საწყის ეტაპზე დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ დაგროვილი გზავნილები მომდევნო თვეებში გამოიგზავნა.

თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს კომერციულ ბანკებში 2020 წლის სექტემბერში ელექტრონული სისტემებით ფულადი გზავნილების მოცულობა 28,7%-ით გაიზარდა და 192,7 მლნ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში. 

ფულის კუპიურები - Sputnik საქართველო
ფულადი გადარიცხვები: საიდან იგზავნება ყველაზე მეტი ფული საქართველოში

ყველაზე მეტი ვალუტა რუსეთიდან შემოვიდა. 2020 წლის სექტემბერში რუსეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობამ 35 მლნ დოლარზე მეტი შეადგინა – ელექტრონული სისტემების მეშვეობით საქართველოს კომერციულ ბანკებში ფულადი გზავნილების საერთო მოცულობის 18,2%.

თუმცა, ეს მაჩვენებელი 3,2%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ლიდერი ქვეყნების ექვსეულში შედიან იტალია, საბერძნეთი, აშშ, ისრაელი და უკრაინა. უკრაინამ მიმდინარე წლის აგვისტოში უკან ჩამოიტოვა თურქეთი, რომელიც მრავალი წლის მანძილზე საქართველოში ფულადი გზავნილების მხრივ ლიდერი ქვეყნების ექვსეულში იყო.

უკრაინიდან სექტემბერში 13,2 მლნ დოლარზე მეტი შემოვიდა – თითქმის 209%-ით მეტი, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში. უკრაინიდან გადმორიცხული თანხა ელექტრონული სისტემების მეშვეობით საქართველოს კომერციულ ბანკებში ფულადი გზავნილების საერთო მოცულობის დაახლოებით 7,6%-ია.

რამდენი ვალუტა გადმოირიცხა საქართველოში

ელექტრონული სისტემების მეშვეობით საქართველოს კომერციულ ბანკებში ფულადი გზავნილების მოცულობა 2020 წლის იანვარი–სექტემბრის პერიოდში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 6,2%-ით გაიზარდა და 1345 მლნ დოლარი შეადგინა. 

ფულადი კუპიურები - Sputnik საქართველო
კორონავირუსი vs ფულადი გზავნილები: საქართველოში ნაკლები ვალუტა შემოვიდა

ფულადი გადმორიცხვების მოცულობით ლიდერობს რუსეთი – იანვარი–სექტემბერში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ დაახლოებით 256,2 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 19,2%-ია. წლის დასაწყისიდან რუსეთიდან გადმოირიცხა 17,2%-ით ნაკლები თანხა, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.

ლიდერი ქვეყნების ექვსეულში არიან იტალია, საბერძნეთი, აშშ, ისრაელი და თურქეთი.

ზრდის ტენდენცია გრძელდება

ფულადი გზავნილების ზრდის ტენდენცია გრძელდება – ივნისში 17,8%-იანი მატების შემდეგ ივლისში წლიურმა ზრდამ 22,1% შეადგინა, აგვისტოში – 25,8%, ხოლო სექტემბერში – 28,7%. 

სავალუტო ჯიხური - Sputnik საქართველო
მიზეზ-მიზეზ... ანუ რა აკლია ლარს?

ფულადი გზავნილების გარკვეული ნაწილი, დაახლოებით 8%, ქვეყანაში პანდემიამდე შემოდიოდა არასაბანკო არხებით – ვიზიტორების მეშვეობით. საერთაშორისო მოგზაურობის შეზღუდვის გამო ფულადი გზავნილების ეს ნაწილი საბანკო სექტორში გადავიდა და, შედეგად, ფულადი გზავნილების აღნიშნულ ზრდაშიც შეიტანა წვლილი, განაცხადა ადრე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

ფულადი გზავნილები აპრილში 42,3%-ით შემცირდა, მაისში კი მხოლოდ 9,6%-ით.

გვენეტაძე ვარაუდობს, რომ ფულადი გადარიცხვების ზრდის მაჩვენებელზე იმოქმედა იმ ფაქტმაც, რომ პანდემიის საწყის ეტაპზე დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ დაგროვილი გზავნილები მომდევნო თვეებში გამოიგზავნა.

რამდენი ვალუტა გაიგზავნა საქართველოდან

სექტემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ დაახლოებით 25,1 მლნ დოლარზე მეტი გადაირიცხა, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 22,4%-ით მეტია.

2020 წლის დასაწყისიდან საქართველოდან საზღვარგარეთ დაახლოებით 176,5 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც 5,3%-ით მეტია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ყველა ახალი ამბავი
0