თხილი

საქართველოდან თხილის ექსპორტი იზრდება

66
(განახლებულია 21:45 12.10.2020)
საქართველოდან თხილი ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებში გადის. 2020 წელს მაღალი ხარისხის თხილის საპროგნოზო მოსავალი 50 ათასი ტონაა.

თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოდან ამ დროისათვის 6,2 ათას ტონაზე მეტი თხილია ექსპორტირებული, რომლის ღირებულებამ 33,7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში. 

უწყების ცნობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, წელს განხორციელებული ექსპორტი თითქმის 2,2 ათასი ტონით, 53%-ით მეტია, შესაბამისად გაიზარდა ექსპორტიდან შემოსავალიც – 13,1 მილიონი დოლარით.

ქართული თხილის ექსპორტი ძირითადად ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება, კერძოდ: გერმანიაში (1 989 ტონა), იტალიაში (1 098 ტონა), ჩეხეთში (382 ტონა), პოლონეთში (210 ტონა), ბულგარეთში (176 ტონა), საფრანგეთში (169 ტონა), ესპანეთში (165 ტონა), ლიეტუვაში (161 ტონა), საბერძნეთში (97 ტონა), ესტონეთში (44 ტონა), ლატვიაში (43 ტონა), ავსტრიაში (22 ტონა), სლოვაკეთსა (15 ტონა) და ხორვატიაში (10 ტონა).

ამასთან, ქართული თხილი შედარებით ნაკლები რაოდენობით ექსპორტზე გადის ასევე ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა რუსეთი, სომხეთი, ბულგარეთი, ბელარუსი, უკრაინა, ბრაზილია, მექსიკა, კანადა, დიდი ბრიტანეთი, აშშ.

2020 წელს მაღალი ხარისხის თხილის საპროგნოზო მოსავალი 50 ათასი ტონაა. წელს თხილის დაბინავების პროცესში ჩართულია 30-ზე მეტი საწარმო.

66
თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა (158)
ვალუტის გადამცვლელი პუნქტი

ლარის კურსი 20 ოქტომბერს

48
(განახლებულია 08:44 20.10.2020)
წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0069 ლარით გამყარდა.

თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,2117 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0069 ლარით გამყარდა. 

ლარის კურსი 20 ოქტომბერს
48
თემები:
ლარის კურსი დღეს
დოლარის და ლარის კუპიურები

ლარის გადასარჩენად: ეროვნულმა ბანკმა კვლავ გაყიდა ვალუტა

56
სავალუტო ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით, ექვს თვეში ეროვნულმა ბანკმა 16 აუქციონი ჩაატარა, რომლებზეც ნახევარი მილიარდი დოლარი გაყიდა

თბილისი, 19 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ორშაბათს მორიგი სავალუტო აუქციონი ჩაატარა, რომელზეც 30 მილიონი დოლარი გაყიდა, ლარის საშუალო შეწონილმა გაცვლითმა დოლართან მიმართ 3,21 GEL/$1 შეადგინა. 

სავალუტო ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით, ექვს თვეში ეროვნულმა ბანკმა 16 აუქციონი ჩაატარა, რომლებზეც 519,65 მილიონი დოლარი გაყიდა. ლარის ანტირეკორდი 2020 წლის 27 მარტს დაფიქსირდა, როდესაც ეროვნული ვალუტა დაეცა ნიშნულამდე 3.4842 GEL/$1.

სამშაბათისთვის, 20 ოქტომბრისთვის, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აშშ დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა – 3,2117 GEL/$1.

მანამდე, ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ გამოიყენებდა მის განკარგულებაში არსებულ ყველა ინსტრუმენტს ფასების სტაბილურობის შესანარჩუნებლად, მათ შორის, სავალუტო ინტერვენციებსა და სააღრიცხვო განაკვეთებს. 

სავალუტო აუქციონებთან ერთად ეროვნული ბანკი ზედმეტი რყევების შესამცირებლად ყოველდღიურად იყენებს ინტერვენციებს. კერძოდ, როდესაც გაცვლითი კურსის რყევა დღის განმავლობაში წინასწარ დადგენილ ნიშნულს ასცდება, ეროვნული ბანკი გარკვეულ თანხაზე უცხოური ვალუტით ვაჭრობაში მონაწილეობს.

ხგარდა ამისა, წელს ეროვნული ბანკი ინტერვენციისთვის იყენებს ვალუტას, რომელსაც ქვეყანა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან კრედიტებისა თუ გრანტების სახით კორონავირუსის პანდემიის შედეგების აღმოსაფხვრელად იღებს.

დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრება. 1 ოქტომბრიდან ქართული სავალუტო ბაზარი Bmatch Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობაზე გადავიდა.

 

56
თემები:
საქართველოს ეკონომიკა
დედოფალი ელიზაბეტი

ელიზაბეტ II-მ უკიდურესად იშვიათი პრეროგატივა გამოიყენა და მკვლელი შეიწყალა

13
(განახლებულია 12:35 20.10.2020)
დედოფლის შეწყალებას მხარს უჭერს გალანტის მიერ მოკლული მეხანძრის ოჯახიც - დაღუპულის ვაჟის თქმით, მომხდარი არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს ადამიანი 

თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელიზაბეტ II–მ უკიდურესად იშვიათი პრეროგატივა გამოიყენა და შეიწყალა მკვლელი, რომელმაც 2019 წლის ნოემბერში ლონდონის ხიდზე ტერორისტის შეჩერებაში მიიღო მონაწილეობა, იუწყება Daily Mail–ი.

​გავრცელებული ინფორმაციით, 42 წლის სტივენ გალანტი 2005 წელს დააპატიმრეს მეხანძრის მკვლელობისთვის და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2019 წლის 29 ნოემბერს, მიიღო რა ციხის ხელმძღვანელობისგან საპატიმროდან გასვლის უფლება პატიმრებისთვის სარეაბილიტაციო ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, ის შემთხვევის წყალობით მოხვდა ლონდონის ხიდზე, სადაც 28 წლის უსმან ჰანი გამვლელებს დაესხა თავს მოსაკლავად. 

ირკვევა, რომ გალანტს იმ დღეს თან ჰქონდა ნარვალის (ზღვის ძუძუმწოვარა) ეშვი, რომელიც მას ერთ–ერთმა ჩინოვნიკმა აჩუქა. სწორედ ამ ეშვის დახმარებით შეაჩერა მან სხვა გამვლელებთან ერთად დანებითა და თვითმკვლელის ჟილეტის მულაჟით აღჭურვილი ჰანი პოლიციის მოსვლამდე. საბოლოოდ ტერორისტი სწორედ სამართალდამცველებმა მოკლეს.

მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს ბრიტანეთის იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დედოფალმა ელიზაბეტ II–მ გამოიყენა იშვიათი სამეფო პრეროგატივა გალანტის შეწყალების თაობაზე, რომლის ქმედებებიც ქვეყნის ხელისუფლებამ „უკიდურეს სიმამაცედ“ შეაფასა.

გამოცემის ინფორმაციით, მართალია, სტივენ გალანტის გათავისუფლების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება სპეციალურმა კომისიამ უნდა მიიღოს, მაგრამ უარის თქმის შანსი თითქმის არ არსებობს.  

აღსანიშნავია ისიც, რომ დედოფლის შეწყალებას მხარს უჭერს გალანტის მიერ მოკლული მეხანძრის ოჯახიც. დაღუპულის ვაჟის თქმით, მომხდარი არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს ადამიანი. 

შეგახსენებთ: უსმან ჰანი გამვლელებს გასული წლის 29 ნოემბერს დაესხა თავს ლონდონის ხიდზე და ხუთი ადამიანი დაჭრა, რომელთაგან ორი გარდაიცვალა. ცნობილია, რომ ჰანი, რომელიც 2012 წელს დააპატიმრეს ტერორიზმთან დაკავშირებული დანაშაულის გამო, 2018 წელს გათავისუფლდა ციხიდან.

13
თემები:
მსოფლიო დღეს