ვალუტის გაცვლის პუნქტი

ლარის კურსი 9 ოქტომბერს

165
(განახლებულია 09:23 09.10.2020)
წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0063 ლარით გაუფასურდა.

თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,2233 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0063 ლარით გაუფასურდა.

ლარის კურსი 9 ოქტომბერს
ლარის კურსი 9 ოქტომბერს
165
თემები:
ლარის კურსი დღეს (520)
სავალუტო ჯიხური

რა ხდება სავალუტო ბაზარზე?.. ანუ არის რეკორდის რეკორდი!..

32
(განახლებულია 10:32 28.10.2020)
ეროვნული ბანკის მიერ ბოლო რვა თვეში სავალუტო აუქციონზე გაიყიდა ნახევარ მილიარდზე მეტი დოლარი... ლარი მაინც გარბის... რატომ? დაზარალებული საბანკო სექტორი... სესხების გაძვირების მიუხედავად გაზრდილი საკრედიტო პორტფელი...

სამსონ ხონელი

ღვინობისთვე იწურება და სულ უფრო ცოტა დრო რჩება... მალე წლის მთავარი პოლიტიკური მოვლენა ისტორიის საკუთრება გახდება - საქართველო მეათე მოწვევის პარლამენტს აირჩევს. 

მავანნი ცვლილებებს ითხოვენ, მავანნი ცვლილებებს უფრთხიან და მავანნიც ცვლილებების საჭიროებას უბრალოდ ვერ ხედავენ. მაინც რომელი ჭარბობს, შენ რას ფიქრობ? − შესაძლოა ჩამეძიოს მკითხველი, რომელიც დარწმუნებული ვარ, ელის, რომ წინამდებარე სტატიაში საარჩევნო თემატიკას გამოვეხმაურები. არ არის ასე, ახლა სხვაგან ქრის ჩემი გონება. კითხვას უპასუხოდ არ დავტოვებ - დრო გვიჩვენებს. მთავარია, ასარჩევთაგან უმრავლესობამ უკვე თავად იცის, ვინ მოხვდება პარლამენტში და ვინ დარჩება „სალაყბოს“ მიღმა... სხვა საკითხია, რომ ყველა, ვინც, პრაქტიკულად ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში, დეპუტატის მანდატის გარეშე დარჩება, იტყვის − არჩევნები გაყალბდა, მოგებული არჩევნები წამართვეს! 

მანამდე კი ქვეყანა მწვავე პოლიტიკური დაპირისპირების რეჟიმში ცხოვრობს, პოლიტიკური დუღილის ტემპერატურა პიკს აღწევს... არახალია, ყველაფერი მოსულა, ძნელია გაარკვიო, რა შეიძლება და რა არა?!

სიტყვა გამიგრძელდა, თემას ავცდი და შესაძლოა, მკითხველმა მიმითითოს, რომ შინაარსი სათაურს არ პასუხობს. მართალიც იქნება. ერთი სიტყვით, ვიდრე პოლიტიკური ელიტა მისი უდიდებულესობის ამომრჩევლის ვერდიქტის მოლოდინშია, სავალუტო ბაზარზე რეკორდი დამყარდა. ის ჩვენი ყურადღების მიღმა დარჩა. დროა, შეცდომა გამოვასწოროთ...

27 ოქტომბერს, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი დოლარი გაყიდა და წელს მის მიერ სავალუტო ბაზრისთვის მიწოდებული თანხის ჯამურმა მოცულობამ უკვე 609.65 მილიონი დოლარი შეადგინა... კი, მაგრამ რეკორდი სად არის? − ჩამეძიება მკითხველი და რა გაეწყობა, განვმარტავ... ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე გაყიდული თანხის მოცულობის ათწლიანი რეკორდი ჯერ კიდევ 22 ოქტომბერს მოხსნა, როცა სავალუტო ბაზარს მორიგი 40 მილიონი დოლარი მიაწოდა. უკვე მაშინ, სავალუტო აუქციონზე კობა გვენეტაძის უწყების მიერ გაყიდული თანხის ჯამურმა მოცულობამ 569.65 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2010 წლის ამავე მაჩვენებელს 278.55 მილიონი დოლარით აღემატება. ასე რომ, სულ ხუთ დღეში კობა გვენეტაძის უწყებამ რეკორდი ორჯერ გააუმჯობესა... 

საგულისხმოა, რომ ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის გამყარების მიზნით, მიმდინარე წლის 13 მარტიდან 27 ოქტომბრის ჩათვლით, ინტერვენცია ცხრამეტჯერ განახორციელა. ამისდა მიუხედავად, განვლილ პერიოდში ეროვნული ვალუტა თითქმის 22 პუნქტით გაუფასურდა. თუკი 14 მარტისთვის დადგენილი კურსით ერთი დოლარი 2.99 ლარი ღირდა, 27 ოქტომბერს ერთი დოლარის ღირებულებამ 3.22 ლარი შეადგინა... დასკვნა მარტივია და თანაც ძალიან მძიმე. ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო ბაზრისთვის რეკორდული მოცულობის დოლარის მიწოდების მიუხედავად, წელს ლარის გაუფასურების ტემპიც რეკორდულად მაღალია... არც ის არის რთული წარმოსადგენი, სავალუტო ბაზარზე ეროვნული ბანკის ინტერვენციები რომ არა, რა ნიშნულს დაიპყრობდა ლარი. ეროვნული ბანკის ძალისხმევის მიუხედავად, რატომ ვერ ხერხდება ლარის წონასწორობის დაჭერა? ამ საკითხზე ბოლო პერიოდში უკვე ბევრი ვისაუბრე და ახლა თავს აღარ შეგაწყენთ. მხოლოდ შეგახსენებთ, როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ნეგატიური მოლოდინებია.

რაც შეეხება 2010 წლის ანუ ძველი რეკორდის მაჩვენებელს... ათი წლის წინათ, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე დოლარის მიწოდების მიზნით, ინტერვენცია ოცდაცამეტჯერ განახორციელა და ჯამში 331.2 მილიონი დოლარი გაიყიდა. მიმდინარე წელთან შედარებით, 2010 წელს ეროვნულ ბანკს სავალუტო ბაზარზე მცირე რაოდენობის დოლარის  გამოჰქონდა. მინიმალური თანხის მოცულობა 2 მილიონი, ხოლო მაქსიმალური კი 20 მილიონი დოლარი იყო. კობა გვენეტაძის უწყების მიერ 2020 წლის ბოლო რვა თვის განმავლობაში სავალუტო ბაზრისთვის მიწოდებული დოლარის მინიმალური მოცულობა 20 მილიონი, მაქსიმალური 40 მილიონი დოლარია...

მიმდინარე წლის ბოლომდე ორი თვე რჩება და დარწმუნებული ვარ, რომ ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარს კიდევ ათეულობით დოლარს მიაწვდის, თუმცა ანალიტიკურ წრეებში არ გამორიცხავენ, საპარლამენტო არჩევნების შემდგომ კობა გვენეტაძის უწყება აღარ შეეხიდოს

ეროვნულ ვალუტას და მას თუნდაც კიდევ უფრო მაღალი, მწვერვალების დასაპყრობად ფართო გასაქანი მისცეს. დაველოდოთ, დრო გვიჩვენებს. მანამდე კი კობა გვენეტაძის უწყება საბანკო სექტორის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს და ვფიქრობ, რომ ურიგო არ იქნება, ვნახოთ, როგორია კომერციული ბანკების ძირითადი პარამეტრები...

ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიმდინარე ოტომბრის დასაწყისის მდგომარეობით, ქვეყნის საბანკო სექტორი თხუთმეტი კომერციული ბანკით არის წარმოდგენილი. სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 3.37 მილიარდი ლარით, ანუ 6.61 პროცენტით, ხოლო გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 3.26 პროცენტით გაიზარდა და 2020 წლის ოქტომბერში 54.34 მილიარდი ლარი შეადგინა. საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 5.46 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 10.04 პროცენტია.

მიმდინარე წლის პირველ ცხრა თვეში კომერციულმა ბანკებმა ჯამურად 252 მილიონი ლარი იზარალეს. დაზარალებულ ბანკებს შორის „საქართველოს ბანკი“ ლიდერობს. მისი ზარალი პირველი ცხრა თვის მონაცემებით, 77.9 მილიონ ლარს შეადგენს, რაც საბანკო სექტორის ზარალის 30.8 პროცენტია.  უნდა აღინიშნოს, რომ მეორე კვარტალთან შედარებით, როდესაც 15 კომერციული ბანკიდან 14 ბანკი ზარალზე იყო, მესამე კვარტალი ოთხმა ბანკმა მოგებით დაასრულა... მომგებიანი კომერციული ბანკების რეიტინგს სათავეში უდგას „კრედო ბანკი“, რომლის მოგება 5.1 მილიონი ლარია. მომდევნო პოზიციები ასე განაწილდა: „ზირაათ ბანკი საქართველო“ − 0.5 მილიონი ლარი; „იშ ბანკი საქართველო − 0.3 მილიონი ლარი და ბოლოს „სილქ როუდ ბანკი“ − 0.2 მილიონი ლარი...

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ ოქტომბრისათვის 32.84 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 1.91 მილიარდი ლარით, ანუ 6.19 პროცენტით, ხოლო გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.96 პროცენტით მეტია სექტემბრის დასაწყისის ამავე მაჩვენებელზე.

ოქტომბერს კომერციული ბანკები გაზრდილი ვადიანი დეპოზიტებით შეხვდნენ. კერძოდ, ზრდამ 821.96 მილიონი ლარი, ანუ 5.66 პროცენტი, ხოლო გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.42 პროცენტი შეადგინა. მოთხოვნამდე დეპოზიტები სექტემბერში 1.09 მილიარდი ლარით, ანუ 6.66 პროცენტით, ხოლო გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.45 პროცენტით გაიზარდა.

საანგარიშო პერიოდში დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტი 38.41 პროცენტია. რაკიღა

დეპოზიტებზე ვისაუბრეთ, ორიოდე სიტყვა საპროცენტო განაკვეთებზეც ვთქვათ...

მიმდინარე წლის სექტემბერში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის ყველა სახის კრედიტი გაძვირდა. კერძოდ, შინამეურნეობებისთვის გაიზარდა იპოთეკური, ავტოსესხისა და უზრუნველყოფილი სამომხმარებლო კრედიტების საპროცენტო განაკვეთი.. ამავე პერიოდში ზრდა არ შეხებია სალომბარდე სესხს, თუმცა მასზე დაწესებული პროცენტი მაინც მაღალია. კობა გვენეტაძის უწყების ინფორმაციით, მიმდინარე წლის სექტემბერში იპოთეკური სესხებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთმა 10.96 პროცენტი შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში საპროცენტო განაკვეთი 9.27 პროცენტი იყო. ბოლო ერთი წლის განმავლობაში საპროცენტო განაკვეთი. 20.01 პროცენტიდან 24.28 პროცენტამდე გაიზარდა ავტოსესხებზე. სხვაობამ მთელი 3.27 პროცენტი შეადგინა. მოქალაქეებს ასევე გაუძვირდათ სამომხმარებლო სესხისც. კერძოდ, თუ 2019 წლის სექტემბერში სამომხმარებლო კრედიტის პროცენტი 19.13 პროცენტი იყო, მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში 20.97 პროცენტია. ამავე პერიოდში 11,71 პროცენტიდან 13,97 პროცენტამდე გაძვირდა უზრუნველყოფილი სამომსმარებლო სესხიც... საანგარიშო პერიოდში საპროცენტო განაკვეთები არ გაზრდილა მხოლოდ არაუზრუნველყოფილ სამომხმარებლო სესხსა და სალომბარდე სესხზე. კერძოდ, გასული წლის სექტემბერში არაუზრუნველოყოფილ სამომხმარებლო სესხის საპროცენტო განაკვეთი 21.38 პროცენტს შეადგენდა, 2020 წლის სექტემბრის ბოლოს 23.06 პროცენტი იყო. რაც შეეხება, სალომბარდე სესხის პროცენტს, თუკი შარშან სექტემბერში ის 20.99 პროცენტი იყო, 2020 წლის სექტმებერში 20.09 პროცენტს შეადგენდა...

საგულისხმოა, რომ ზოგადად, კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთების ზრდის მიუხედავად, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა მიმდინარე წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით,  1.89 მილიარდი ლარით, ანუ 5.49 პროცენტით, ხოლო გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.73 პროცენტით გაიზარდა. კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელმა 2020 წლის ოქტომბრის დასაწყისში 36.38 მილიარდი ლარი შეადგინა. რა გახდა საკრედიტო პორტფელის ზრდის მიზეზი, როცა ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია და ბოლო შშვიდი-რვა თვის განმავლობაში ათასობით ადამიანმა შემოსავლები დაკარგა და ამდენივეს შემოსავლები საგრძნობლად შეუმცირდა? ექსპერტების შეფასებებით, სესხების მოცულობის ზრდას ხელი შეუწყო სამთავრობო პროგრამამ, რომელიც იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთის 4 პროცენტის  სუბსიდირებას გულისხმობს...

დღეისათვის სულ ეს არის, რამდენიმე დღით გემშვიდობებით... თქვენს ყურადღებას უკვე საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მივიპყრობ... რა თქმა უნდა, არჩევნებს თუ გადავურჩი...

 

 

32
ლარის კურსი

ლარის კურსი 28 ოქტომბერს

52
(განახლებულია 08:02 28.10.2020)
წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0043 ლარით გამყარდა.

თბილისი, 28 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,2242 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0043 ლარით გამყარდა. 

ლარის კურსი 28 ოქტომბერს
52
თემები:
ლარის კურსი დღეს (520)
Ртутный градусник и таблетки.

გამყრელიძე: ბინაზე დატოვებულ უსიმპტომო და მსუბუქ პაციენტებს მკურნალობა  არ სჭირდებათ

0
(განახლებულია 14:07 28.10.2020)
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა უმრავლესობა – 12 384  პაციენტი ბინაზე, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობს.

თბილისი, 28 ოქტომბერი - Sputnik. ბინაზე დატოვებულ უსიმპტომო და მსუბუქ პაციენტებს მკურნალობა არ სჭირდებათ, ისინი აქტიურ კონტაქტზე უნდა იყვნენ ოჯახის ექიმთან, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

112-ში ზარიდან კოვიდ კლინიკამდე - რა გზას გადის პაციენტი>>

აღსანიშნავია, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა უმრავლესობა ბინაზე, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობს. ბოლო მონაცემებით, 18 750 აქტიური შემთხვევიდან საავადმყოფოებში მკურნალობს 4 022 პაციენტი, კოვიდ-სასტუმროში იმყოფება 2 344 პირი, 12 384 კი მკურნალობის კურსს გადის ბინაზე.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ბინაზე მყოფი კოვიდინფიცირებულები ექიმთან კონსულტაციასა და მონიტორინგს საჭიროებენ.

„თუ სიცხემ აუწია ბინაზე მყოფს, ჯობია, რომ დაურეკოს თავისი ოჯახის ექიმს, ამიტომ ჩვენი სლოგანი, რომ თითოეულმა ჩვენგანმა ვიცოდეთ ჩვენი ოჯახის ექიმის სახელი, გვარი და ტელეფონი,  არის აუცილებლობა. დავურეკოთ მას პროაქტიურად, შევეკითხოთ ხოლმე ხშირად და ის მოგვცემს დარიგებას“, - განაცხადა გამყრელიძემ.

როგორც რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, უახლოეს მომავალში ყველა მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, სპეციალურ ვებ-გვერდზე პირადი ნომრით გაიგოს, ვინ არის მისი ოჯახის ექიმი. მისი თქმით, უწყება შესაბამის სისტემაზე მუშაობას უმოკლეს ვადაში დაასრულებს.

ჩხენკელი: გადამზადებული უფროსკურსელები ექიმებს უკვე ორშაბათიდან დაეხმარებიან>>

საქართველოში ბოლო დროს კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი ზრდა ფიქსირდება. ყოველდღიურად თითქმის 2 ათასამდე ახალი შემთხვევა დასტურდება.  ამ დროისათვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 33 858-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 14 829 პაციენტი, გარდაიცვალა 253 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში