ქართულმა კორპორაციამ ევროობლიგაციები შესაძლოა ვადამდე დაფაროს

© Sputnik / Levan Avlabreliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნავთობისა და გაზის კორპორაციამ სესხის უზრუნველსაყოფად „გარდაბნის თბოსადგური“ და „გარდაბნის თბოსადგური 2“ ჩადო.

თბილისი, 7 ოქტომბერი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ (GOGC) 250 მილიონი დოლარის მოცულობის ევროობლიგაციების ვადამდე დაფარვის შესაძლებლობას განიხილავს.

ამისთვის იგეგმება კრედიტის გამოყენება, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) 217 მლნ დოლარის ოდენობით გამოყო, იუწყება „პირველი არხი“ კორპორაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

გაზის საკომპრესორო სადგური - Sputnik საქართველო
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია EBRD-სგან 217 მილიონ ევროს მიიღებს

„ობლიგაციების სრულად დაფარვის ვადა 2021 წლის აპრილში იწურება, თუმცა კორპორაცია უფლებამოსილია ობლიგაციები ადრეულად გამოისყიდოს“, – ნათქვამია განცხადებაში.

კორპორაციამ სესხის უზრუნველსაყოფად შპს „გარდაბნის თბოსადგურისა“ და შპს „გარდაბნის თბოსადგური-2“-ის აქტივები ჩადო.

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ 250 მლნ დოლარის ევროობლიგაციები პირველად 2012 წელს გამოუშვა და ლონდონის საფონდო ბირჟაზე განათავსა. საინვესტიციო ბანკებთან შეთანხმებით კორპორაციამ 2016 წელს ევროობლიგაციების გამოსყიდვაზე უარი თქვა, განათავსა ახალი ევროობლიგაციები და რეფინანსირების ალტერნატიულ მეთოდებს მიმართა.

საქართველოში პანდემიისგან დაზარალებულ კომპანიებს EBRD დაეხმარება>>

ნავთობისა და გაზის კორპორაცია სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა და წარმოადგენს მთავარ ინსტრუმენტს ბუნებრივი გაზის მიწოდების საიმედოობის უზრუნველყოფის საქმეში. ამასთან, კორპორაცია არის საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი ნავთობის და გაზის უმნიშვნელოვანეს სატრანზიტო პროექტებში და აქვს ეროვნული ნავთობის კომპანიის სტატუსი. კორპორაცია პროდუქციის განაწილების ხელშეკრულებებში წარმოადგენს სახელმწიფო ინტერესს.

ყველა ახალი ამბავი
0