საქართველოდან ვაშლის ექსპორტი იზრდება

© photo: Sputnikვაშლი
ვაშლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
წელს საქართველოდან ვაშლის ექსპორტის დიდი ნაწილი რუსეთის ფედერაციაზე მოდის. ქართული ვაშლი ასევე გადის ყაზახეთში, სომხეთსა და სხვა ქვეყნებში.

თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. 4 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოდან 1 753 ტონა ვაშლია ექსპორტირებული, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს თითქმის ხუთჯერ აღემატება, ნათქვამია საქართველოს გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.

სახელმწიფო პროგრამა „დანერგე მომავალის“ ფარგლებში გაშენებულ ბაღებში მოსავლის აღება მიმდინარეობს.

ქართული ვაშლის ექსპორტის მაჩვენებელი ქვეყნების მიხედვით ასეთია: რუსეთი (1 672,8 ტონა), ყაზახეთი (75,1 ტონა), სომხეთი (4,8 ტონა), დანარჩენი ქვეყნები (0,2 ტონა).

ინტენსიური და ნახევრად ინტენსიური ვაშლის ბაღები საქართველოს მასშტაბით სახელმწიფო პროგრამა „დანერგე მომავალის“ ფარგლებში 1 128 ჰექტარზე გაშენდა. სახელმწიფოს თანადაფინანსებამ კი 9 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.

პროგრამას „დანერგე მომავალი“ სოფლის განვითარების სააგენტო 2015 წლიდან ახორციელებს. სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამები გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მათი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

ყველა ახალი ამბავი
0