ვალუტის გადამცვლელი პუნქტი

ლარის კურსი 21 სექტემბერს

4687
(განახლებულია 09:27 21.09.2020)
წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0254 ლარით გაუფასურდა.

თბილისი, 21 სექტემბერი  — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,2140 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0254 ლარით გაუფასურდა. 

ლარის კურსი 21 სექტემბერს
ლარის კურსი 21 სექტემბერს



4687
თემები:
ლარის კურსი დღეს (514)
მშენებლობა რიკოთის უღელტეხილზე

საქართველო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 20 მლრდ ლარამდე დახარჯავს

15
(განახლებულია 09:43 21.10.2020)
საქართველოში 2024 წლისთვის აშენდება საერთაშორისო მნიშვნელობის გზების 95% და სრულად გარემონტდება შიდა მნიშვნელობის გზების 85%, აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა

თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს რეგიონებში 2021–2024 წლებში მუნიციპალური და სხვა საბაზისო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 20 მილიარდ ლარამდე გამოიყოფა, განაცხადა ვიცე–პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა. 

„კვლავაც განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ მაღალმთიანეთის სოფლებს, გაგრძელდება ქალაქების მუნიციპალური ტრანსპორტით უზრუნველყოფა. 2024 წლამდე განხორციელდება დამატებით 400 დასახლების გაზიფიცირება, შედეგად 1,4 მილიონამდე ოჯახი ისარგებლებს ბუნებრივი აირით.  ქვეყნის გაზიფიკაციის დონე კი 90%-ს გადააჭარბებს, დამატებით 1000 დასახლებულ პუნქტებში მცხოვრებ 500 ათას ადამიანს ექნება წვდომა სწრაფ ინტერნეტზე“,-  განაცხადა ცქიტიშვილმა  რუსთავში „ქართული ოცნების“ მდგრადი განვითარების პროგრამის პრეზენტაციაზე.

ცქიტიშვილის თქმით, რეგიონებში ახალი შესაძლებლობების შექმნის მიზნით გაგრძელდება დასახლებული პუნქტების კომპლექსური განახლების პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს ახალი მიზიდულობის ცენტრების შექმნას და განვითარებას.

2021-2024 წლებში დასრულდება აბასთუმნის განვითარების პროექტი, წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტი, ბაკურიანის ურბანული განახლება. მესტიაში ლაღამის დაბის რეკონტრუქცია და უშგულის თემში კოშკების აღდგენა, თელავის და ველისციხის ცენტრის ურბანული განახლება, კობისა და თრუსოს ხეობის განვითარება და დუშეთის ურბანული განახლების პროექტები.

გზების მშენებლობა

საქართველოში 2024 წლისთვის აშენდება საერთაშორისო მნიშვნელობის გზების 95% და სრულად გარემონტდება შიდა მნიშვნელობის გზების 85%, აღნიშნა ცქიტიშვილმა. 

 „ქვეყანაში ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობის ტემპები სამჯერ გაიზარდა – 2013-2020 წლებში აშენდა 198 კმ ჩქაროსნული მაგისტრალი და ეს არის გზები, რომლითაც ვუკავშირდებით ჩვენი რეგიონის, ევროპულ და აზიის ბაზრებს, რაც გვაძლევს საშუალებას შევასრულოთ მნიშვნელოვანი ლოჯისტიკური როლი“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, მარტო 2020 წელს ექსპლუატაციაში შევიდა 70 კილომეტრი ჩქაროსნული მაგისტრალი.

 „უკვე რეალიზებული პროექტების დასრულების შედეგად, 2021-2024 წლებში საერთაშორისო მნიშვნელობის ავტომაგისტრალის მოცულობა გაიზრდება  200 კილომეტრით, აშენდება 200-ზე მეტი ხიდი და 70 გვირაბი, ეტაპობრივად დასრულდება რიკოთის ჩქაროსნული და აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის სხვა მონაკვეთების მშენებლობა, რაც საშუალებას მოგვცემს თბილისიდან ბათუმში მგზავრობის დრო შევამციროთ 3,5 საათამდე“, – განაცხადა ვიცე–პრემიერმა. 

აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი). საქართველოში Е-60 ფოთთან ახლოს იწყება და აზერბაიჯანთან საზღვარზე მთავრდება. საქართველოში დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ავტომაგისტრალების მშენებლობის მნიშვნელობა აღნიშნა. 

„წელს დასრულდება გურჯაანის შემოვლითი გზა, მომავალ წელს კი დავიწყებთ თბილისი-საგარეჯოს ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობას და შემდეგ – ბაკურციხე-წნორის მიმართულებით. 2024 წლისთვის ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობის თვალსაზრისით ყველა სასაზღვრო პუნქტთან გვექნება ხელშესახები პროგრესი, მათ შორისაა ქვეშეთი-კობის 23კილომეტრიანი  მონაკვეთი, საიდანაც 9 კილომეტრი უნიკალური გვირაბია“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

მისი განმარტებით, მარტო ინფრასტრუქტურულ პროექტებში დღეისთვის ჩართულია 1200 ქართული კომპანია და 30 ათასზე მეტი ადამიანი.

როგორც ვიცე–პრემიერმა აღნიშნა, ეტაპობრივად განახლდება ქუთაისის, ზესტაფონის, ზუგდიდის, ფოთის შიდა საგზაო ინფრასტრუქტურა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ასევე მუნიციპალური მნიშვნელობის და სოფლის გზებს, რის შედეგადაც 2024 წლისთვის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების 85% იქნება სრულად მოწესრიგდება.

15
თემები:
საქართველოს ეკონომიკა
საბაგირო ბაკურიანში

ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო რეკორდულ დროში აშენდა

24
(განახლებულია 08:43 21.10.2020)
მიუხედავად პანდემიისა,  საქართველო ფრისტაილსა და სნოუბორდში მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც 2023 წელს ბაკურიანში ჩატარდება.

თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. სამთო–სათხილამურო კურორტ ბაკურიანშ სამი ახალი საბაგირო გზის შენებლობა დასრულდა, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში. 

საბაგიროები საქართველოს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ დაკვეთით ავსტრიულ-შვეიცარულმა კომპანია The Doppelmayr/​Garaventa Group–მა ააშენა. საბაგიროების მუშაობას ადგილზე გაეცნო ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.

 „უმოკლეს ვადებში დავასრულეთ ახალი საბაგიროების მშენებლობა დიდველზე. საბაგიროები ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია იმ ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების და ახალი სიცოცხლის, რასაც ვაძლევთ ბაკურიანს. როგორც იცით, 2023 წელს ბაკურიანი ფრისტაილში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. ეს არის დიდი პასუხისმგებლობა, რომელსაც ჩვენ ახალი პროექტებით ვპასუხობთ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ. 

Новая канатная дорога в Бакуриани
Новая канатная дорога в Бакуриани

მისი განცხადებით, 2021 წელს ბაკურიანში უკვე გაიმართება პირველ შეჯიბრი ახალი საბაგიროებისა და ახალი ტრასების გამოყენებით. ეს იქნება პირველი სატესტო ღონისძიება კროს–დისციპლინაში – სკი–კროსის მსოფლიო თასის ეტაპი.

საბაგიროები ექვსადგილიანია. სამივე საბაგიროს გამტარუნარიანობა საათში 5,4 ათასი მგზავრი იქნება, რომლის გაზრდაც 7,2 ათას მგზავრამდე არის შესაძლებელი. ინოვაციური, უახლესი მოდელით შექმნილი საბაგიროები რეგიონში იმითაც გამოირჩევა, რომ მიწისქვეშა ფარეხი გააჩნია.

თურნავამ სამთო კურორტის ინფრასტრუქტურულ განვითარებაზე ისაუბრა. ბაკურიანში  აშენდა შემოვლითი გზა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ახალ  გზას კოხტა–მიტარბის ტრასამდე. იგეგმება რეკრეაციული ზონების განახლება. თურნავას თქმით, ყოველივე ეს ბაკურიანში მეტი ტურისტის მიღების შესაძლებლობას მოგვცემს,  რა თქმა უნდა, უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით. გარდა ამისა,  მოხდება საქართველოს აღნიშვნა  მსოფლიო დონის სპორტული შეჯიბრებების რუკაზე.

24
თემები:
საქართველოს ეკონომიკა
ადამიანები პირბადით

მეზვრიშვილი: თუ აპოკალიფსი იქნება, გამოვალთ და ამ ტრიბუნიდან ვიტყვით

0
(განახლებულია 12:08 21.10.2020)
სექტემბრიდან მოყოლებული საქართველოში ეპიდემიური ვითარება  მკვეთრად გაუარესდა. ინფიცირებულთა რაოდენობამ უკვე 21 ათასს გადააჭარბა

თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik. ვრცელდება არასწორი ინფორმაციები, თითქოს ადამიანებს ყურადღება არ ექცევათ, საწოლები საკმარისი არ არის, ეს ყველაფერი სიცრუეა, განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

სექტემბრიდან მოყოლებული ეპიდემიური ვითარება საქართველოში მკვეთრად გაუარესდა. ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად, უკვე რამდენიმე დღეა, ათასს აჭარბებს. ასევე იზრდება გარდაცვლილთა რიცხვი.

მეზვრიშვილის განცხადებით, საზოგადოებაში არასწორი ინფორმაციები ვრცელდება, რაც სავარაუდოდ, პანიკის დათესვის მიზანს ემსახურება.

„სამწუხაროდ, ბოლო პერიოდის განმავლობაში ვრცელდება გარკვეული ცრუ ინფორმაციები, თითქოს არ არის საწოლების საკმარისი რაოდენობა, თითქოს ადამიანები მიყრილები არიან სახლებში, სასტუმროებში და მათ არავინ მკურნალობს, თითქოს ზარებზე პასუხი არ ხდება მასობრივად. მინდა დავამშვიდო საზოგადოება, შფოთვის საფუძველი ნამდვილად არ არის, ეს ყველაფერი რეალობას არ შეესაბამება და ალბათ, ემსახურება პანიკის დათესვას“, - აღნიშნა მეზვრიშვილმა.

COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში>>

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ექიმები მუდმივად არიან კონტაქტზე თვითიზოლაციაში მყოფ პირებთან, თუმცა, შესაძლოა, იყოს ერთეული შემთხვევები, სადაც კონსულტაცია რამდენიმე საათით გვიანდება,  მაგრამ ეს არის ერთეული შემთხვევები და მას არ აქვს სისტემური ხასიათი.

„თუ აპოკალიფსი იქნება, გამოვალთ და ამ ტრიბუნიდან ჩვენ ვიტყვით, ამის არანაირი პრობლემა საბჭოს არც ერთ წევრს არასდროს ჰქონია. სიმართლე არის ის, რასაც საბჭოს წევრები ამბობენ, ამიტომ ვთხოვ ყველას, რომ ინფორმაციის წყაროდ გამოიყენოთ ის, რაც აქ ითქმება“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კოროვავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 21 208-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 9003 ადამიანი, გარდაიცვალა – 172.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში