ბათუმის პორტი

სსფ-ის პროგნოზი: საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს 5%-ით გაიზრდება

62
(განახლებულია 14:52 17.09.2020)
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოს მთავრობის ქვეყნის ეკონომიკის კრიზისიდან გამოსვლისკენ მიმართულ ქმედებებს მთლიანობაში დადებითი შეფასება მისცა.

თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. საერთაშორისო სავალუტო ფონდი (სსფ) დაეთანხმა საქართველოს მთავრობის პროგნოზს და 2020 წელს ეკონომიკის ვარდნის მაჩვენებელი –4%-დან –5%-მდე გააუარესა, მაგრამ მომავალი წლის პროგნოზი დადებითად შეაფასა, განაცხადა ქვეყნის ფინანსთან მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

საქართველოს ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა პანდემიისა და გლობალური კრიზისის ფონზე. საქართველოს მთავრობის ოფიციალური პროგნოზით, რაც სახელმწიფო ბიუჯეტში აისახა, 2020 წელს ეკონომიკური ვარდნა 5%-ს შეადგენს.

ქართული ეკონომიკა კვლავ მინუსებშია – სტატისტიკის ახალი მონაცემები>>

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან გვქონდა შუალედური შეხვედრა. ჩვენ შევჯერდით მიმდინარე წლის ეკონომიკის საბოლოო მაჩვენებელზე. მათი მოლოდინია, რომ წელს ეკონომიკა შემცირდება -5%-ით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მომავალ წელს, და ამაში სავალუტო ფონდიც გვეთანხმება, ზრდა იქნება 5%-იანი“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

მისი თქმით, ეკონომიკის აღდგენის ტენდენციები ყველა სექტორში ჩანს, გარდა ტურიზმისა.

„აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ 2021 წლისთვის უნდა გავაგრძელოთ ფისკალური სტიმულირების პროცესი, რათა ეკონომიკის აღდგენის პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდეს. ეს, რასაკვირველია, გულისხმობს იმას, რომ შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში კიდევ მაღალი დეფიციტის პირობებში ვიცხოვრებთ“, – აღნიშნა მინისტრმა.

როგორც მაჭავარიანმა განაცხადა, ქვეყანა 2023 წლისთვის უნდა დაუბრუნდეს ძველ მაჩვენებელს, რომელიც 3%-ზე ნაკლებია, რაც ქართული ეკონომიკისთვის ყველაზე უსაფრთხო მაჩვენებელია.

სსფ-ის მისიამ მერსედეს ვერა მარტინის ხელმძღვანელობით 8–14 სექტემბერს შეხვედრები ონლაინ–ფორმატში ჩაატარა. ამ შეხვედრების მიზანი იყო საქართველოს ეკონომიკისა და ფინანსური სექტორის მიმოხილვა და სტრუქტურული რეფორმების კუთხით მიღწეული პროგრესის შეფასება.

როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა, სსფ-ის მისიასთან შეხვედრაზე ასევე განიხილეს საკრედიტო პორფელის ზრდის ტემპებთან, დროებითი მეთვალყურეობის ჩარჩოებთან, საერთაშორისო რეზერვებთან და მათ გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები.

„სსფ-ის მისიამ დადებითად შეაფასა ხელისუფლების მიერ პანდემიის პერიოდში გადადგმული ნაბიჯები და ასევე აღნიშნა, რომ სწორედ პანდემიამდე გატარებულმა გონივრულმა მაკროეკონომიკურმა პოლიტიკამ, რომელიც მოიცავს საერთაშორისო რეზერვების და ფისკალური ბუფერების დაგროვებას, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა იმაში, რომ ქვეყანა კარგად ახერხებს ამ კრიზისთან გამკლავებას“, – განაცხადა გვენეტაძემ.

პროგნოზები

საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოსთვის წელს უარყოფითი ეკონომიკური ზრდის პროგნოზს აკეთებენ, თუმცა, ამავდროულად, გვპირდებიან, რომ 2021 წელს ქვეყანა ჩვეულ ცხოვრებისეულ რიტმს დაუბრუნდება.

აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკის ვარდნის პროგნოზს გადახედა>>

უფრო ადრე სსფ ვარაუდობდა, რომ საქართველოს ეკონომიკის ვარდნა 2020 წელს –4%-ს შეადგენდა, ხოლო ინფლაცია – 4,6%-ს. სსფ-ის წინა შეფასებით, უკვე 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 3%-ით გაიზრდებოდა, ხოლო ინფლაცია 3,7%-მდე შემცირდებოდა.

ანტირეკორდები და მიზეზები

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა „საქსტატმა“ განაცხადა, რომ ეკონომიკის ვარდნამ ივლისში 5,5% შეადგინა, ხოლო ანტირეკორდი იყო აპრილში – -16,6%. ბიზნეს–აქტიურობა განსაკუთრებით შემცირდა მშენებლობაში, ვაჭრობაში, ტრანსპორტში, სასტუმრო და რესტორნების სექტორებში. რაც შეეხება ექსპორტ–იმპორტს, აქ ვითარება უფრო უარესია: იმპორტი 17,9%-ით, ხოლო ექსპორტი 16,8%-ით შემცირდა.

საქმიანი აქტიურობის მკვეთრი შემცირების ძირითადი მიზეზი უცხოელი ტურისტების არარსებობაა. ბოლო დროს ტურისტულ ბიზნესს საქართველოში მშპ-ის დაახლოებით 11% ეკავა და ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდებოდა.

წელს მთავრობა ვარაუდობდა, რომ ქვეყანას დაახლოებით 10 მილიონი ტურისტი ესტუმრებოდა, რაც 2,5-ჯერ მეტია ქვეყნის მოსახლეობაზე. ციფრები, როგორც ჩანს, ბევრად ნაკლები იქნება. მაჩვენებელი ნულზე არაა იმ ტურისტების წყალობით, რომლებიც ქვეყანაში პანდემიამდე ჩამოვიდნენ. როდის ამუშავდება ტურიზმი სრული დატვირთვით, ამის თქმა ახლა არავის შეუძლია.

თურნავა: საქართველოს მოქალაქეებმა შიდა ტურიზმს კარგი დახმარება გაუწიეს>>

საქართველოში 15 ივნისიდან შიდა ტურიზმი გაიხსნა, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, ზღვაში წვეთია – შემოსავლები შიდა ტურიზმიდან, საერთაშორისო ტურიზმთან შედარებით, დაახლოებით 1%-ს შეადგენს.

62
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (752)
ვალუტის გაცვლის პუნქტი

ლარის კურსი 1 ოქტომბერს

10
(განახლებულია 17:39 30.09.2020)
წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0819 ლარით გამყარდა.

თბილისი, 1 ოქტომბერი  — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,2059 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0819 ლარით გამყარდა.

ლარის კურსი 1 ოქტომბერს
ლარის კურსი 1 ოქტომბერს
10
თემები:
ლარის კურსი დღეს

რთველს კორონავირუსის არ ეშინია: კახეთში ყურძნის დიდი მოსავალი მიიღეს ფოტო

126
(განახლებულია 19:47 30.09.2020)
  • ახლა მთელ კახეთში შეუსვენებლად შრომობენ
  • უკვე 210 ათასი ტონა ყურძენი მოიკრიფა
  • უკვე 20 ათასზე მეტმა ფერმერმა უკვე ჩააბარა ყურძნის მოსავალი საწარმოებს
  • თუმცა, ჩასაბარებელი ფასები წელს შემცირდა, მაგრამ სხვა გზა არ არის
  • როგორც ღვინის ქარხნებში აცხადებენ, ფასებს მსოფლიო ბაზარი განაგებს
  • მუშაობა პარალელურად უწყვეტად მიმდინარეობს
  • წელს კორონავირუსის პანდემიის გამო, ფერმერ-მეღვინეების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობამ რქაწითელისა და კახური მწვანეს სუბსიდირება გადაწყვიტა
  • სუბსიდიებს ღებულობენ ღვინის კომპანიები, რომლებიც ყიდულობენ და ამუშავებენ მინიმუმ ათას ტონა ყურძენს ამ ჯიშებიდან
  • ყურძნის ჩაბარებისა და გადამუშავების პროცესში 60-ზე მეტი ღვინის საწარმო მონაწილეობს
  • ჩაბარებული ყურძნის ფასმა წელს 65 მილიონ დოლარს გადააჭარბა
  • რთველი - ეს ყურძნის მოსავლის აღების უძველესი ტრადიცია და დღესასწაულია საქართველოში
  • რთველის ტრადიციები უძველესი დროიდან იღებს სათავეს. მაშინ დღესასწაული შუა შემოდგომაზე იმართებოდა
  • აღმოსავლეთ საქართველოში რთველი შემოდგომის დადგომასთან ერთად იწყება, სექტემბერში, ხოლო დასავლეთში - ოქტომბრიდან
  • რაც უფრო ცხელი და მშრალია ზაფხული, მით უფრო ადრე იწყება მოსავლის მოკრება. მაგალითად, 2010 წლის ცხელი ზაფხულის შემდეგ რთველი ორი კვირით ადრე დაიწყო
  • მძიმე სამუშაო დღის შემდეგ ფერმერები ვაზის ჩრდილში ისვენებენ. ხშირად, მათ დასახმარებლად მოდიან ნათესავები და ახლობლები
  • რთველი - ეს ყოველთვის ნამდვილი დღესასწაული და ახალი იმედების წყაროა
წელს კახეთში რთველი აგვისტოს ბოლოს დაიწყო. იხილეთ „Spunik-საქართველოს“ ფოტოკადრები, როგორ მიმდინარეობდა ყურძნის მოსავლის აღება.

რთველი არა მხოლოდ ყურძნის მოსავლის აღება, არამედ მეღვინეობის ნამდვილი დღესასწაულიცაა. ამ დღეს ყველა ელოდება და წინასწარ ემზადება. მძიმე სამუშაო დღე კი საღამოს მთავრდება სუფრით და პოზიტიური განწყობითა და ემოციებით.

მართალია, წელს ყურძენს საწარმოები უფრო დაბალ ფასად იბარებდნენ, რამაც ფერმერებსა და მიწათმოქმედებზე უარყოფითად იმოქმედა, მაგრამ, როგორც მეღვინეები აცხადებენ, მათ ბრალი არაფერში მიუძღვით – ფასების ვარდნაზე მსოფლიო ბაზარი მოქმედებს. რა შეიძლება გაკეთდეს? ადრინდელივით ბევრი შრომა და იმედი, რომ ყველაფერი უკეთ იქნება.

წელს კორონავირუსის პანდემიის გამო ფერმერების მხარდასაჭერად საქართველოს მთავრობამ ყურძნის ორი ჯიშის – „რქაწითელისა“ და „კახური მწვანეს“ სუბსიდირება მოახდინა.

 

126
  • ახლა მთელ კახეთში შეუსვენებლად შრომობენ
    © Sputnik / STRINGER

    ახლა მთელ კახეთში შეუსვენებლად შრომობენ

  • უკვე 210 ათასი ტონა ყურძენი მოიკრიფა
    © Sputnik / STRINGER

    უკვე 210 ათასი ტონა ყურძენი მოიკრიფა

  • უკვე 20 ათასზე მეტმა ფერმერმა უკვე ჩააბარა ყურძნის მოსავალი საწარმოებს
    © Sputnik / STRINGER

    უკვე 20 ათასზე მეტმა ფერმერმა უკვე ჩააბარა ყურძნის მოსავალი საწარმოებს

  • თუმცა, ჩასაბარებელი ფასები წელს შემცირდა, მაგრამ სხვა გზა არ არის
    © Sputnik / Alex Shlamov

    თუმცა, ჩასაბარებელი ფასები წელს შემცირდა, მაგრამ სხვა გზა არ არის

  • როგორც ღვინის ქარხნებში აცხადებენ, ფასებს მსოფლიო ბაზარი განაგებს
    © Sputnik / STRINGER

    როგორც ღვინის ქარხნებში აცხადებენ, ფასებს მსოფლიო ბაზარი განაგებს

  • მუშაობა პარალელურად უწყვეტად მიმდინარეობს
    © Sputnik / STRINGER

    მუშაობა პარალელურად უწყვეტად მიმდინარეობს

  • წელს კორონავირუსის პანდემიის გამო, ფერმერ-მეღვინეების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობამ რქაწითელისა და კახური მწვანეს სუბსიდირება გადაწყვიტა
    © Sputnik / STRINGER

    წელს კორონავირუსის პანდემიის გამო, ფერმერ-მეღვინეების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობამ რქაწითელისა და კახური მწვანეს სუბსიდირება გადაწყვიტა

  • სუბსიდიებს ღებულობენ ღვინის კომპანიები, რომლებიც ყიდულობენ და ამუშავებენ მინიმუმ ათას ტონა ყურძენს ამ ჯიშებიდან
    © Sputnik / STRINGER

    სუბსიდიებს ღებულობენ ღვინის კომპანიები, რომლებიც ყიდულობენ და ამუშავებენ მინიმუმ ათას ტონა ყურძენს ამ ჯიშებიდან

  • ყურძნის ჩაბარებისა და გადამუშავების პროცესში 60-ზე მეტი ღვინის საწარმო მონაწილეობს
    © Sputnik / STRINGER

    ყურძნის ჩაბარებისა და გადამუშავების პროცესში 60-ზე მეტი ღვინის საწარმო მონაწილეობს

  • ჩაბარებული ყურძნის ფასმა წელს 65 მილიონ დოლარს გადააჭარბა
    © Sputnik / STRINGER

    ჩაბარებული ყურძნის ფასმა წელს 65 მილიონ დოლარს გადააჭარბა

  • რთველი - ეს ყურძნის მოსავლის აღების უძველესი ტრადიცია და დღესასწაულია საქართველოში
    © Sputnik / STRINGER

    რთველი - ეს ყურძნის მოსავლის აღების უძველესი ტრადიცია და დღესასწაულია საქართველოში

  • რთველის ტრადიციები უძველესი დროიდან იღებს სათავეს. მაშინ დღესასწაული შუა შემოდგომაზე იმართებოდა
    © Sputnik / STRINGER

    რთველის ტრადიციები უძველესი დროიდან იღებს სათავეს. მაშინ დღესასწაული შუა შემოდგომაზე იმართებოდა

  • აღმოსავლეთ საქართველოში რთველი შემოდგომის დადგომასთან ერთად იწყება, სექტემბერში, ხოლო დასავლეთში - ოქტომბრიდან
    © Sputnik / STRINGER

    აღმოსავლეთ საქართველოში რთველი შემოდგომის დადგომასთან ერთად იწყება, სექტემბერში, ხოლო დასავლეთში - ოქტომბრიდან

  • რაც უფრო ცხელი და მშრალია ზაფხული, მით უფრო ადრე იწყება მოსავლის მოკრება. მაგალითად, 2010 წლის ცხელი ზაფხულის შემდეგ რთველი ორი კვირით ადრე დაიწყო
    © Sputnik / STRINGER

    რაც უფრო ცხელი და მშრალია ზაფხული, მით უფრო ადრე იწყება მოსავლის მოკრება. მაგალითად, 2010 წლის ცხელი ზაფხულის შემდეგ რთველი ორი კვირით ადრე დაიწყო

  • მძიმე სამუშაო დღის შემდეგ ფერმერები ვაზის ჩრდილში ისვენებენ. ხშირად, მათ დასახმარებლად მოდიან ნათესავები და ახლობლები
    © Sputnik / STRINGER

    მძიმე სამუშაო დღის შემდეგ ფერმერები ვაზის ჩრდილში ისვენებენ. ხშირად, მათ დასახმარებლად მოდიან ნათესავები და ახლობლები

  • რთველი - ეს ყოველთვის ნამდვილი დღესასწაული და ახალი იმედების წყაროა
    © Sputnik / STRINGER

    რთველი - ეს ყოველთვის ნამდვილი დღესასწაული და ახალი იმედების წყაროა