სასტუმრო ქობულეთში

ტურისტული სეზონი ჩავარდა: სასტუმროების მფლობელები დახმარებას ითხოვენ

83
(განახლებულია 19:49 15.09.2020)
პანდემიის გამო მთელი სასტუმრო სექტორი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, მაგრამ ყველაზე მეტად კორონავირუსმა ოჯახური ტიპის პატარა სასტუმროებს „დაარტყა“. სწორედ მათი მფლობელები გამოვიდნენ ქუჩაში ქობულეთში.

თბილისი, 15 სექტემბერი – Sputnik. ქობულეთში სასტუმროს მფლობელებმა საპროტესტო აქცია მოაწყვეს – ისინი მთავრობას დახმარებას სთხოვენ, იუწყება აჭარის ტელევიზია.

აქციის მონაწილეებმა ჯერ ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს, შემდეგ კი მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ოფისთან შეიკრიბნენ და საავტომობილო გზა გადაკეტეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა საბანკო ვალების ერთი წლით გადავადება, ასევე სახელმწიფოს ხარჯზე პროცენტის სრული სუბსიდირება. სასტუმროების მფლობელები აცხადებენ, რომ პანდემიის გამო ტურისტული სეზონი ჩავარდა და ისინი ბანკებისთვის გადახდას ვერ შეძლებენ.

ოჯახური ტიპის სასტუმროების მფლობელებს გუშინ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე შეხვდა და მათ საბანკო დავალიანებების რესტრუქტურიზაციაში დახმარებას დაჰპირდა, მაგრამ აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ეს საკმარისი არა.

„რესტრუქტურიზაციის პროცესი არ ეხება პროცენტის სრულ სუბსიდირებას და თანხის გადავადებას. გვითხრა, რომ ჩვენი დახმარება შესაძლებელია „აწარმოე საქართველოს" ფარგლებში, თუმცა დაფინანსება შერჩევით მოხდება. ჩვენი მოთხოვნაა დაფინანსება შეეხოს ყველა კატეგორიას, განურჩევლად თანხის გამოტანის მიზნობრიობისა“, – განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

საპროტესტო აქციის მონაწილეებს ასევე შეხვდა ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე. შეხვედრა ხმაურიანი და ემოციური იყო. როგორც ქათამაძემ განაცხადა, საკითხის გადაწყვეტაში ჩართულია როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ხელისუფლება და შედეგი ცნობილი, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში გახდება. მისი თქმით, პარალელურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები საბანკო სექტორთან.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მერის დაპირებების არ სჯერათ. მას უკვე რამდენჯერმე შეხვდნენ, მაგრამ მისი მხრიდან არანაირი ქმედითი ნაბიჯები არ უნახავთ.

ეს ქობულეთის სასტუმროების მეპატრონეების რიგით მეშვიდე აქციაა. მორიგი საპროტესტო აქციის გამართვა მათ 18 სექტემბერს დაგეგმეს.

83
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (750)
ვალუტის გადამცვლელი პუნქტი

ლარის კურსი 25 სექტემბერს

267
(განახლებულია 09:21 25.09.2020)
წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0256 ლარით გაუფასურდა.

თბილისი, 25 სექტემბერი  — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,2897 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0256 ლარით გაუფასურდა. 

ლარის კურსი 25 სექტემბერს
267
თემები:
ლარის კურსი დღეს
სტუდენტები

სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დასაფინანსებლად ელექტრონული პორტალი ამოქმედდა

89
(განახლებულია 20:54 24.09.2020)
ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის შესაძლებლობა ექნება იმ მშობელსაც, რომლის სარეიტინგო ქულა ნაკლებია 150 ათასზე და სტუდენტი შვილი არ არის გათვალისწინებული ოჯახის წევრად.

თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. დღეიდან სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დასაფინანსებლად ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე ელექტრონული პორტალი student.moh.gov.ge ამოქმედდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მიიღე დაფინანსება: თბილისის მერია სტუდენტების განცხადებების მიღებას იწყებს>>

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ინიციატივით, სოციალურად დაუცველ სტუდენტებს, რომელთა ოჯახებს 150 ათასზე ნაკლები სოციალური ქულა აქვთ, სახელმწიფო სრულად დაუფარავს 2019–2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისა და 2020–2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურს.

სამინისტროს ცნობით, იმ სტუდენტებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში და 2020 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით სარეიტინგო ქულა ნაკლებია 150 ათასზე, არ სჭირდებათ რეგისტრაცია ელექტრონულ პორტალზე.

ასევე ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის შესაძლებლობა ექნება მშობელს, რომელიც რეგისტრირებულია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზაში“, სარეიტინგო ქულა ნაკლებია 150 ათასზე და სტუდენტი შვილი არ არის გათვალისწინებული ოჯახის წევრად.

სტუდენტის მშობელი რეგისტრაციისას უთითებს:

  • საკუთარ სახელს, გვარსა და პირად ნომერს;
  • სტუდენტი შვილის სახელს, გვარს, პირად ნომერს და საჭიროების შემთხვევაში ატვირთავს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის და დაბადების მოწმობის ასლებს.

ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაცია შესაძლებელია 2020 წლის 1 ნოემბრამდე.

89
თემები:
სოციალური სფერო საქართველოში
მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი

კვოტები უცხოელთათვის რუსეთის უმაღლესებში:ადგილების რაოდენობა გაიზრდება, სისტემა დაიხვეწება

0
(განახლებულია 13:51 25.09.2020)
რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში პოსტსაბჭოთა ქვეყნების აბიტურიენტებისთვის უფასო კვოტების გამოყოფის ფორმატი დასახვეწია, მიიჩნევს „როსსოტრუდნიჩესტვოს“ დირექტორი ევგენი პრიმაკოვი.

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. რუსეთის სათათბიროს დეპუტატი ევგენი პრიმაკოვი „როსსოტრუდნიჩესტვოს“ ხელმძღვანელად მიმდინარე წლის ივნისში დაინიშნა.

Руководитель Россотрудничества Евгений Примаков
© photo: Sputnik / Alexey Danichev
„როსსოტრუდნიჩესტვოს“ დირექტორი ევგენი პრიმაკოვი.

მან მაშინვე დააანონსა სერიოზული ცვლილებები სააგენტოს საქმიანობაში. ერთ-ერთ მტკივნეულ თემად მან რუსულ უმაღლეს სასწავლებლებში უცხოელი მოქალაქეებისთვის სასწავლო კვოტების გამოყოფის სისტემა დაასახელა.

„კვოტების რაოდენობა გაიზრდება - პრეზიდენტმა პუტინმაც განაცადა, რომ მეტი კვოტა იქნება. 2023 წლისათვის კვოტების რაოდენობა ორჯერ უნდა გაიზარდოს. მაგრამ ჩვენს კოლეგებთან მეცნიერებისა და განათლების სამინისტროდან, სახელმწიფო სათათბიროდან ვმსჯელობთ იმაზე, რომ თავად ამ კვოტების სისტემა არც ისე ეფექტურია“, - განუცხადა Sputnik-ს „როსსოტრუდნიჩესტვოს“ დირექტორმა ევგენი პრიმაკოვმა.

მან მაგალითად მოიყვანა ბელარუსი, რომლისთვისაც უმაღლეს სასწავლებლებში საბიუჯეტო ადგილების დიდი რაოდენობაა გამოყოფილი, მაგრამ რუსეთი „პოლონეთსაც ვერ უწევს კონკურენციას“.

„პოლონელები არამარტო სწავლის საშუალებას აძლევენ სტუდენტებს, არამედ სთავაზობენ მათ გარკვეულ სტიპენდიებს, გრანტებს. რთულია გაუწიო კონკურენცია, თუ ჩვენ მხოლოდ ჩამოსვლას და სწავლას ვთავაზობთ. უნდა დავხვეწოთ სისტემა, რათა ამ კვოტების ნაწილში მაინც გრანტების და სტიპენდიების კომპონენტი გაჩნდეს. რომ მხოლოდ ასე არ ხდებოდეს - მიდით და ისწავლეთ, არამედ - აი თქვენ ავიაბილეთი, აი საცხოვრებლის ან საერთო საცხოვრებლის საფასური“, - აღნიშნა პრიმაკოვმა.

„როსსოტრუდნიჩესტვო“ დაინტერესებულია იმით, რომ უცხოელი სტუდენტები რუსეთში სწავლის შემდეგ გახდნენ მაღალი კლასის სპეციალისტები, თავიანთი სფეროს ექსპერტები, აღნიშნა მან. და სწავლის შემდეგ დაბრუნდნენ სამშობლოში, დაიკავონ იქ მათთვის ღირებული პოზიციები და იპოვონ კარგი სამსახურები. თუმცა ახლანდელი სისტემის პირობებში ამ გეგმების განხორციელება ხშირად ვერ ხერხდება.

„არიან ახალგაზრდები, რომლებიც რუსეთში ჩამოსვლისას რთულ გარემოებებში აღმოჩნდებიან, შემდეგ უწევთ მუშაობა მეეზოვეებად, ტაქსაობა. ეს არასწორია თუნდაც ამ ახალგაზრდების სწავლაზე საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის თვალსაზრისითაც“, - განმარტა „როსსოტრუდნიჩესტვოს“ დირექტორმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ კვოტების გამოყოფის სისტემის რეფორმირებასთან დაკავშირებით მკაფიო გეგმები ჯერჯერობით არ არსებობს. „გეგმები - ეს უკვე რაღაც მეტ-ნაკლებად მკაფიო, აწყობილი რამაა“, პრობლემა ჯერ მხოლოდ განხილვის სტადიაზეა. თუმცა რეფორმირება აუცილებელია, დარწმუნებულია ევგენი პრიმაკოვი.

უცხოელი სტუდენტებისთვის კვოტების 15-დან 30 ათას საბიუჯეტო ადგილამდე გაზრდის საკითხი ვრცლად განიხილებოდა სახელმწიფო სათათბიროში 2020 წლის დასაწყისში. მაშინ სახელმწიფო დუმის დსთ–ის, ევრაზიაში ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ლეონიდ კალაშნიკოვმა განაცხადა, რომ 15 ათასი ადგილი არ შეესაბამება რუსეთის საერთაშორისო როლს და ჰუმანიტარულ ძალას. და მაგალითად მოიყვანა პოლონეთი, რომელიც მხოლოდ ბელარუსის მოქალაქეებისთვის გამოყოფს 10 ათასს საბიუჯეტო ადგილს, და რუმინეთი, რომელიც უფასოდ ასწავლის 5 ათას მოლდოვის მოქალაქეს. ამ დროს კი რუსეთის უმაღლესებში სწავლის მსურველ უცხოელთა განაცხადების რაოდენობა 100 ათასს მიუახლოვდა. მეცნიერებისა და განათლების სამინისტრო უცხოელი სტუდენტებისთვის კვოტების 30 ათასამდე გაზრდას გეგმავს.

0
თემები:
რუსეთი დღეს