გიორგი პერტაია ევროპალატის დირექტორთა საბჭოს წევრად მეორედ აირჩიეს

გამოწერა
საქართველოს სავაჭრო პალატა ევროპალატის წევრი 2000 წელს გახდა და, როგორც ევროკავშირის არაწევრი ქვეყანა, აფილირებული წევრის სტატუსით სარგებლობს.

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს სავაჭრო–სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია ევროპალატის დირექტორთა საბჭოს წევრად მეორედ აირჩიეს.

როგორც სავაჭრო–სამრეწველო პალატის Facebook-გვერდზეა ნათქვამი, ევროპალატა ევროკავშირში უმსხვილესი ბიზნეს-ასოციაციაა. იგი მოიცავს 43 ევროპულ ქვეყანას, აერთიანებს 45 ასოცირებულ წევრს და 20 მილიონ საწარმოს, ასევე 1700 რეგიონულ და ადგილობრივ სავაჭრო პალატებს. 

ფოთის პორტი - Sputnik საქართველო
რომელი ქვეყნები ყიდულობენ ქართულ პროდუქციას პანდემიის პერიოდში

„ევროპალატა ევროკავშირში მთავარი ბიზნეს-ასოციაცია და ბიზნესის ინტერესების დამცველია. შესაბამისად, საქართველოს სავაჭრო პალატის ძლიერი პოზიციები ნიშნავს ქართული ბიზნესის ძლიერ პოზიციებს ევროკავშირში“, – განაცხადა გიორგი პერტაიამ.

მისი თქმით, ბიზნესის მხრდამჭერი პროექტების ხელშეწყობის დაფინანსებისა და ადვოკატირების მიმართულებით საქართველოს სავაჭრო პალატა აქტიურად თანამშრომლობს როგორც ევროპალატასთან, ასევე ევროპალატის წევრ სხვა პალატებთან.

„გლობალური პანდემიის ფონზე პალატებმა შეიძინეს განსაკუთრებული როლი, ვინაიდან მიმოსვლები ნაკლებია, ევროპალატა არის სწორედ ის პლატფორმა, რომლის საშუალებით უფრო ხშირი გახდა პალატის ექსპორტის წახალისების შესაძლებლობების გამოყენება“, – აცხადებს პერტაია.

საქართველოს სავაჭრო პალატა ევროპალატის წევრი 2000 წელს გახდა და, როგორც ევროკავშირის არაწევრი ქვეყანა, აფილირებული წევრის სტატუსით სარგებლობს.

ყველა ახალი ამბავი
0