ნათია თურნავა

თურნავა: ჩვენი ეკონომიკა მეორედ ასეთ დარტყმას ვერ გაუძლებს

91
(განახლებულია 18:51 10.09.2020)
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკა მკაცრი ზომების დაწესებას ვეღარ გაუძლებს, ამიტომ პანდემიასთან ერთად ცხოვრება უნდა ვისწავლოთ.

თბილისი, 10 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღა, პრაქტიკულად, დაწყებულია, მაგრამ ხელისუფლებას ეპიდემიური ვითარება კონტროლზე ჰყავს აყვანილი და ეს პროცესი მართვადია, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

მინისტრის თქმით, საქართველოს ეკონომიკა ვეღარ გაუძლებს ისეთ მკაცრ შეზღუდვებს, როგორიც ვირუსის გავრცელების საწყის ეტაპზე იყო დაწესებული. კორონავირუსი არ გაქრება, ამიტომ, თურნავას თქმით, მასთან ერთად ცხოვრება უნდა ვისწავლოთ.

„ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უფრო მეტად შემზღუდავი და მკაცრი ზომები არ გახდეს საჭირო, როგორც ეს ერთხელ უკვე გავიარეთ. ჩვენი ეკონომიკა მეორედ ასეთ დარტყმას ვერ გაუძლებს. შესაბამისად, წერტილოვანი ღონისძიებების და ასევე ჩვენი სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმის წყალობით იმედი გვაქვს, შედარებით უმტკვივნეულოდ გავივლით ამ პროცესს“, – აღნიშნა თურნავამ.

ქვეყნის ეკონომიკამ კორონავირუსის პანდემიის დროს დიდი ზარალი განიცადა. ის თითქმის ყველა სფეროზე აისახა. განსაკუთრებით დაზარალდა სასტუმროების, რესტორნების ბიზნესი, ტურიზმის სექტორი, ვაჭრობის სფერო და სხვ.

ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება მკვეთრად შეიცვალა უარესობისკენ. დღეს ქვეყანაში ინფიცირების 57, ხოლო წინა დღეებში 45 და 44 შემთხვევა გამოვლინდა. ამის გამო მთავრობამ გარკვეული შეზღუდვებისა და აკრძალვების დაწესება გადაწყვიტა.

თურნავა: საქართველოს მოქალაქეებმა შიდა ტურიზმს კარგი დახმარება გაუწიეს>>

ამჟამად საქართველოში მოქმედი აკრძალვებისა და შეზღუდვების კონკრეტული ჩამონათვალი იხილეთ აქ.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1830-ს მიღწია. სულ გამოჯანმრთელდა 1334 პაციენტი. გარდაცვლილია 19 ადამიანი.

91
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (750)
ვალუტის გადამცვლელი პუნქტი

ლარის კურსი 25 სექტემბერს

55
(განახლებულია 09:21 25.09.2020)
წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0256 ლარით გაუფასურდა.

თბილისი, 25 სექტემბერი  — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,2897 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0256 ლარით გაუფასურდა. 

ლარის კურსი 25 სექტემბერს
55
თემები:
ლარის კურსი დღეს
სტუდენტები

სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დასაფინანსებლად ელექტრონული პორტალი ამოქმედდა

82
(განახლებულია 20:54 24.09.2020)
ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის შესაძლებლობა ექნება იმ მშობელსაც, რომლის სარეიტინგო ქულა ნაკლებია 150 ათასზე და სტუდენტი შვილი არ არის გათვალისწინებული ოჯახის წევრად.

თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. დღეიდან სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დასაფინანსებლად ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე ელექტრონული პორტალი student.moh.gov.ge ამოქმედდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მიიღე დაფინანსება: თბილისის მერია სტუდენტების განცხადებების მიღებას იწყებს>>

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ინიციატივით, სოციალურად დაუცველ სტუდენტებს, რომელთა ოჯახებს 150 ათასზე ნაკლები სოციალური ქულა აქვთ, სახელმწიფო სრულად დაუფარავს 2019–2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისა და 2020–2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურს.

სამინისტროს ცნობით, იმ სტუდენტებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში და 2020 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით სარეიტინგო ქულა ნაკლებია 150 ათასზე, არ სჭირდებათ რეგისტრაცია ელექტრონულ პორტალზე.

ასევე ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის შესაძლებლობა ექნება მშობელს, რომელიც რეგისტრირებულია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზაში“, სარეიტინგო ქულა ნაკლებია 150 ათასზე და სტუდენტი შვილი არ არის გათვალისწინებული ოჯახის წევრად.

სტუდენტის მშობელი რეგისტრაციისას უთითებს:

  • საკუთარ სახელს, გვარსა და პირად ნომერს;
  • სტუდენტი შვილის სახელს, გვარს, პირად ნომერს და საჭიროების შემთხვევაში ატვირთავს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის და დაბადების მოწმობის ასლებს.

ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაცია შესაძლებელია 2020 წლის 1 ნოემბრამდე.

82
თემები:
სოციალური სფერო საქართველოში
ლაბორატორია

COVID-19 საქართველოში: მორიგი ანტირეკორდი რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

0
(განახლებულია 11:18 25.09.2020)
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1705 ადამიანი, გარდაიცვალა 25, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5390, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 640 პაციენტია.

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 265-ით გაიზარდა და 4664-ს მიაღწია, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას დაემატა 62 ადამიანი, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1759 ადამიანი, გარდაიცვალა – 26, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5584, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 781 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში