თხილი

დავითაშვილი: საქართველო არამარტო ღვინის, არამედ თხილის წარმოშობის კერაა

72
საქართველოდან თითქმის 1,8 ათასი ტონა თხილია ექსპორტირებული, რაც გასული წლის მაჩვენებლებს 81%-ით აღემატება

თბილისი, 6 სექტემბერი - Sputnik. თხილი საქართველოსთვის დიდი პოტენციალის მწონე ერთ-ერთი სტრატეგიული კულტურაა, რადგან საქართველო არამარტო ღვინის სამშობლოა, არამედ თხილისა, განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დღესასწაულზე „თხილობა 2020“.

ზუგდიდში დღესასწაულზე შეკრებილ სტუმრებს დავითაშვილმა უამბო, რომ თხილის წარმოშობის ცენტრია ისტორიული ლაზიკა, შავი ზღვისპირეთი, და ბევრ უცხო ენაზე მისი სახელწოდება სწორედ შავ ზღვასთან ასოცირდება.

„ეს არის მანიშნებელი, რომ ჩვენ გვაქვს დიდი ისტორიული კავშირი ამ კულტურასთან და არ არის შემთხვევითი, რომ ჩვენ დიდი ეკონომიკური დამოკიდებულება გვაქვს თხილის კულტურაზე. დიდი პოტენციალი გააჩნია ამ კულტურას. იმ შემთხვევაში თუ უფრო მეტად ორგანიზებულები ვიქნებით, უფრო მეტ შედეგს მივიღებთ და შევძლებთ, რომ თხილის ასეულობით მილიონი დოლარის ექსპორტი იყოს საქართველოდან და ეს იქნება ოჯახების შემოსავალი“, – დასძინა ლევან დავითაშვილმა.

დავითაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყანა მჭიდროდ თანამშრომლობს თურქეთსა და აზერბაიჯანთან, რომლებიც საქართველოსთან ერთად თხილის უმსხვილესი მწარმოებელი ქვეყნების სამეულში შედიან.

ვინ ყიდულობს ქართულ თხილს

ბოლო მონაცემებით, საქართველოდან თითქმის 1,8 ათასი ტონა თხილია ექსპორტირებული, რაც გასული წლის მაჩვენებლებს 81%-ით აღემატება, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

ასე, მაგალითად, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოდან ექსპორტირებული თხილის რაოდენობა 991 ტონას შეადგენდა.

„მიმდინარე წელს, ქართული თხილი განსაკუთრებულად კარგი ხარისხით გამოირჩევა. კორონავირუსის პანდემიით შექმნილი ვითარების მიუხედავად, ექსპორტიორებთან და თხილის მწარმოებელთა ასოციაციებთან აქტიური მუშაობის შედეგად, საექსპორტო ბაზრებზე ხარისხიანი პროდუქციის მიწოდება ორგანიზებულად მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება, კერძოდ, გერმანიაში (460 ტონა), იტალიაში (423 ტონა), ჩეხეთში (154 ტონა), ესპანეთში (93 ტონა), პოლონეთში (66 ტონა), ლიეტუვაში (62 ტონა), ავსტრიაში (22 ტონა), ესტონეთში (22 ტონა), ლატვიაში (21 ტონა), საფრანგეთსა (42 ტონა) და საბერძნეთში (10 ტონა).

ქართული თხილი ექსპორტზე გადის ასევე ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა რუსეთი (66 ტონა), უკრაინა (61 ტონა), მექსიკა (25 ტონა), ბრაზილია (24 ტონა), დიდი ბრიტანეთი (22 ტონა), ბელარუსი (21 ტონა) და სომხეთი (154 ტონა).

video : Sputnik / Anna Anastasiadi, Vladimir Umikashvili
“ოქროს მოსავალი“ - საქართველოში თხილის ტრიუმფალური კრეფა დაიწყო

პროგნოზებით, 2020 წელს თხილის საპროგნოზო მოსავალი 50 ათასი ტონაა, ხოლო ექსპორტიდან მიღებული საპროგნოზო შემოსავალი დაახლოებით 100 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. თხილის დაბინავების პროცესში ჩართულია 30-ზე მეტი საწარმო.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ 2016 წლიდან, აზიური ფაროსანას და სოკოვანი დაავადებების გავრცელების შედეგად, თხილის წარმოება და მისი ექსპორტი მცირდებოდა და 2018 წელს მინიმალურ ნიშნულს, 17 ათას ტონას მიაღწია. 2020 წელს მიღებული მაღალი ხარისხის თხილის მოსავალი სახელმწიფო სტრატეგიის საფუძველზე, შესაბამისი სამსახურებისა და ფერმერების მიერ ფაროსანას წინააღმდეგ გატარებული მასშტაბური ღონისძიებების შედეგია.

 

72
თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა (142)
ელიავას ბაზრობა

როგორ შეიცვალა  ფასები სამრეწველო პროდუქციაზე

19
(განახლებულია 09:47 28.09.2020)
ერთ წელიწადში ფასები ძირითადად გადამამუშავებელი და სამთო მრეწველობის, ასევე კვების პროდუქტებზე გაიზარდა

 

თბილისი, 28 სექტემბერი  — Sputnik. 2020 წლის აგვისტოში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით,  4,9%–ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის („საქსტატი“)  განცხადებაში. 

ინდექსის ფორმირებაზე ძირითადად გავლენა იქონია  ფასების ზრდან გადამამუშავებელ მრეწველობაში 4,7%–ით, მათ შორის, კვების პროდუქტებზე 6,7%–ით და სამთომოპოვებით მრეწველობაში 19,6%–ით.

ივლისთან შედარებით, აგვისტოში სამრეწველო პროდუქციაზე ფასები 0,5%–ით გაიზარდა.

ადგილობრივი წარმოება

აგვოსტოში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში წარმოებულ პროდუქციაზე ფასები 3,5%-ით გაიზარდა.

ყველაზე მეტად ფასები გაიზარდა  გადამამუშავებელ მრეწველობაში - 4,9%-ით, მათ შორის კვების პროდუქტებზე - 4,5%-ით.

ექსპორტი და იმპორტი

ექსპორტზე გატანილი სამრეწველო პროდუქციის ფასების ინდექსი აგვისტოში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7,2%–ით გაიზხარდა. 

სამთო-მომპოვებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები 35,3%-ით გაიზარდა. გადამამუშავებელი მრეწველობის ექსპორტირებულ პროდუქციაზე ფასები გაიზარდა 4,7%-ით, მათ შორის კვების პროდუქტებზე - 10,2%-ით, ლითონის ნაკეთობაზე - 2,3%-ით.

საქართველოში იმპორტირებულ სამრეწველო პროდუქციაზე ფასები საანგარიშო პერიოდში 2,3%-ით გაიზარდა. ამასთან გადამამუშავებელი მრეწველობის იმპორტირებული პროდუქცია 2,3%-ით გაძვირდა.

სამომხმარებლო ფასები
აგვისტოში ინფლაციის წლიურმა დონემ 4,8% შეადგინა ( მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ს შეადგენდა). სურსათზე ფასები 9,2%-ით გაიზარდა. ექსპერტები ფასების ზრდას  კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ კრიზისს უკავშირებენ.

სექტემბრიდან ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა გაცვლითი კურსის შემცირების შემდეგ ინფლაციაზე ზეწოლის განეიტრალების მიზნით. რეფინანსირების განაკვეთი ამ პერიოდში 6,5%-დან 9%-მდე გაიზარდა. თუმცა,  კორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეული კრიზისის დაწყების შემდეგ, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ეტაპობრივად 8%–მდე შემცირდა.

19
თემები:
საქართველოს ეკონომიკა
ბანკის საქმიანობა

რას ხმარდება გაზრდილი სახელმწიფო ვალი და რა განრიგით მოუწევს ქვეყანას მისი გასტუმრება

20
(განახლებულია 21:58 27.09.2020)
კორონაკრიზისის პერიოდში ნასესხებ ფულს თუ გავითვალისწინებთ, მთავრობა 2020 წელს საგარეო ვალს 6.1 მილიარდი ლარით, ხოლო საშინაო ვალს 1.8 მილიარდი ლარით ზრდის.

საგარეო ვალი მთავრობის და ეროვნული ბანკის ვალია, ხოლო საშინაო - სახაზინო და სხვა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ვალს მოიცავს.

ჯერ კიდევ 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცებისას, კოვიდპანდემიამდე გამოჩნდა, რომ სახელმწიფო ვალი 3.6 მლრდ-ით იმატებდა. შედეგად საგარეო ვალი 17.7 მილიარდს (წინა წელთან შედარებით ზრდა 2.3 მლრდ), ხოლო საშინაო ვალი 5.6 მლრდ ლარს (წინა წელთან შედარებით ზრდა 1.2 მლრდ) მიაღწევდა. მაგრამ ჯერ კოვიდპანდემიამ, შემდეგ კი ლარის ბოლოდროინდელმა გაუფასურებამ საქმე უფრო გაართულა.

რას ხმარდება ნასესხები ფული

საქართველოს პარლამენტმა 24 ივნისს ბიუჯეტში ცვლილებები, ე.წ. „ანტიკრიზისული ბიუჯეტის“ პროექტი დაამტკიცა. წლის ბოლომდე მთავრობა 16 მილიარდამდე ლარს დახარჯავს, საიდანაც ანტიკრიზისულ ზომებზე, პანდემიით გამოწვეულ სხვა ხარჯებთან ერთად, ჯამში, 3.4 მილიარდი ლარია განსაზღვრული.

მთავრობის ვებ-გვერდზე წარმოდგენილი პრეზენტაციის მიხედვით, სახელმწიფო რესურსი ძირითადად შემდეგი მიმართულებებით დაიხარჯება:

• უხელფასოდ დარჩენილი მოქალაქეების 200-ლარიანი დახმარება 6 თვის განმავლობაში – 450 მლნ;

• თვითდასაქმებულთა ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარება – 75 მლნ;

• კომუნალური ხარჯების სუბსიდირება – 170 მლნ;

• სოციალურად დაუცველთა და შშმ პირების გარკვეული კატეგორიების დახმარება 6 თვის მანძილზე – 85 მლნ;

• საკარანტინო სივრცეებით მომსახურების ანაზღაურება და ფრენების სუბსიდირება – 45 მლნ;

• ვირუსის გავრცელების პრევენციისა და ჯანდაცვის ხარჯები – 345 მლნ;

• საკრედიტო-საგარანტიო სქემა – 330 მლნ;

• სასტუმროების საპროცენტო ხარჯის სუბსიდირება – 77 მლნ;

• სამშენებლო სექტორის მხარდაჭერა (მათ შორის დევნილთა სახლების გაზრდილი შესყიდვები) – 40 მლნ;

• სოფლის მეურნეობის სექტორის ხელშეწყობა – 139 მლნ;

• კომერციული ბანკებისთვის ლარის გრძელვადიანი ლიკვიდობის შექმნა – 600 მლნ.

ოპოზიციის კრიტიკა ხელისუფლებას

ქვეყნის მიერ კორონავირუსის პანდემიის შემდეგ აღებული ვალდებულებები, წინა წლის ვალებთან ერთად, პიკურ ნიშნულს უახლოვდება. ოპოზიციის კითხვები ხარჯვის მიზნობრიობას უკავშირდება, ასევე უპასუხოა, რატომ არ გამოიყენა 3 მილიარდ ლარამდე საბიუჯეტო ნაშთი ხელისუფლებამ კრიზისის დროს. ოპონენტების ვარაუდით, თანხა ივანიშვილის გუნდმა შეგნებულად წინასაარჩევნოდ შემოინახა.

დღევანდელი მდგომარეობით მთლიანი სახელმწიფო ვალი 31,019 მლრდ ლარს შეადგენს, რაც თითოეული მოქალაქის წილად 8,3 ათასი ლარია. 2019 წელს სახელმწიფო ვალი 20,622 მლრდ ლარი იყო, ხოლო თითოეულ მოქალაქეზე 5,5 ათასი ლარი მოდიოდა. 2018-ში სახელმწიფო ვალი 17,795 მლრდ ლარი გახლდათ და თითო მოქალაქის წილად 4,7 ათასი ლარი მოდიოდა. როგორც ვხედავთ, წელს სახელმწიფო ვალი ერთ სულ მოსახლეზე უკვე მნიშვნელოვნად გაიზარდა. ხოლო რა მაჩვენებელი იქნება წლის ბოლოს, ეს დამოკიდებულია კიდევ რამდენს ისესხებს მთავრობა საგარეო ვალს, რომელიც დოლარშია, და ასევე მნიშვნელოვანია, როგორი იქნება ლარის კურსი წლის ბოლოს. ყოველი პუნქტით გაუფასურებული ლარი მნიშვნელოვნად ზრდის საგარეო ვალს თითოეული მოქალაქისთვის.

„ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის რომან გოცირიძის თქმით, სახელმწიფომ უზარმაზარი საგარეო ვალი აიღო, რაც ქვეყანას არაფერში დასტყობია.

„არასწორი გზით მიდის ეკონომიკური პოლიტიკა და სად იხარჯება ეს ფული, არავინ იცის“, – ამბობს გოცირიძე.

გოცირიძემ პრემიერ გახარიას ინიციატივაც გააკრიტიკა, როდესაც მან აგვისტოს დასაწყისში სოციალური დახმარების მესამე ტალღა დააანონსა.

„მთავრობამ 530 მილიონი ლარი გამოყო ბიუჯეტიდან ფულადი დახმარების სახით პანდემიის დროს უმუშევრად დარჩენილი ადამიანებისათვის. დღეისათვის გაცემულია მხოლოდ 111 მილიონი ლარი. როგორც ველოდით, დანარჩენი წინასაარჩევნოდ შემოინახეს“, – ამბობდა გოცირიძე.

მისი თქმით, მთავრობამ თავიდან ისეთი მკაცრი კრიტერიუმები დააწესა, რომ თვითდასაქმებულთა უდიდესმა ნაწილმა ვერ მიიღო ეს დახმარება. არჩევნების მოახლოების დროს კი ყოველგვარი ცნობის გარეშე დაიწყეს ფულის დარიგება.

„ამით ორ მიზანს აღწევენ – წინასაარჩევნოდ გულის მოგებას და საკუთარი აქტივის უპრობლემოდ ჩასმას ფულადი დახმარების მიმღებთა სიაში. ფაქტობრივად, ბიუჯეტიდან აფინანსებენ საარჩევნო კამპანიას“, – განაცხადა გოცირიძემ. მისი თქმით, ეს ფული ვალად არის აღებული უცხოეთიდან და ეკუთვნის ხალხს და არაა ივანიშვილის და მისი პარტიის მოწყალება.

საგარეო ვალდებულებების დაფარვა

გარდა იმისა, თუ რას ხმარდება ნასესხები ფული, მნიშვნელოვანია როგორ და რა გრაფიკით მოხდება ნასესხები ვალის გასტუმრება.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, საქართველოს 2020 წელს კრიზისის გამო აღებული საგარეო ვალების დაფარვა მომდევნო წლიდან არ მოუწევს. მისი თქმით, საქართველო წელს სრულად მიიღებს პანდემიიდან გამომდინარე სესხად აღებულ თანხას, რომელიც $1.5 მლრდ-ია, აქედან 900 მილიონ დოლარზე მეტი უკვე რატიფიცირებულია. კაკაურიძის ვარაუდით, სექტემბრის ბოლოს, ოქტომბერში 80%-მდე იქნება ჩამორიცხული.

„რაც შეეხება ვალის დაფარვის გრაფიკს, მხოლოდ კრიზისის გამო აღებულ ვალს თუ ავიღებთ, არც ერთი ვალის დაფარვა მომდევნო წელს არ გვიწევს, იმიტომ რომ ყველას აქვს შეღავათიანი პერიოდი მინიმუმ 3 წელი, თუმცა, ზოგადად ქვეყანას ვალის დაფარვა უწევს“, – აღნიშნა კაკაურიძემ.

მისივე განცხადებით, მომავალ წელს საქართველოს 2.4 მილიარდ ლარამდე საგარეო ვალის დაფარვა მოუწევს. ყველაზე დიდი წილი კი 500 მილიონი დოლარის ევროობლიგაციების დაფარვაზე მოდის.

აქვე ისიც გასათვალისწინებელია, რაც უფრო გაუფასურდება ლარი, მით მეტი იქნება ბიუჯეტიდან საგარეო ვალის მომსახურებაზე გადასახდელი თანხაც.

როგორც ირკვევა, 2020 წლის პირველი 6 თვის მანძილზე მთავრობამ მხოლოდ საგარეო ვალის დაფარვაზე 623 მილიონ ლარამდე დახარჯა. ამის შესახებ სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვაშია აღნიშნული.

საგარეო ვალის სიმძიმეს ეკონომიკისთვის დიდ საფრთხედ მიიჩნევს ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ საგარეო ვალის სიმძიმე ქვეყნის მთავარ ეკონომიკურ პარამეტრებზე ნეგატიურად აისახება და კიდევ უფრო მეტად დააზარალებს მოსახლეობას.

„ბიუჯეტის გეგმას რომ ჩავხედოთ, დაახლოებით მეათედი მიდის ვალის მომსახურებაზე, რაც ძალიან დიდი რიცხვია. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს ბიუჯეტი არის ეკონომიკის დაახლოებით 30-32% და როცა ამის მეათედი ვალის მოხმარებაზე მიდის, ეს უკვე ნიშნავს, რომ თითოეული ჩვენგანი, თითოეული მოქალაქე ვალის მომსახურებაში დიდ თანხას იხდის თავისი გამომუშავებული ფულიდან“, – განაცხადა ხორგუაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობა ფულს იხდის ისეთი ვალების მომსახურებაში, რაც რეალურად ვერ გამოიყენა ან მოძველდა.

„ინფრასტრუქტურული და კაპიტალური პროექტების დასაფინანსებლად წლების განმავლობაში მოცულობითი ვალია აღებული, მაგრამ ფული გაიფლანგა, საქმე უხარისხოდ გაკეთდა, ვალი კი ვალად დარჩა. ასეთი არაერთი შემთხვევაა.

გარდა იმისა, რომ ამხელა ვალი თითოეულ მოქალაქეს აზარალებს, მაკროეკონომიკური მაჩვენებლები უარესდება, რაც ნიშნავს, რომ ჩვენს საკრედიტო რეიტინგს შეიძლება პრობლემა შეექმნას – შემდეგში სესხი უფრო ძვირად მოგვცენ. ამით ინვესტიციებისთვის ნაკლებად მიმზიდველი გავხვდებით“, – აღნიშნა ხორგუაშვილმა.

წინა წლებს თუ გავიხსენებთ, საგარეო ვალის ზრდის ტემპი 2013 წლამდე პერიოდულად მცირდებოდა. ბოლო წლებში კი სესხის მაჩვენებელი მუდმივად იზრდება. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პროექტი „ბიუჯეტის მონიტორი“ აქვეყნებს სახელმწიფო ვალის დინამიკას წლების მიხედვით.

სახელმწიფო ვალი 2016 წელს 14,45 მლრდ, 2017 წელს 16,283 მლრდ, 2018 წელს 17,795 მლრდ, 2019 წელს 20,622 მლრდ ლარი იყო.

2020 წლის 26 სექტემბრის მდგომარეობით, როცა 1 დოლარი 2.33 ლარს შეესაბამება, სახელმწიფო ვალი სულ 31 019 313 066 ლარია, საიდანაც საგარეო ვალის წილად მოდის 24 533 157 613 ლარი, ხოლო საშინაო ვალი 5 966 796 000 ლარია.

რაც შეეხება მთლიანად სახელმწიფო ვალის მომსახურებას, არსებული ლარის კურსის პირობებში შემდეგი სიტუაციაა: წელს ვალდებულებების მომსახურებაზე ჯამურად 3 157 947 294 ლარია ბიუჯეტიდან გადასახდელი, ხოლო მომავალ, 2021 წელს 4 360 451 988 ლარის დაფარვა მოგვიწევს.

 

თემურ იოსელიანი

20
ვალუტის გადამცვლელი პუნქტი

მოსალოდნელია დოლარის მკვეთრი ვარდნა: ამერიკელი ექსპერტი სამ ფაქტორს ასახელებს

0
(განახლებულია 10:40 28.09.2020)
აშშ დოლარი ამ მომენტისთვის მკვეთრი ვარდნის ადრეულ სტადიაზე იმყოფება და ეს მხოლოდ დასაწყისია, მიაჩნია იელის უნივერსიტეტის პროფესორს

თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. ამერიკული დოლარის კურსი უახლოეს მომავალში შესაძლოა მკვეთრად დაეცეს, წერს Morgan Stanley Asia–ს ყოფილი ხელმძღვანელი და ამჟამად მთავარი ეკონომისტი სტივენ როუჩი Project Syndicate-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

Morgan Stanley - ეს ამერიკული ფინანსური კონგლომერატია (2008 წლამდე საინვესტიციო ბანკი), რომელიც მსოფლიოს უმსხვილეს ბროკერულ ბიზნესს ფლობს. 

ექსპერტის თქმით, მაისიდან აგვისტომდე ამერიკული ვალუტის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი 4,3%-ით შემცირდა, თუმცა აშშ დოლარი მაინც ყველაზე ძლიერ ვალუტად რჩება მსოფლიოს სხვა ვალუტებთან შედარებით. 

ამასთან სტივენ როუჩმა დაასახელა სამი მიზეზი, რომელთა საფუძველზეც მივიდა დასკვნამდე, რომ დოლარის ფართო ინდექსი 2021 წლის ბოლოსთვის 35%-ით დაეცემა.

„მე კვლავ ველი, რომ დოლარის ფართო ინდექსი 35%-ით დაეცემა 2021 წლის ბოლოსთვის. ამას სამი ფაქტორი განაპირობებს: აშშ–ში მაკროეკონომიკური დისბალანსის მკვეთრი ზრდა, ალტერნატიული ვალუტების — ევროსა და იუანის როლის ამაღლება, და ასევე ის, რომ გაქრა ამერიკული გამორჩეულობის განსაკუთრებული აურა, რომელიც დოლარს ტეფლონის გამძლეობას სძენდა თითქმის მთელი ომისშემდგომი პერიოდის განმავლობაში“, —  წერს როუჩი.

მისი აზრით, ამ ფაქტორებიდან ყველაზე მეტ ყურადღებას პირველი პუნქტი იმსახურებს. ექსპერტი აცხადებს, რომ აშშ–ში მაკროეკონომიკური დისბალანსის მკვეთრი და სწრაფი ზრდა გამოწვეულია შიდა ანაბრების რეკორდული ვარდნითა და მიმდინარე ოპერაციების დეფიციტის ზრდით.

სტივენ როუჩს მიაჩნია, რომ ეს „დოლარის დაცემის მხოლოდ დასაწყისია“.

0
თემები:
მსოფლიო დღეს