თხილი

წელს პირველად ზუგდიდში „თხილობა 2020“ გაიმართება

120
(განახლებულია 01:28 06.09.2020)
წელს საქართველოში 50 ათას ტონამდე მაღალი ხარისხის თხილის მოსავალს ელოდებიან. ფესტივალის ორგანიზატორების ცნობით, ეს ფაროსანას დამარცხების შემდგომ პირველი მოსავალია.

თბილისი, 5 სექტემბერი - Sputnik. წელს პირველად, 6 სექტემბერს ზუგდიდში თხილის ფესტივალი - „თხილობა 2020“ გაიმართება, ნათქვამია საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფესტივალი საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ორგანიზებით ტარდება.

თხილის ფესტივალი „თხილობა 2020“ მიზნად ქვეყანაში თხილის წარმოების პოპულარიზაციას, ფერმერების ხელშეწყობას და აღნიშნულ დარგში არსებული მიღწევების და სიახლეების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას ისახავს. ფესტივალი ყოველწლიურად გაიმართება.

„გასულ წელს თურქეთის და აზერბაიჯანის მინისტრებთან გვქონდა შეხვედრა. თხილის მოსავლის დაბინავებასთან დაკავშირებული ღონისძიება თურქეთში წლების განმავლობაში არსებობს. გადაწყდა, რომ ასეთი ღონისძიება ჩატარდეს საქართველოსა და აზერბაიჯანშიც. მნიშვნელოვანია, რომ ფერმერებმა წელს ძალიან კარგი მოსავალი მიიღეს, როგორც რაოდენობით, ისე ხარისხით. წლევანდელი წელი გამორჩეულია, რაც ძალიან დამაიმედებელი პროგნოზების საშუალებას გვაძლევს თხილის ექსპორტთან დაკავშირებით“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

6 სექტემბერს, ფესტივალის ფარგლებში, ზუგდიდში სხვადასხვა ღონისძიება მოეწყობა, მათ შორის:

16:00 სთ-დან, დადიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, სადაც წარმოდგენილი იქნება თხილი და თხილის ნაწარმი, ადგილობრივი რეწვის ნიმუშები, სამეგრელოსთვის დამახასიათებელი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია. ასევე, მოეწყობა ელარჯის და ჯანჯუხას მომზადების მასტერკლასები.

17:30 სთ-ზე დადიანების სასახლის ცენტრალური შესასვლელის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება გელა გნოლიძის ბენდის კონცერტი.

წელს საქართველოში 50 ათას ტონამდე მაღალი ხარისხის თხილის მოსავალს ელოდებიან. ფესტივალის ორგანიზატორების ცნობით, ეს ფაროსანას დამარცხების შემდგომ პირველი მოსავალია. ექსპორტიდან მიღებული საპროგნოზო შემოსავალი, დაახლოებით 100 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

რომელი ქვეყნები ყიდულობენ ქართულ პროდუქციას პანდემიის პერიოდში >>

3 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოდან 1 797 ტონა თხილია ექსპორტირებული, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 81%-ით აღემატება.

 

120
თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა (137)
ვაშლი ხის ტოტზე

სახელმწიფოს მხარდაჭერით გაშენებულ ბაღებში მოსავლის აღება მიმდინარეობს

45
საქართველოს მასშტაბით, პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში გაშენებული ბაღები 10 ათას ჰა-მდე ფართობს შეადგენს

თბილისი, 20 სექტემბერი - Sputnik. სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში გაშენებულ ბაღებში მოსავლის აღება მიმდინარეობს, ნათქვამია სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სააგენტოს ცნობით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერაში კომპანია „აგროქართლი“ 2020 წელს 200 ტონამდე ვაშლის მოსავალს ელოდება, მათ უკვე 30 ტონაზე მეტი ვაშლის ექსპორტი მოახდინეს. კომპანიამ, რომელიც  პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში  ვაშლის ბაღი 10 ჰექტარზე 2017 წელს გააშენა,  ბაღის გაშენებისათვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 100 ათას ლარამდე სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. „აგროქართლი“ სეზონურად 60-მდე ადგილობრივს ასაქმებს.

პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში გაშენებულ ბაღებში მოსავლის აღების პროცესს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და შიდა ქართლის რეგიონის რწმუნებულის მოადგილე ნუგზარ სამხარაძე გაეცნენ.

„ქართული ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერით გაშენებულ ბაღში მისმა მეპატრონეებმა უკვე მიიღეს მოსავალი, რომელიც ექსპორტზე გავიდა მეზობელ ქვეყნებში. დღეისათვის, საქართველოდან უკვე 1 ათას ტონაზე მეტი ვაშლია ექსპორტირებული“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

საქართველოს მასშტაბით, პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში გაშენებული ბაღები 10 ათას ჰექტრამდე ფართობს შეადგენს. შიდა ქართლის რეგიონში სხვადასხვა ხეხილის ბაღი, ჯამში, 2,4 ათას ჰექტრამდე მიწის ფართობზე გაშენდა, გაცემულმა თანადაფინანსებამ 16 მლნ-მდე ლარი შეადგინა.

გიორგი გახარია: 50 ათასი ტონა თხილის ექსპორტიდან რეგიონში შემოსავალი 100 მლნ დოლარი იქნება >>

პროგრამას „დანერგე მომავალი“ სოფლის განვითარების სააგენტო 2015 წლიდან ახორციელებს. სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამები გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მათი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

45
თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა (137)
რთველი კახეთში

რთველი 2020: ფერმერებმა უკვე 95 ათას ტონაზე მეტი ყურძენი ჩააბარეს

49
(განახლებულია 11:05 20.09.2020)
საქართველოს მთავრობამ წელს COVID-19-ის პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად „რქაწითელისა“ და „კახური მწვანეს“ ჯიშის ყურძნის სუბსიდირება გადაწყვიტა.

თბილისი, 20 სექტემბერი - Sputnik. „რთველი 2020“-ის ფარგლებში დღეისათვის ჩაბარებულია 95 ათას ტონაზე მეტი „რქაწითელის“ ჯიშის ყურძენი, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.

უწყების ცნობით, ამ ეტაპზე გადამუშავებულია 72 ათას ტონაზე მეტი „რქაწითელი”, 18 ათას ტონაზე მეტი „საფერავი”, 1,6 ათასი ტონა „კახური მწვანე” და 3 ათას ტონაზე მეტი სხვა ჯიშის ყურძენი.

ყოველდღიურად ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 50-ზე მეტი ღვინის საწარმო.

საქართველოს მთავრობამ წელს COVID-19-ის პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად „რქაწითელისა“ და „კახური მწვანეს“ ჯიშის ყურძნის სუბსიდირება გადაწყვიტა.

სუბსიდიას მიიღებენ ის კომპანიები, რომლებიც შეისყიდიან და გადაამუშავებენ ამ ჯიშების სულ ცოტა 1 ათას ტონა ყურძენს. ამასთან, ღვინის ქარხნებს დადგენილი აქვთ ერთი კილოგრამი ყურძნის ფასი – არანაკლებ 80 თეთრისა. სახელმწიფოს სუბსიდია ერთ კილოგრამზე 30 თეთრს შეადგენს.

„რთველი 2020“-ის საკოორდინაციო შტაბი თელავში 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და აქტიურ კოორდინირებას უწევს სახელმწიფო ორგანოების, მეწარმეებისა და მევენახეების ურთიერთობებს

 

49
თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა (137)
ჩინკვე-ტერე, იტალია

21 სექტემბერს დაბადებულები ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

0
(განახლებულია 15:27 18.09.2020)
გაეცანით 21 სექტემბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

13-23 სექტემბერი

13-23 სექტემბრის პერიოდი ქალწულის ნიშნის მესამე დეკადას განეკუთვნება.

მესამე დეკადას მერკური მართავს და ამ პერიოდში დაბადებულებს გონებამახვილობას, სამეცნიერო, კვლევითი საქმიანობის უნარებს ანიჭებს.

მნიშვნელოვანი წლებია: 16, 21, 24, 30, 31, 33, 41, 50.

ამ დეკადაში დაბადებულთა სიმბოლოა ყვავილი ასტრა.

13-23 სექტემბრის პერიოდში მშვიდი და გაწონასწორებული ხასიათის, მხიარული ადამიანები იბადებიან, გარშემომყოფებს სითბოსა და სიხარულს ანიჭებენ. არიან კომუნიკაბელური, კეთილმოსურნე. ჰყავთ მრავალი მეგობარი, გარშემომყოფები მათ პატივს სცემენ.

21 სექტემბერს დაბადებულები

21 სექტემბერს დაბადებულები კომუნიკაბელური ინტელექტუალები არიან. აქვთ იუმორის შესანიშნავი გრძნობა, გამოირჩევიან ენამახვილობით. ისინი მზად არიან, ყველასთან და ნებისმიერ დროს ჰქონდეთ ურთიერთობა, ეს მათთვის ბუნებრივია. თავად არ არჩევენ სასაუბრო თემას, ყველაფერი თავისთავად გამოსდით. მათ იდეალურ თანამოსაუბრეებს უწოდებენ. მაგრამ გარდა ლაპარაკისა, კარგი მსმენელიც არიან, თან - ყურადღებიანი.

ზოდიაქოს ხუთი ყველაზე კაშკაშა ნიშანი, რომელთა შეყვარება ძალიან ადვილია>>

ამ დღეს დაბადებულები ორიგინალურად აზროვნებენ. აქვთ უნარი, სტანდარტული აზროვნების ჩარჩოებს გასცდნენ. აქვთ ნოვატორული, პერსპექტიული იდეები, რომელთა განხორციელება ცხოვრებაში სირთულეს არ წარმოადგენს.

21 სექტემბერს შემოქმედებითი ადამიანები იბადებიან. აქვთ განვითარებული წარმოსახვის უნარი. ანალიტიკურ გონებასთან ერთად ეს საშუალებას აძლევს, თავიანთი საქმიანობის სფეროში ახალი იდეების გენერატორის როლში გამოვიდნენ.

ამ ადამიანებს არ სჩვევიათ ბრმად მისდიონ სწავლებასა და სტილს. ისინი უფრო თავიანთ მიმართულებას შექმნიან, შემოიკრებენ გარშემო თანამოაზრეებსა და ორიგინალური იდეის თაყვანისმცემლებს.

ამ დღეს დაბადებულები თანამედროვეობას უწყობენ ფეხს; ცდილობენ, აითვისონ მოწინავე ტექნოლოგიები და მეთოდიკები. არიან შესანიშნავი შემსრულებლები - სკრუპულოზური, იდეებით სავსე, პასუხისმგებლიანი. ასევე კომფორტულად გრძნობენ თავს ხელმძღვანელ პოზიციებზე. ამ ადამიანებს ნათლად გამოხატული ლიდერის თვისებები აქვთ - შეუძლიათ გუნდის ჩამოყალიბება და მისი გაძღოლა.

ჯანმრთელობა

21 სექტემბერს დაბადებულები, სხვა ქალწულებისგან განსხვავებით, თავიანთ ჯანმრთელობას ყურადღებას აქცევენ. ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის ისინი იცავენ რეჟიმს, ფიზიკურად აქტიურობენ და იცავენ დიეტებს.

რჩევა:

აღმოაჩინეთ საკუთარი ჭეშმარიტი ფასეულობანი. ახლისა და უკეთესისთვის რბოლაში არ დაგავიწყდეთ ტრადიციული და უკვე მრავალჯერ ნაცადი. ნუ „ჩაიციკლებით“ სამუშაო პროცესზე. რომ არ გადაიღალოთ, ისწავლეთ დასვენება.

0