ახალი შეღავათები: ფერმერებს სამელიორაციო მომსახურების გადასახადი მოეხსნა

© Sputnik / Seyran Baroyanხულოში ფერმერი მიწას ამუშავებს
ხულოში ფერმერი მიწას ამუშავებს - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთავრობის გადაწყვეტილებით, 2020 წელს 10 ჰექტრამდე ფართობის მიწის ნაკვეთების მფლობელები სამელიორაციო მომსახურების საფასურის გადახდისგან მთლიანად გათავისუფლდნენ.

თბილისი, 5 სექტემბერი – Sputnik. სახელმწიფო შეღავათით, რომელიც სამელიორაციო მომსახურების საფასურისგან გათავისუფლებას გულისხმობს, 24 ათასმა აბონენტმა ისარგებლა, ნათქვამია კომპანია „საქართველოს მელიორაციის“ განცხადებაში.

COVID-19-ით გამოწვეული ეკონომიკური ზარალის შემცირების მიზნით, ასევე ეკონომიკის წასახალისებლად სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიმუშავა ანტიკრიზისული გეგმა „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“, რომელიც მელიორაციის კუთხით მნიშვნელოვან შეღავათებს ითვალისწინებს.

ტრაქტორები - Sputnik საქართველო
საქართველოში შეღავათებით საწვავზე 100 ათასზე მეტმა ფერმერმა ისარგებლა

ამგვარად, ფერმერებმა ამ გეგმის შედეგად 2,9 მილიონი ლარი დაზოგეს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 2020 წელს 10 ჰექტრამდე ფართობის მიწის ნაკვეთების მფლობელები სამელიორაციო მომსახურების საფასურის გადახდისგან მთლიანად გათავისუფლდნენ.

გარდა ამისა, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, 42 ათასი ფიზიკურ და იურიდიულ პირს მთლიანად ჩამოეწერა 8 მილიონამდე ლარის დავალიანება „საქართველოს მელიორაციის“ წინაშე. დავალიანება 2012 წლიდან 2019 წლამდე მიწის ნაკვეთების სამელიორაციო მომსახურებისთვის დაგროვდა.

ყურძნის შემდეგ ვაშლი: რა დახმარებას მიიღებენ კომპანიები >>

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულმა კრიზისის გამო მთავრობას პრიორიტეტების გადახედვა მოუწია - მთავრობამ განაცხადა იმპორტჩანაცვლების გეგმებზე და შეიმუშავა სოფლის მეურნეობის დახმარების გეგმა, რომელიც მიმართულია იმ ფერმერული მეურნეობების განვითარებაზე, რომლებიც რეგისტრირებულ მიწას ფლობენ. ამ პროგრამით დაახლოებით 200 ათასი ფერმერი უკვე იღებს დამატებით შეღავათებს.

ყველა ახალი ამბავი
0