ყურძენი

რთველი 2020: საქართველოში ყურძნის მოსავალს იღებენ

434
(განახლებულია 15:42 01.09.2020)
COVID-19 პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს "რქაწითელისა" და „კახური მწვანეს" ჯიშის ყურძნის სუბსიდირება განხორციელდება.

თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. 1 სექტემბრის დილის მონაცემებით, მევენახეებმა 1,7 ათას ტონამდე ყურძენი ჩააბარეს, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.

სააგენტოს ცნობით, ამ ეტაპზე მევენახეები საადრეო, სხვადასხვა ჯიშის ყურძენს აბარებენ. ჩაბარებული ყურძნის ფასმა ჯამში 1,77 მლნ ლარი შეადგინა.

დღევანდელი მონაცემებით, „რთველი 2020"-ის საკოორდინაციო შტაბში, რომელიც თელავში ფუნქციონირებს, 100-ზე მეტი კომპანია დარეგისტრირდა, რომლებიც მოსავლის დაბინავების პროცესში ეტაპობრივად ჩაერთვებიან.

COVID-19 პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს „რქაწითელისა" და „კახური მწვანეს" ჯიშის ყურძნის სუბსიდირება განხორციელდება.

სუბსიდიას მიიღებენ ღვინის კომპანიები, რომლებიც შეისყიდიან და გადაამუშავებენ არანაკლებ 1000 ტონა „რქაწითელის" ან „კახური მწვანეს" ჯიშის ყურძენს. ამასთან, ღვინის ქარხნებისთვის დადგენილია ფიქსირებული ფასი – 1 კგ ყურძენში არანაკლებ 80 თეთრი. სახელმწიფო სუბსიდია თითოეულ კილოგრამზე 30 თეთრს შეადგენს.

434
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (747)
ვალუტის გაცვლის პუნქტი

ლარის კურსი 19 სექტემბერს

53
(განახლებულია 09:13 19.09.2020)
წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0254 ლარით გაუფასურდა.

თბილისი, 19 სექტემბერი  — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,2140 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0254 ლარით გაუფასურდა.

ლარის კურსი 19 სექტემბერს
ლარის კურსი 19 სექტემბერს
53
თემები:
ლარის კურსი დღეს
აშშ დოლარი და ქართული ლარი

ფულადი გადარიცხვები: რამდენი ფული შემოვიდა აგვისტოში საქართველოში

88
(განახლებულია 21:24 18.09.2020)
თურქეთს, რომელიც ბევრი წლის განმავლობაში უცვლელად შედიოდა საქართველოში ფულადი გადარიცხვების მხრივ ლიდერთა ექვსეულში, აგვისტოში უკრაინამ გადაუსწრო

თბილისი, 18 სექტემბერი ― Sputnik. საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გზავნილები 2020 წლის აგვისტოში 25,8%-ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის საიტზე

საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 184.2 მლნ აშშ დოლარი (566.2 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 25.8%-ით (37.8 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 95.1% იმ 19 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ აგვისტოში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 19 ქვეყანაზე გასული წლის აგვისტოში მთელი ფულადი გზავნილების 93.4% მოდიოდა.

ყველაზე მეტი თანხა ელექტრონული სისტემებით გადმოირიცხა რუსეთიდან ― 35 მლნ დოლარი, რაც ფულადი გადარიცხვების მთლიანი მოცულობის 19%-ს შეადგენს.

ლიდერი ქვეყნების ექვსეულში შედიან: იტალია, საბერძნეთი, აშშ, ისრაელი და უკრაინა.

თურქეთს, რომელიც ბევრი წლის განმავლობაში უცვლელად შედიოდა საქართველოში ფულადი გადარიცხვების მხრივ ლიდერთა ექვსეულში, აგვისტოში უკრაინამ გადაუსწრო, საიდანაც საანგარიშო პერიოდში საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით დაახლოებით 11 მლნ დოლარი ― საერთო მოცულობის 6% გადმოირიცხა.

 


88
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (747)

მიუხედავად ზეწოლისა: დაასრულებენ თუ არა რუსეთი და ევროპა პროექტს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“

0
რუსეთის ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრ ნოვაკი დარწმუნებულია, რომ გაზსადენის პროექტი „ჩრდილოეთის ნაკადი – 2“, რომელიც რუსულ გაზს ევროპას ბალტიის ზღვის გავლით მიაწვდის, სრულად განხორციელდება

ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელმა დაამატა, რომ პროექტი მზადყოფნის მაღალ დონეზეა. გაზსადენის ბედი ეჭვქვეშ დადგა ალექსეი ნავალნის სავარაუდო მოწამვლის გამო. ევროპის რიგმა ქვეყნებმა გადაწყვიტეს ისარგებლონ შექმნილი ვითარებით და კვლავ შეეცადონ ჩაშალონ „ჩრდილოეთის ნაკადი – 2-ის“ მშენებლობა, რასაც დიდი ხანია ითხოვენ შეერთებული შტატები საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, ხოლო ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც პროექტის გაყინვისკენ მოუწოდებს. იხილეთ ვიდეოში - რას ფიქრობს გერმანიის მოსახლეობა აშშ-ის ზეწოლაზე და როგორ აღმოჩნდა გერმანიის პორტი „მუკრანი“ ქალაქ ზასნიცში პოლიტიკური სკანდალის ეპიცენტრში „ჩრდილოეთის ნაკადი – 2-ის“ გამო.

0