პლანშეტი

მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი სოფლებს: პროექტს მსოფლიო ბანკი აფინანსებს

63
(განახლებულია 14:03 01.09.2020)
პროექტი Log-in Georgia საქართველოს მთავრობამ მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით 2020-2025 წლებში ფართოზოლიანი ქსელების განვითარების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში შეიმუშავა.

თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. მსოფლიო ბანკმა 35,7 მილიონი ევროს მოცულობის დაფინანსება გამოყო პროექტ Log-in Georgia-ს განხორციელებისთვის, რომლის მიზანია საქართველოს სოფლის მოსახლეობის, საწარმოებისა და საჯარო დაწესებულებების მაღალი ხარისხის, ფართოზოლიან ინტერნეტთან დაკავშირება ხელმისაწვდომ ფასად და ციფრული სერვისების გამოყენების ხელშეწყობა, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში. 

შესაბამის შეთანხმებას ელექტრონულად ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა.

„ეს დააჩქარებს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას, კიდევ უფრო გაამყარებს მისი როგორც ინოვაციური ჰაბის და ინვესტიციებისთვის მიმზიდველი ქვეყნის პოზიციას და ასევე უზრუნველყოფს სტაბილურ აღდგენას COVID-19-ის პანდემიის ფონზე“, – განაცხადა მოლინეუსმა.

პროექტი Log-in Georgia სამი კომპონენტისგან შედგება: ფართოზოლიან ინტერნეტთან წვდომის ზრდა, მაღალსიჩქარიან ინტერნეტთან დაკავშირებული ციფრული სერვისების გამოყენების ხელშეწყობა და პროექტის დანერგვის მხარდაჭერა. 

პროექტის განხორციელების შედეგად ათასამდე სოფელს, მათ შორის ქვეყნის მაღალმთიან რეგიონებში, სადაც ნახევარი მილიონი მოქალაქე ცხოვრობს, შესაძლებლობა ექნება ისარგებლოს მაღალხარისხიანი ინტერნეტით და ისეთი სერვისებით, როგორიცაა ელექტრონული ჯანდაცვა, განათლება, მართვა.

პროექტს ხუთი წლის მანძილზე განახორციელებს კომპანია Open Net კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მხარდაჭერითა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ზედამხედველობით.

პროექტი Log-in Georgia საქართველოს მთავრობამ მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით 2020-2025 წლებში ფართოზოლიანი ქსელების განვითარების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში შეიმუშავა. სტრატეგიას 2020 წლის იანვარში პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მოაწერა ხელი. 

63
თემები:
საქართველოს მთავრობა (88)
მანდარინი

ბათუმის პორტიდან ექსპორტზე 300 ტონა მანდარინი გადის

26
(განახლებულია 17:13 04.12.2020)
წელს მანდარინის მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი დაახლოებით 40 ათას ტონას შეადგენს. დღეის მდგომარეობით უკვე ექსპორტირებულია 7 ათასი ტონა სტანდარტული მანდარინი

თბილისი, 4 დეკემბერი - Sputnik. ბათუმის პორტიდან უკრაინაში ექსპორტზე 300 ტონა მანდარინი გავიდა, იუწყება აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

უწყების ცნობით, მანდარინი უკრაინაში ბორნით გადააქვთ. ბათუმის პორტიდან გემი „კაუნასი'' კვირაში ორჯერ (პარასკევსა და შაბათს) გავა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრ გიორგი სურმანიძესთან ერთად ბათუმის პორტის საბორნე გადასასვლელზე იმყოფებოდა, სადაც გემი მანდარინით იტვირთება.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის  განცხადებით, აჭარაში აქტიურად მიმდინარეობს ნარინჯისფერი რთველი, აღებული მოსავალი კი გადის ექსპორტზეც და იყიდება ადგილობრივ ბაზარზეც.

„დღეს ჩვენ დავათვალიერეთ და ადგილზე გავეცანით მიმდინარე ექსპორტის პროცედურას. ბორნის მეშვეობით კვირაში 2-ჯერ ექსპორტზე გადის დაახლოებით 300 ტონაზე მეტი ციტრუსი. დღემდე უკვე ექსპორტირებულია 7 000 ტონაზე მეტი მანდარინი აჭარიდან და დაახლოებით, 40 000  ტონა ციტრუსის ექსპორტი იგეგმება წლის განმავლობაში“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ამ დროისთვის მანდარინის ექსპორტი აჭარიდან უკრაინაში სომხეთში, ყაზახეთში, რუსეთსა და მოლდოვაში განხორციელდა.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, წელს ქართული მანდარინი მაღალი ხარისხით გამოირჩევა, რაც მაღალ საბაზრო ფასს განაპირობებს.

მანდარინის მოსავლის აღება-დაბინავების ორგანიზებულად განხორციელების მიზნით აჭარაში შესაბამისი შტაბი მუშაობს.

მიმდინარე წლის სეზონზე სტანდარტულ მანდარინს მოსახლეობისგან 30-მდე საწარმო იბარებს. რაც შეეხება არასტანდარტულ ნაყოფს, მისი ჩაბარება ფერმერებს ქობულეთის საკონსერვო ქარხანაში შეუძლიათ.

26
თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა
კორონავირუსის ეპიდემია

ინფლაციის დონე საქართველოში მესამე თვეა არ იცვლება ახალი სტატისტიკა

20
(განახლებულია 16:57 04.12.2020)
საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ ინფლაციის ბოლო თვეების დინამიკა რეგულატორის პროგნოზებს შეესაბამება.

თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. წლიურმა ინფლაციამ საქართველოში (2019 წლის ნოემბრიდან 2020 წლის ნოემბრამდე) მიზნობრივი 3%-იანი მაჩვენებლის პირობებში 3,8% შეადგინა, იუწყება სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.

ამგვარად, ინფლაციის დონე უკვე მესამე თვეა არ იცვლება.

საქართველოში სამრეწველო პროდუქციაზე ფასები იზრდება>>

ნოემბერში, ოქტომბერთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0,9%, ოქტომბერში კი 0,8% შეადგინა.

„საქსტატის“ მონაცემებით, ნოემბერში ყველაზე მეტად – 0,1%-ით განათლების ფასები შემცირდა. ყველაზე მეტად გაძვირდა სურსათი – 1,8%-ით, ტრანსპორტი – 1,1%-ით და ავეჯი – 0,8%-ით.

როგორ იცვლებოდა ინფლაცია წლის დასაწყისიდან

2019 წელს წლიურმა ინფლაციამ 7% შეადგინა. მის შესაკავებლად ეროვნულმა ბანკმა 2019 წლის სექტემბრიდან მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დაიწყო. წლის ბოლომდე რეფინანსირების განაკვეთი 6,5%-დან 9%-მდე გაიზარდა, ბოლოს – 2019 წლის დეკემბერში.

მიმდინარე წლის დასაწყისიდან ინფლაციის დონემ შემცირება დაიწყო – იანვარსა და თებერვალში მან 6,4% შეადგინა, მარტში – 6,1%, სექტემბერში – 3,8%. საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ხელისუფლებამ 21 მარტიდან კარანტინი და კომენდანტის საათი დააწესა. ეკონომიკური აქტივობის სტიმულირებისთვის ეროვნულმა ბანკმა აპრილიდან სამ ეტაპად 8%-მდე შეამცირა მონეტარული პოლიტიკის ძირითადი განაკვეთი.

ამის მიუხედავად, ნოემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სურსათის ფასი 6%-ით გაიზარდა, თუმცა ხილის ფასი 5,3%-ით შემცირდა, რძე, ყველი და კვერცხი 8%-ით გაძვირდა, მზესუმზირის ზეთი – 23,2%-ით, ყავა – 7,6%-ით, პურპროდუქტები – 7,1%-ით, ხორცი – 3,7%-ით. კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, 8,8%-ით გაიზარდა ჯანდაცვის სფეროს მომსახურების ფასებიც.

როგორ შეიცვლება ინფლაცია

საქართველოს ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ ინფლაციის ბოლო თვეების დინამიკა რეგულატორის პროგნოზებს შეესაბამება.

როგორც ეროვნული ბანკის განცხადებაშია ნათქვამი, მიმდინარე პროგნოზის თანახმად, სხვა თანაბარი პირობების არსებობისას, წლიური ინფლაციის შემცირების ტენდენცია შენარჩუნდება და 2021 წელს მიუახლოვდება მიზნობრივ ინფლაციას (3%-ს).

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ინფლაციის შემცირების დინამიკა განპირობებულია სუსტი ჯამური მოთხოვნილებით და მოსალოდნელია, რომ ეს გავლენა მომავალშიც შენარჩუნდება. გარდა ამისა, საყურადღებოა საგარეო მოთხოვნილების შემცირებაც.

20
თემები:
საქართველოს ეკონომიკა
ტაქსი

კოვიდინფიცირებულ ტაქსის მძღოლს თბილისში მგზავრები გადაჰყავდა

0
შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მონიტორინგს განაგრძობს.

თბილისი, 4 დეკემბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე, ტაქსის კოვიდინფიცირებული მძღოლი და მისი თანმხლები პირი დააჯარიმეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

გავრცელებული ინფორმაციით, ორივე  მოქალაქე პოლიციამ იმ დროს დააჯარიმა, როდესაც ისინი ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ. 54 და 60 წლის მამაკაცები კოვიდაღრიცხვაზე 2020 წლის 27 ნოემბრიდან იმყოფებიან.

„ორივე მამაკაცი, იზოლაციის ნაცვლად, ქალაქის ქუჩებში ბ.ჭ.-ს სარგებლობაში არსებული ავტომანქანით – ტაქსით გადაადგილდებოდა, რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს. ამასთანავე, ინფიცირებულ ბ.ჭ.-ს აღნიშნული ტაქსით მგზავრები სისტემატურად გადაჰყავდა“, -აღნიშნულია განცხადებაში.

ღნიშნული პირები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა-10 მუხლით  დაჯარიმდნენ, რაც იზოლაციის ან კარანტინის წესების დარღვევას გულისხმობს და ფიზიკური პირის 2000 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, დაიცვან კანონი და დაემორჩილონ დაწესებულ რეგულაციებს.

0
თემები:
შემთხვევები საქართველოში