კორონავირუსი. თბილისის აეროპორტი

თბილისიდან ჩარტერული რეისები დაინიშნა: სტამბოლი, კიევი და მინსკი

755
(განახლებულია 09:37 22.08.2020)
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ჩარტერული საჰაერო რეისების განსახორციელებლად საჭირო ნებართვები უკვე გასცა

თბილისი, 22 აგვისტო – Sputnik. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სტამბოლის, თელ-ავივის, კიევის და მინსკის მიმართულებით ჩარტერული რეისები დაინიშნა, ნათქვამია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.

ავიაკომპანიები ჩარტერულ ფრენებს შემდეგი მიმართულებებით შეასრულებენ:

25 აგვისტო, ავიაკომპანია Israir, თბილისი - თელ-ავივი (გაფრენა - 16:55, ჩაფრენა - 18:40);

• 27 აგვისტო, ავიაკომპანია Belavia, თბილისი - მინსკი (გაფრენა - 03:45, ჩაფრენა - 05:45);

• 29 აგვისტო, ავიაკომპანია Turkish Airlines, თბილისი-სტამბოლი (გაფრენა - 03:55, ჩაფრენა -05:30);

• 3 სექტემბერი, ავიაკომპანია Belavia, თბილისი - მინსკი (გაფრენა - 03:45, ჩაფრენა - 05:45);

• 3 სექტემბერი, ავიაკომპანია Yanair, თბილისი - კიევი (გაფრენა - 10:00, ჩაფრენა - 12:00);

• 5 სექტემბერი, ავიაკომპანია Turkish Airlines, თბილისი-სტამბოლი (გაფრენა - 03:55, ჩაფრენა - 05:30);

• 6 სექტემბერი, ავიაკომპანია Pegasus Airlines, თბილისი - სტამბოლი (გაფრენა - 03:50, ჩაფრენა - 05:20);

• 9 სექტემბერი, ავიაკომპანია Skyup Airlines, თბილისი - კიევი (გაფრენა - 08:45, ჩაფრენა - 10:45);

• 12 სექტემბერი, ავიაკომპანია Turkish Airlines, თბილისი-სტამბოლი (გაფრენა - 03:55, ჩაფრენა - 05:30);

• 13 სექტემბერი, ავიაკომპანია Pegasus Airlines, თბილისი-სტამბოლი (გაფრენა - 03:50, ჩაფრენა - 05:20);

• 15 სექტემბერი, ავიაკომპანია Skyup Airlines, თბილისი - კიევი (გაფრენა - 08:45, ჩაფრენა - 10:45);

• 19 სექტემბერი, ავიაკომპანია Turkish Airlines, თბილისი-სტამბოლი (გაფრენა - 03:55, ჩაფრენა - 05:30);

• 20 სექტემბერი, ავიაკომპანია Pegasus Airlines, თბილისი-სტამბოლი (გაფრენა - 03:50, ჩაფრენა - 05:20);

• 23 სექტემბერი, ავიაკომპანია Skyup Airlines, თბილისი - კიევი (გაფრენა - 08:45, ჩაფრენა - 10:45);

• 26 სექტემბერი, ავიაკომპანია თურქეთის ავიახაზები, თბილისი-სტამბოლი (გაფრენა - 03:55, ჩაფრენა - 05:30);

• 27 სექტემბერი, ავიაკომპანია Pegasus Airlines, თბილისი-სტამბოლი (გაფრენა - 03:50, ჩაფრენა - 05:20);

• 30 სექტემბერი, ავიაკომპანია Skyup Airlines, თბილისი - კიევი (გაფრენა - 08:45, ჩაფრენა - 10:45).

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიებს აღნიშნული მიმართულებებით ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვები უკვე მიანიჭა.

საქართველოს ხელისუფლებამ გასულ კვირაში შეზღუდვები საერთაშორისო ავიამიმოსვლაზე 1 ოქტომბრამდე გააგრძელა.

შეზღუდვები არ ვრცელდება იმ პირდაპირ საერთაშორისო ავიარეისებზე, რომლებიც ხორციელდება თბილისის აეროპორტსა და მიუნხენის, პარიზისა და რიგის აეროპორტებს შორის.

რეგულარული საჰაერო მიმოსვლის ეტაპობრივად აღდგენის გადაწყვეტილება ეპიდემიური ვითარების გათვალისწინებით მოხდება.

 

755
თემები:
ავიამიმოსვლა საქართველოში (181)
ელიავას ბაზრობა

საქართველოში სამრეწველო პროდუქციაზე ფასები იზრდება

20
(განახლებულია 08:36 27.11.2020)
ერთ წელიწადში ფასები ძირითადად გადამამუშავებელი და სამთო მრეწველობის, ასევე კვების პროდუქტებზე გაიზარდა.

თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik.  2020 წლის ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასები ინდექსი 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 8%-ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში. 

ინდექსის ფორმირებაზე ძირითადად გავლენა იქონია ფასების ზრდამ გადამამუშავებელ მრეწველობაში – 7,4%-ით, მათ შორის, კვების პროდუქტებზე – 10,6%-ით და სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში – 20,4%-ით.

სექტემბერთან შედარებით, ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციაზე ფასები 1,7%-ით გაიზარდა.

ადგილობრივი წარმოება

ოქტომბერში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში წარმოებულ პროდუქციაზე ფასები 6,5%-ით გაიზარდა.

ყველაზე მეტად ფასები გაიზარდა გადამამუშავებელ მრეწველობაში – 7,9%-ით, მათ შორის კვების პროდუქტებზე – 7,7%-ით.

ექსპორტი და იმპორტი

ექსპორტზე გატანილი სამრეწველო პროდუქციის ფასების ინდექსი ოქტომბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 11,4%-ით გაიზარდა. 

სამთო-მომპოვებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები 36,6%-ით გაიზარდა. გადამამუშავებელი მრეწველობის ექსპორტირებულ პროდუქციაზე ფასები გაიზარდა 7,7%-ით, მათ შორის კვების პროდუქტებზე – 18,7%-ით, ლითონის ნაკეთობაზე – 6,4%-ით.

საქართველოში იმპორტირებულ სამრეწველო პროდუქციაზე ფასები საანგარიშო პერიოდში 3,3%-ით გაიზარდა. ამასთან გადამამუშავებელი მრეწველობის იმპორტირებული პროდუქცია 4,4%-ით გაძვირდა.

სამომხმარებლო ფასები

ოქტომბერში ინფლაციის წლიურმა დონემ 3,8% შეადგინა (მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ს შეადგენს). სურსათზე ფასები 5,5%-ით გაიზარდა. ექსპერტები ფასების ზრდას კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ კრიზისს უკავშირებენ.

2019 წლის სექტემბრიდან ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა გაცვლითი კურსის დაცემის შემდეგ ინფლაციაზე ზეწოლის განეიტრალების მიზნით. რეფინანსირების განაკვეთი ამ პერიოდში 6,5%-დან 9%-მდე გაიზარდა. თუმცა, კორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეული კრიზისის დაწყების შემდეგ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ეტაპობრივად 8%-მდე შემცირდა.

20
თემები:
საქართველოს ეკონომიკა
კალაუბანი

ფინანსთა მინისტრი: შეზღუდვები ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე აისახება

15
(განახლებულია 10:02 27.11.2020)
2020 წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის გაუარესება 2021 წლის მაჩვენებელზე აისახება, მიაჩნია ფინანსთა მინისტრს

თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. 28 ნოემბრიდან შემოღებული შეზღუდვები საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზზე აისახება, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ბრიფინგზე.

ფინანსთა სამინისტროს პროგნოზის თანახმად, 2020 წელს 5%–იანი, 2021 წელს კი 4,3%–იანი ეკონომიკური ზრდა უნდა ყოფილიყო. მთავრობის გადაწყვეტილებით, ინფიცირების გავრცელების პრევენციის მიზნით  28 ნოემბრიდან 31 იანვრის პერიოდში ქვეყანაში წესდება ახალი შეზღუდვები, მათ შორის, ეკონომიკურ საქმიანობაზე საცალო ვაჭრობის კუთხით. 

 „ჩვენ ვხედავთ, რომ უკვე ნოემბერში შეიმჩნევა შემოსავლის კლება, ჯერ კი შეზღუდვები არ ამოქმედებულა. როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით ეკონომიკის 5%–მდე ვარდნაზე, ეს ოპტიმისტური პერიოდიდან გამომდინარე იყო გამოთვლილი, ამიტომაც ნოემბერი და დეკემბერი მასზე გავლენას იქონიებენ“, – განაცხადა მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, 2020 წელში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის გაუარესება 2021 წლის მაჩვენებელზე აისახება.

 „2020 წლის პროგნოზი 2021 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის გადახედვის საფუძველს იძლევა, რამდენადაც ერთის მხრივ, გაუარესდება სასტარტო პირობები, მათ შორის იანვარსა და თებერვალში, როდესაც შეზღუდვების ნაწილი მოიხსნება. ეკონომიკური აქტიობა ასე მარტივად არ აღდგება, ეს ის ფაქტორია, რომელიც კიდევ უფრო დაამძიმებს წლიურ 4,3%–იან პროგნოზს“, განაცხადა მაჭავარიანმა.

ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ არის დამაიმედებელი ფაქტორი ვაქცინის სახით, რომლის მიღების შემდეგ ეკონომიკა უფრო სწრაფ აღდგენას დაიწყებს.

 „ახალი პროგნოზი დასათვლელია  იმის მიხედვით, რა სურათს მოგვცემს შეზღუდვები. მე მაინც მგონია, რომ  2021 წელს 4%-იანი ზრდის შენარჩუნება  შესაძლებელი იქნება, მაგრამ ეს დასაზუსტებელია“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

15
თემები:
საქართველოს ეკონომიკა
ჯაბა კილაძე

ჯაბა კილაძე: ეს ბეწვის ხიდზე გასავლელი ურთიერთობაა“

0
(განახლებულია 11:32 27.11.2020)
ჯაბა კილაძე საუბრობს ასაკით უმცროს ადამიანებთან ურთიერთობაზე და ამ საკითხს საკუთარი მოზარდი შვილის მაგალითზე განიხილავს.
ჯაბა კილაძე: „ ეს ბეწვის ხიდზე გასავლელი ურთიერთობაა“
„ალბათ უნდა გაიხსენო საკუთარი თავი, როცა პატარა იყავი. როგორ გექცეოდნენ, როგორ გარიგებდნენ ჭკუას, რა მოსწონდათ. შენ რა მოგწონდა, რა გამოგადგა და რა არ გამოგადგა. დაფიქრება გმართებს, როცა შენზე უმცროს ადამიანს ეხები ან რაიმეს ეუბნები, იმიტომ რომ ის სრულფასოვანი ადამიანია“, - ამბობს ჯაბა კილაძე.

მსახიობ ჯაბა კილაძის აზრით „არ არის აუცილებელი, რომ ადამიანი 18 წლის იყოს და მაშინ უთხრა: შენი თავი გეკუთვნისო, მანამდეც მას ეუთვნის. მე მშობლებში ძალიან გამიმართლა, რადგან მათმა ჩემდამი დამოკიდებულებამ თავიდანვე გაამართლა. თავისუფლებას ისინი ყოველთვის მაძლევდენ და პირველი ნაბიჯი ყოველთვის მე უნდა გადამედგა.“

0