მცირე საწარმო

მთავრობა მეწარმეების ხელშესაწყობად ახალ პროგრამას იწყებს

108
(განახლებულია 19:35 20.08.2020)
პრემიერ-მინისტრის თქმით, მოქალაქეებს რეგიონებიდან თბილისში ჩამოსვლა აღარ მოუწევთ, ისინი ინფორმაციას საქართველოს მასშტაბით არსებულ საზოგადოებრივ ცენტრებში მიიღებენ.

თბილისი, 20 აგვისტო – Sputnik. სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით საქართველოში იწყება პროგრამა „სახელმწიფო შენი პარტნიორია“, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ამ ახალი პროგრამის გასაცნობად მოქალაქეებს რეგიონებიდან თბილისში ჩამოსვლა აღარ მოუწევთ, ისინი ინფორმაციას საქართველოს მასშტაბით არსებულ საზოგადოებრივ ცენტრებში მიიღებენ.

„დღეს, იუსტიციის სამინისტროს დახმარებით, საქართველოს მასშტაბით 80 საზოგადოებრივ ცენტრში და 24 იუსტიციის სახლში, 100-ზე მეტ დასახლებულ პუნქტში საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მივიდეს და მიიღოს ზუსტად ის მომსახურება, რომელსაც მიიღებდა თბილისში, სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ეკონომიკის სამინისტროსა და ტურიზმის სააგენტოში. ეს არის უაღრესად სწორი გადაწყვეტილება, რომელიც სწრაფად იქნა განხორციელებული და გვაძლევს შესაძლებლობას, რომ რეგიონული მასშტაბით გავშალოთ სახელმწიფოს მხარდაჭერის პროგრამები“, – განაცხადა გახარიამ.

პრემიერის თქმით, აქამდე ეს ყველა პროგრამა თავმოყრილი იყო შესაბამის სამინისტროებში: ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის სამინისტროებში, ასევე ტურიზმის სააგენტოში. თითეულ მოქალაქეს უწევდა თბილისში ჩასვლა, რომ ამ პროგრამას გაცნობოდა და გამხდარიყო ამ პროგრამის ბენეფიციარი.

პროგრამა „სახელმწიფო შენი პარტნიორია“ – ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი თითოეული ოჯახისთვის, რომელიც მზად არის გარკვეული რისკები აიღოს საკუთარ თავზე, დაიწყოს მეწარმეობა“, – აღნიშნა გახარიამ.

ახალი პროგრამის პრეზენტაცია ამბროლაურში გაიმართა.

„ესეც სიმბოლურია, იმიტომ რომ, მოგეხსენებათ, ამბროლაურსა და რაჭას ახლა სტიქიის გამო უჭირს, ამიტომ ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ეს ჩვენს მოქალაქეებს მისცემს შესაძლებლობას, რომ სწრაფად გახდნენ სახელმწიფოს მხარდაჭერის პროგრამების მონაწილე და ამით შეძლონ დაიწყონ თავისი ბიზნესი, საქმე. თავდაპირველად აიღონ გარკვეული რისკები თავიანთ ოჯახზე, საკუთარ თავზე და, წარმატების შემთხვევაში, უკვე თავიანთ სოფელზე, დაბაზე და ასე გაძლიერდება ქვეყანა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოს მთავრობა ხელს უწყობს, რომ ქვეყანაში ბიზნესის წარმოება მარტივი იყოს.

საქართველო Doing Business-2020-ის მსოფლიო რეიტინგში, რომელიც ბიზნესის წარმოების სიმარტივეს აფასებს, მეშვიდე ადგილზე, ევროპაში კი მეორე ადგილზეა. გარდა ამისა, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმები, მათ შორის ევროკავშირთან და ჩინეთთან, ქვეყანას შესაძლებლობას აძლევს ევროპასა და აზიას შორის ჰაბის როლი შეასრულოს.

108
თემები:
საქართველოს მთავრობა (82)

ქართული ტრანზიტი: აღმოსავლეთ-დასავლეთის ტრასის მონაკვეთი მზადაა

12
ხაშური – ქალაქი აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისიდან 125 კმ-ში, მოსახლეობა დაახლოებით 25 ათასი ადამიანი. ამ დასახლებულ პუნქტში გადის ცენტრალური მაგისტრალი და რკინიგზა.

ხაშურის მთავარ ქუჩებზე ყოველთვის დატვირთული მოძრაობა და ხშირი საცობები იყო. ახლა, ახალი მონაკვეთის მშენებლობის დასრულების შემდეგ, მოძრაობა განიტვირთა და შემცირდა მგზავრობის საერთო დრო საქართველოს დედაქალაქსა და ქვეყნის დასავლეთ ნაწილის ქალაქებს შორის.

ჩქაროსნული მაგისტრალის ახალი მონაკვეთი გვერდს აუვლის ხაშურს და მრავალრიცხოვან სავაჭრო ობიექტებს ძველი გზის გასწვრივ, სადაც ადგილობრივები სხვადასხვა პროდუქტებით ვაჭრობდნენ. იმის უზრუნველსაყოფად, რომ მოსახლეობამ არ დაკარგოს შემოსავლები, ახალი გზაზე სპეციალური სავაჭრო ადგილები მოწეყობა.

აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა E-60, სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ერკეშტამში (ყირგიზეთი). საქართველოში E-60 იწყება აზერბაიჯანის საზღვართან და მთავრდება შავი ზღვის სანაპიროზე, ფოთის პორტთან. საქართველოს ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრია.

12
ვალუტის გადამცვლელი პუნქტი

ლარის კურსი 25 სექტემბერს

298
(განახლებულია 09:21 25.09.2020)
წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0256 ლარით გაუფასურდა.

თბილისი, 25 სექტემბერი  — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,2897 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0256 ლარით გაუფასურდა. 

ლარის კურსი 25 სექტემბერს
298
თემები:
ლარის კურსი დღეს