ნავთობპროდუქტების იმპორტი საქართველოში: საწვავის მოწოდება და მასზე მოთხოვნა გაიზარდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსატვირთო მატარებელი
სატვირთო მატარებელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ნავთობპროდუქტების ყველაზე მსხვილი მომწოდებელი კვლავ რუსეთია, მასზე საავტომობილო საწვავის მთელი იმპორტის 35% მოდის.

თბილისი, 19 აგვისტო – Sputnik. საქართველოში საწვავის იმპორტი გაიზარდა – იანვრიდან ივლისის ჩათვლით ქვეყანაში 608,3 ათასი ტონა ნავთობპროდუქტები შემოვიდა, რაც 4,6%-ით აღემატება 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ამის შესახებ საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებაშია აღნიშნული.

რა უწყობს ხელს ნავთობპროდუქტების იმპორტის ზრდას, საიდან შემოაქვთ და რა ღირს ბენზინი და დიზელის საწვავი საცალო ქსელში – ამის შესახებ „Sputnik-საქართველო“ გესაუბრებათ.

რატომ გაიზარდა მოთხოვნილება საწვავზე?

საწვავის იმპორტის ზრდა, ძირითადად, დიზელის საწვავის იმპორტის ზრდითაა განპირობებული, განაცხადეს საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში.

ავტოგასამართი სადგური - Sputnik საქართველო
უხარისხო ბენზინისთვის ციხე – საქართველოში საწვავის ხარისხის კონტროლი მკაცრდება

ბენზინის იმპორტმა 2020 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით 295,2 ათასი ტონა შეადგინა, დიზელის საწვავისამ – 313,1 ათასი ტონა. ბენზინის იმპორტი შემცირდა 1,4%-ით 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, დიზელის საწვავისა კი გაიზარდა 11,1%-ით.

„საწვავის იმპორტის ზრდა, ძირითადად, განპირობებულია დიზელის საწვავის იმპორტის ზრდით, რაც, თავის მხრივ, უკავშირდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მფლობელთა წახალისების სახელმწიფო პროგრამას, ინფრასტრუქტურული სამუშაოების დიდ მოცულობას და საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით მოძრავი სატრანსპორტო-სატვირთო საშუალებების რაოდენობის ზრდას. 2020 წლის პირველ ექვს თვეში ეს მაჩვენებელი 13,2%-ით გაიზარდა“, – აღნიშნეს კავშირში.

საიდან და როგორ შემოდის?

საწვავი საქართველოში შემოდის რუსეთიდან, რუმინეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქმენეთიდან, ბულგარეთიდან, საბერძნეთიდან, ყაზახეთიდან, თურქეთიდან, ავსტრიიდან, სინგაპურიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, შვეიცარიიდან და ჰონკონგიდან სარკინიგზო გზით და ზღვით.

საქართველოს საგარეო ბრუნვა: როდის შესუსტდება კორონავირუსის გავლენა>>

ნავთობპროდუქტების ყველაზე მსხვილი მომწოდებელი კვლავ რუსეთია. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, 2020 წლის პირველ ექვს თვეში რუსეთიდან შემოვიდა 212,8 ათასი ტონა ნავთობპროდუქტი, რაც მთელი იმპორტის 35%-ს შეადგენს.

საწვავის ფასი

საქართველოში დღეს 5 მსხვილი კომპანია ოპერირებს, რომლებსაც მთელ ქვეყანაში დაახლოებით 600 ავტოგასამართი სადგური ეკუთვნის. მათ გარდა არის ასევე ათობით მცირე და საშუალო, ე.წ. არაბრენდირებული კომპანიები, რომლებსაც ჯამში ასევე 600-მდე ავტოგასამართი სადგური აქვთ.

ბაზრის მოვაჭრეები და მყიდველები პირბადეებით ბაზარში - Sputnik საქართველო
საქართველოში სურსათი გაიაფდა: ივნისში დაფიქსირდა დეფლაცია

ამჟამად ბრენდირებული ავტოგასამართი სადგურების ქსელებში ერთი ლიტრი ბენზინის ფასია: პრემიუმის — 2,01-2,15 ლარი, რეგულარის — 1,88-2,05 ლარი, ევრო დიზელის - 2,03-2,17 ლარი.

კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან საქართველოში საწვავის ფასი საშუალოდ 70-80 თეთრით შემცირდა. მაგრამ ივნისის შუა რიცხვებიდან ბენზინისა და დიზელის ფასებმა ისევ მატება დაიწყო.

„ეს უკავშირდება იმას, რომ მსოფლიოში ეკონომიკის ეტაპობრივად გახსნის პარალელურად გაჩნდა მოთხოვნა ნავთობზე და ფასებმა ზრდა დაიწყო“, – აღნიშნეს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში.

მათი თქმით, საწვავის ფასის შესაძლო ზრდის ტენდენციაზე წინასწარ საუბარი და გრძელვადიანი პროგნოზების გაკეთება არასწორია, მით უფრო, რომ კორონავირუსი ჯერ კიდევ არ ჩამცხრალა, ნავთობის ფასი კი გლობალურ ბაზრებზე პირდაპირ არის დამოკიდებული პანდემიაზე.

ყველა ახალი ამბავი
0