თურქეთში სამუშაოდ გასვლის ნებართვა საქართველოს ათასზე მეტმა მოქალაქემ მიიღო

გამოწერა
თურქეთში სეზონურ სამუშაოზე წასვლის მსურველთა განაცხადებს რეგისტრაციის შემდეგ სპეციალური კომისია განიხილავს და პასუხს 48 საათის განმავლობაში იძლევა.

თბილისი, 19 აგვისტო – Sputnik. საზღვრის გადაკვეთისა და თურქეთში შესვლის ნებართვა საქართველოს ათასზე მეტმა მოქალაქემ მიიღო, ნათქვამია აჭარის მთავრობის განცხადებაში.

აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე თურქეთში გადასვლაზე ნებართვის მიღების მსურველთა რეგისტრაციის პროცესის მიმდინარეობასა და საზღვარზე გადასულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციას გაეცნო. საზღვარი უკვე დაახლოებით 600-მა ადამიანმა გადაკვეთა.

თურქეთში გამგზავრების მსურველებმა რეგისტრაციის პროცედურა უნდა გაიარონ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე abroadworkers.moh.gov.ge, ან ვებ-გვერდზე foreignworkers.moh.gov.ge.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია: სახელმწიფო გააგრძელებს შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოქალაქეების დახმარებას

განაცხადს ის მოქალაქეები ავსებენ, რომლებმაც თურქეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირისგან მოწვევა უკვე მიიღეს და ნოტარიულად ქართულ ენაზე დაამოწმეს. განაცხადებს საპეციალურად შექმნილი სამუშაო ჯგუფი იხილავს. მიუხედავად იმისა, რომ განაცხადების განხილვისთვის დადგენილებით შვიდი დღეა გათვალისწინებული, თურქეთში გასვლის მსურველები პასუხს 48 საათში იღებენ.

აჭარის დასაქმების სააგენტო მოქალაქეებს რეგისტრაციის პროცესში უანგაროდ ეხმარება. დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდზე http://visit.hrajara.gov.ge/nebartva/  ან შემდეგ ტელეფონის ნომრებზე: 1505, (0422) 24 78 82, (0422) 24 78 83.

თურქეთში სამთვიან სამუშაოზე წასვლისთვის საქართველოს მოქალაქეები სპეციალურ ანკეტას ავსებენ. საზღვრის გახსნის გადაწყვეტილება იმ ადამიანებისთვის, რომელთათვის შემოსავლის ერთადერთი წყარო სეზონური სამუშაოები იყო საქართველოს საზღვრებს გარეთ, მთავრობამ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გათვალისწინებით მიიღო.

ყველა ახალი ამბავი
0