დოლარი და ევრო

საქართველოს ვალები გაიზარდა: ვინ რამდენი მოგვცა

177
(განახლებულია 09:10 01.08.2020)
საქართველო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა კორონავირუსული პანდემიისა და გლობალური ეკონომიკური კრიზისის გამო, ქვეყნის ეკონომიკური ვარდნის პროგნოზი 4-დან 5,5%-მდე მერყეობს.

თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის შემცირებამ (რაც ანტკორონავირუსული შეზღუდვებითაა გამოწვეული) და ასევე მოსახლეობის დაზარალებული ფენებისთვის სახელმწიფოს მიერ გაწეულმა მასშტაბურმა დახმარებამ ბიუჯეტის თითქმის 8$-იანი დეფიციტი გამოიწვია.

არსებული დეფიციტის დაფარვის ერთ–ერთი ძირითად წყარო საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დახმარება გახდა, რამაც თავის მხრივ ქვეყნის საგარეო ვალების რაოდენობა გაზარდა. წლის მეორე კვარტალში საქართველოს საგარეო ალი თითქმის 8%-ით გაიზარდა და 30 ივლისისთვის 6 1142,5 მლნ დოლარს მიაღწია.  

საქართველოს ფული უკვე გამოუყვეს

  • საერთაშორისო სავალუტო ფონდმა — 201 მლნ დოლარი;
  • აზიის განვითარების ბანკმა — 485 მლნ დოლარი;
  • გერმანულმა ბანკმა KfW–მა — 295 მლნ დოლარი;
  • ინვესტიციებისა და ინფრასტრუქტურის აზიურმა ბანკმა — 150 მლნ დოლარი;
  • საფრანგეთის განვითარების სააგენტო AFD–მა — 146 მლნ დოლარი;
  • მსოფლიო ბანკმა — 132 მლნ დოლარი;
  • ევროკავშირმა — 80 მლნ დოლარი.

2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში დამტკიცდა, სახელმწიფო ვალის ზღვრული მოცულობა 4,5 მლრდ–ით გაიზრდება და 27,3 მლრდ ლარდ შეადგენს.

რაც შეეხება საგარეო ვალს, მისმა ზღვრულმა მოცულობამ 21,4 მილიარდ ლარს მიაღწია, ხოლო შიდა ვალის მოცულობამ — 5,9 მილიარდს.

წლის შედეგებით, მთავრობის ვალის რაოდენობა მთლიანი შიდა პროდუქტის 55,7%-ია, რომლის 78% — ეს საგარეო ვალია.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, რომელიც საბიუჯეტო სახსრების კონტროლითაა დაკავებული, უკვე მისცა მთავრობას რეკომენდაციები, განაახლოს „მთავრობის ვალების მართვის სტრატეგია“, რომელშიც აუცილებლად უნდა განისაზღვროს ხელისუფლების ნაბიჯები სახელმწიფო ვალის კრიზისამდელ დონეზე დასაბრუნებლად.

ამგვარი რეკომენდაციების მიზეზი გახდა ვალის არსებითი ზრდა და მისი კრიტიკულ წერტილთან მიახლოვება, ასევე ბიუჯეტის დეფიციტი და რთულად პროგნოზირებადი ეკონომიკური ვითარება. აუდიტის სამსახურის აზრით, მთავრობამ ვალების დაბრუნების შანსები რისკ–ფაქტორების გათვლასიწინებით უნდა შეაფასოს.

177
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (681)
სამგზავრო თვითმფრინავი

დაინიშნა ჩარტერული რეისი ვარშავა–თბილისი–ვარშავა

32
(განახლებულია 19:06 07.08.2020)
ავირეისს პოლონური კომპანია LOT Polish Airlines შეასრულებს. ავიაკომპანიას ჩარტერული რეისის განხორციელების ნებართვა 7 აგვისტოს მისცეს.

თბილისი, 7 აგვისტო – Sputnik. ვისაც სურვილი აქვს ჩამოვიდეს საქართველოში ან ვარშავაში გაფრინდეს, შეუძლია ისარგებლოს ჩარტერული რეისით ვარშავა–თბილისი–ვარშავა, რომელსაც პოლონური ავიაკომპანია LOT Polish Airlines 14–15 აგვისტოს შეასრულებს. ინფორმაციას ამის თაობაზე საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

ჩარტერული რეისის შესასრულებლად აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიას საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 7 აგვისტოს მისცა.

14 აგვისტოს თვითმფრინავი ვარშავიდან თბილისში ჩამოფრინდება, ხოლო 15 აგვისტოს შეასრულებს თბილისი–ვარშავის რეისს.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ უცხოელებისთვის საზღვრები სრულად ჩაკეტა, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, და საჰაერო მიმოსვლა 21 მარტიდან ყველა მიმართულებით შეწყვიტა.

ივლისის ბოლოს საქართველომ საჰაერო სივრცე გაუხსნა ხუთ ქვეყანას, რომელთა მოქალაქეებს ქვეყანაში უპირობო შემოსვლის უფლება აქვთ. ესენია გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი.

2 აგვისტოდან რეგულარული ფრენები განახლდა მიუნხენის მიმართულებით. გერმანული ავიაკომპანია Lufthansa პირველი ავიაკომპანიაა, რომელმაც ოთხთვიანი შესვენების შემდეგ საქართველოში რეგულარული ავიარეისები აღადგინა. 5 აგვისტოდან რეგულარული საჰაერო მიმოსვლა აღდგა თბილისსა და რიგას შორის, რომელსაც AirBaltic ასრულებს, ხოლო 8 აგვისტოს თბილისსა და პარიზს შორის ფრენებს დაიწყებს Air France.

თვითმფრინავით მესტიასა და ამბროლაურში: შიდა ფრენები განახლდა>>

ვიზიტორებმა საქართველოში ჩამოფრენისთვის საზღვარზე უნდა შეავსონ სპეციალური ელექტრონული ანკეტა, სადაც უნდა მიუთითონ ბოლო 14 დღის განმავლობაში თავიანთი მოგზაურობის ისტორია, ასევე სად აპირებენ კონკრეტულად საქართველოში გაჩერებას და უნდა დატოვონ საკონტაქტო მონაცემები.

საქართველო ამ ეტაპზე ქვეყანაში შემოსვლის უფლებას აძლევს კიდევ 13 ქვეყნის მოქალაქეებსა და რეზიდენტებს. ესენია ესპანეთი, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, საბერძნეთი, შვედეთი, ხორვატია, იტალია, სლოვაკეთი, ისლანდია და კვიპროსი. მათთვის აუცილებელია 14-დღიანი კარანტინის გავლა და თან – საკუთარი ხარჯით.

რაც შეეხება სამშობლოში დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს, მათთვისაც ძალაშია 14-დღიანი კარანტინი, მაგრამ ხარჯებს ამ შემთხვევაში სახელმწიფო დაფარავს.

ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებისთვისაც საქართველო თავის საზღვრებს ხსნის, ყოველ ორ კვირაში ერთხელ გადაიხედება.

მიუნხენი-თბილისი: Lufthansa რეგულარულ ავიარეისებს აღადგენს>>

სახმელეთო საზღვრები, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, დღემდე დაკეტილია.

32
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (681)
ტრაქტორები

საქართველოში შეღავათებით საწვავზე 100 ათასზე მეტმა ფერმერმა ისარგებლა

58
(განახლებულია 17:32 07.08.2020)
ფერმერებმა, რომლებმაც დიზელის საწვავზე თავიანთი საშეღავათო ბარათები გაანაღდეს, ჯამში 3,6 მილიონ ლარამდე ეკონომია გასწიეს.

თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. სახელმწიფო პროგრამა „აგროდიზელის“ ფარგლებში დიზელის საწვავის შეღავათიან ფასად შესაძენად ბარათები 112 ათასზე მეტმა ფერმერმა მიიღო, ნათქვამია სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს განცხადებაში. 

ფერმერებისთვის დიზელის საწვავის შეღავათიან ფასებში მიწოდება საქართველოს მთავრობის სოფლის დახმარების პროგრამის ერთ-ერთ პუნქტს წარმოადგენს. სოფლის განვითარების პროგრამა მიმართულია დარეგისტრირებული მიწების მფლობელთა ფერმერული მეურნეობების განვითარებისკენ. სწორედ მიწის რეგისტრაცია წარმოადგენს დახმარების განმსაზღვრელ ფაქტორს.

7 აგვისტოს მონაცემებით, ფერმერებმა 29 ათას ტონაზე მეტ დიზელის საწვავზე ფასდაკლების ბარათები მიიღეს. იმ ფერმერებმა, რომლებმაც უკვე გაანაღდეს ფასდაკლების ბარათები, ჯამურად 3,6 მლნ ლარამდე დაზოგეს.

პროგრამის ფარგლებში ბენზინგასამართ სადგურებზე ფერმერთა ორგანიზებული მომსახურების მიზნით ძალაშია დადგენილი წესი, რომლითაც ყველა ფერმერმა 1 ივლისამდე შეძლო კუთვნილი საწვავის ფასდაკლების ბარათების 20%-ის განაღდება, თუ სულ მცირე 100 ლიტრი საწვავი აიღო. თუ მისაღები დიზელის საწვავის ოდენობა 100 ლიტრზე ნაკლები იყო, ფერმერებს შეეძლოთ საწვავის ფასდაკლების ბარათების სრულად გამოყენება. 

1 ივლისიდან 1 სექტემბრამდე შესაძლებელია კუთვნილი საწვავის დამატებით 20%-ის განაღდება არანაკლებ 300 ლიტრის შემთხვევაში. თუ კუთვნილი საწვავის ოდენობა 300 ლიტრზე ნაკლებია, ფერმერებს საწვავის ფასდაკლების ბარათების სრულად განაღდება შეუძლიათ. 1 სექტემბრიდან კი მათ ნებისმიერი რაოდენობის დიზელის საწვავზე ფასდაკლების ბარათების გამოყენების შესაძლებლობა ექნებათ.

ყველა ფერმერი, რომელიც 0,25-დან 10 ჰექტრამდე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს ფლობს, აგროტექნიკური სამუშაოებისთვის აუცილებელ საწვავს საბაზრო ღირებულებაზე იაფად შეიძენს. წლიური ლიმიტი იქნება 150 ლიტრი ერთ ჰექტარ მიწის ნაკვეთზე.

დამატებითი დახმარება ფერმერებს

გარდა ამისა, 132 ათასზე მეტ ფერმერს, რომლებიც ლეგალურად ფლობენ 0,25-დან 10 ჰექტრამდე ფართობის დარეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს, აგრობარათებზე უკვე დაერიცხათ აგროქულები. დარიცხული სუბსიდიის ოდენობა 24 მლნ ლარს აჭარბებს. 

აგრობარათებით ფერმერებს შეუძლიათ სასუქებისა და მცენარეთა დამცავი პრეპარატების, ქიმიური და ბიოლოგიური საშუალებების, თესლისა და ნერგების შეძენა, ასევე აგროტექნიკის მომსახურების საფასურის გადახდა.

გარდა ამისა, აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წლის 31 ივლისის მონაცემებით, გაცემულია 16 ათასზე მეტი პოლისი. დაზღვეულია 17 ათას ჰექტრამდე მიწის ფართობი, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 34%-ით მეტია. დაზღვეული მოსავალის ღირებულება 150 მილიონ ლარს აღემატება.

აგროდაზღვევის პროგრამაში სიახლეა ის, რომ მრავალწლიანი კულტურების დაზღვევა სეტყვის, წყალდიდობის, ქარიშხლისა და შემოდგომის ყინვებისგან სამი წლით არის შესაძლებელი. გარდა ამისა, სახელმწიფო, სხვადასხვა მოცულობით კულტურის სახეობის მიხედვით, მონაწილეობას მიიღებს სადაზღვევო პრემიების თანადაფინანსებაში.

წელს შეიცვალა აგროკრედიტის პროგრამაც, რომელიც ქვეყანაში 2012 წლიდან მოქმედებს. სახელმწიფო სრულად აანაზღაურებს 5-დან 100 ათას ლარამდე იმ კრედიტის პროცენტს, რომელიც ერთწლიანი კულტურების წარმოების განვითარებაზეა აღებული. კრედიტი ნახევარი წლის განმავლობაში გაიცემა. 

ბოლო მონაცემებით, უკვე გაცემულია 1 707 აგროკრედიტი. კრედიტის საერთო თანხა 31 მილიონ ლარს აჭარბებს, მათ შორის სააგენტოს მიერ კრედიტის პროცენტის თანადაფინანსება 2,5 მლნ ლარზე მეტია.

სააგენტოს ინფორმაციით, აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამაში ჩართულია 387 ბენეფიციარი, მათ შორის სასოფლო-სამეურნე ტექნიკის ღირებულების 50% დაუფინანსდა 252 ბენეფიციარს, ხოლო სასათბურე მეურნეობის მოწყობისთვის და მოდერნიზებისთვის შესასყიდი ძირითადი საშუალებების შეძენის და მათი სამონტაჟო სამუშაოების, ასევე ერთწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის სარწყავი სისტემის შესყიდვასა და მონტაჟისათვისათვის 135 ბენეფიციარის განაცხადი დაკმაყოფილდა.

58
თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა
სახელმწიფო დეპარტამენტი

მიმოხილვა: რა წერია აშშ-ის გლობალური ურთიერთქმდების ცენტრის მოხსენებაში

0
(განახლებულია 15:55 07.08.2020)
ამერიკელებმა ფარდა ახადეს მსოფლიო სადეზინფორმაციო კამპანიის რუსულ ტაქტიკას. მაგრამ ეს „ფარდის ახდა“ სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან ამერიკელების დეზინფორმირებისა და ამასთან, მთავრობისთვის უფრო მეტი ფულის „გამოძალვის“ მცდელობაა.

გევორქ მირზაიანი

ამ დღეებში აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტთან არსებულმა გლობალური ურთიერთქმედების ცენტრმა გამოაქვეყნა მოხსენება „რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის ეკოსისტემის საფუძვლები“. ავტორების მიზანი „რუსეთის მოქმედების ტაქტიკის მხილება იყო, რათა ჩვენმა პარტნიორებმა, მოკავშირე მთავრობებმა, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა, მეცნიერებმა, პრესამ და საზოგადოებამ მთელ მსოფლიოში შეძლონ დეზინფორმაციასა და პროპაგანდაზე შემდგომი ანალიზის ჩატარება და კოლექტიური პასუხის გაძლიერება“.

სიურპრიზი სიურპრიზზე 

ერთი შეხედვით ყველაფერი სოლიდურად გამოიყურება — ტექსტის 75 გვერდი, 313 ბმული, გრაფიკები და ცხრილები. მისი მიხედვით, რუსეთის ხელისუფლება ცდილობს გამოიყენოს მედიასაშუალებები თავისი თვალსაზრისით გასატარებლად (!) — და, რა თქმა უნდა, ეს კრემლის გენიალური გამოგონებაა, სხვა ქვეყნებმა უნდა ისწავლონ, როგორ მოიქცნენ. 

კიდევ ერთი „აღმოჩენა“ ისაა, რომ რუსეთის სახელმწიფო მედიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციებს სხვა გამოცემები იტაცებემ და შემდეგ მთელ ინტერნეტში ვრცელდება. ავტორებმა, როგორც ჩანს, მხოლოდ ახლა აღმოაჩინეს ინტერნეტის თავისეურებები და ინფორმაციის გადაცემის ამჟამინდელი გარემო.

მოხსენებაში რუსეთის ძირითადი მედიასაშუალებებისა და მათი მფლობელების აღწერა ასევე წარმოადგენს კოლოსალურ ფასეულობას ნებისმიერი ანალიტიკოსისთვის — რატომღაც ხომ ისე გამოდის, რომ პროსახელმწიფოებრივ არხებს, გამოცემებსა და ინტერნეტსაიტებს ისეთი ადამიანები ხელმძღვანელობენ, რომლებიც პროსახელმწიფოებრივ იდეოლოგიას იზიარებენ?!

გარდა ამისა, მკვლევარებისთვის ასევე დიდი ფასეულობაა მოხსენების ცენტრალური აზრი: მოსკოვის ნებისმიერი თვალსაზრისი მსოფლიო პრობლემებზე, მის შესახებ ნებისმიერი პუბლიკაცია არის არა სიტყვის თავისუფლების გამოვლენა, არამედ რუსული პროპაგანდისა და სიცრუის ბოროტი მაგალითი, რომელიც გონებას უბინდავს დასავლეთის უცოდველ მოსახლეობას.

რა თქმა უნდა, შეიძლება ითქვას, რომ ამ  მოხსენების მეცნიერულ ღირებულებას მარტო ეს აზრიც კი აუფასურებს, მაგრამ მას ღირებულება უბრალოდ არ გააჩნია. არსებითად ეს 75 გვერდი არის ბანალური აზრების ჩამონათვალი, რომლის მიზანიც არა საფარველის ჩამოგლეჯაა, არამედ სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს თხოვნის მატერიალური გამყარებაა გლობალური ურთიერთქმედების ცენტრის დაფინანსების ორჯერ გაზრდის თაობაზე. სწორედ რუსეთისა და სხვა ქვეყნების დეზინფორმაციასთან ბრძოლის სახელით.

ბედნიერება ფულშია  

გასაკვირი არ არის, რომ რუსი პოლიტიკოსებისა და ექსპერტების რეაქცია ამ მოხსენებაზე იყო რაღაც საშუალო დაცინვასა და ზიზღს შორის. მასში მოყვანილი არგუმენტები მათ სერიოზულად არ აღიქვეს და მორიგ რუსოფობიულ თითხვნად შეაფასეს. თუმცა იმავდროულად არიარეს, რომ მოხსენების ავტორებს მის გამოსაქვეყნებლად სრულიად მართებული საფუძველი ჰქონდათ.

„სახელმწიფო დეპარტამენტის რუსოფობების ანტირუსული ბოდვის მორიგი ულუფა მოხსენების ფორმით, ხილულად წარმოაჩენს ამერიკელი პოლიტიკოსების პანიკურ შიშს ქვეყნის შიგნით და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე ალტერნატიული თვალსაზრისის წინაშე“, — ამბობს რუსი დეპუტატი სერგეი ჟელეზნიაკი.

RT–სა და Spputnik–ს იმაზე ნაკლები ფული აქვთ, ვიდრე მსხვილ დასავლურ მედიას, მაგრამ მათ სწორედ ის ალტერნატიული თვალსაზრისი გააჩნიათ.

ვირაცას შესაძლოა აქამდე ეჩვენებოდეს, რომ დასავლეთში სიტყვის თავისუფლებაა, მაგრამ ეს ასე არაა. მთელ რიგ საკითხებზე ამერიკული მედია საბჭოთა გაზეთებს ჩამოჰგავს — ისინი ერთიან, პოლიტიკურად კორექტულ თვალსაზრისს ტრანსლირებენ.

და ეს თვალსაზრისი — შავკანიანებისა და მემარცხენეების მიერ ამერიკაში მოწყობილი არეულობა, ამერიკული ისტორიული მემკვიდრეობის რღვევის სისწორე, უდანაშაულობის პრეზუმფციის მიმართ ზიზღი და ასევე რუსეთის დემონიზაცია — დასავლელ მკითხველს ბეზრდება და ალტერნა ტიულ თვალსაზრისს ისინი რუსეთის ინგლისურენოვან მედიაში ნახულობენ.

ეს კი უკვე სერიოზული პრობლემაა აშშ–სთვის, ვინაიდან მსოფლიო საინფორმაციო სფეროზე კონტროლი არის კიდევ ამერიკული დომინირების საფუძველი. სწორედ ამიტომაც, როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, „ვაშინგტონი აკრიტიკებს ნებისმიერ საინფორმაციო წყაროს, რომლებიც ალტერნატიულ თვალსაზრისს ავრცელებენ, და ცდილობს ჩაახშოს ნებისმიერი ხმა, რომელიც ეწინააღმდეგება ამერიკულ მიდგომებს“. ხოლო როცა კრიტიკა არ შველის, სანქციებს აწესებენ.

ამგვარი დევნა რეალურად ასუსტებს აშშ–ის გეოპოლიტიკურ შესაძლებლობებს. მაგალითად, რუსეთის გამოყენების მხრივ ჩინეთის შესაკავებლად, და ასევე სხვა გლობალური საკითხების გადასაჭრელად. სულ უფრო მეტი ამერიკელი ექსპერტი მოუწოდებს ვაშინგტონს, უფრო პრაგმატულად მიუდგეს მოსკოვთან დიალოგს. ამის მაგალითია 103 გამოჩენილი ამერიკელი ექსპერტის ღია წერილი Politiko–ში, რომელთა შორის არიან ყოფილი დიპლომატები და პოლიტიკოსები.

„მაგრამ ოკეანისგაღმელი ოპონენტების ისეთი დოკუმენტებს, როგორიცაა გლობალური ურთიერთქმედების ცენტრის მოხსენება, შეუძლია მხოლოს ერთ მიზანს მიაღწიოს — ბოლო მახვილი ჩასცეს რუსულ–ამერიკულ დიალოგს გლობალურ საკითხებზე და წლების განმავლობაში გამორიცხოს უნდობლობის კრიზისის გადალახვა ჩვენს ქვეყნებს შორის“, — აღნიშნავს ჟელეზნიაკი.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

0