„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ საქართველოს მთავრობისგან კომპენსაციას მოითხოვს

© photo: Sputnik / Stringerანაკლია
ანაკლია - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონსორციუმის ძირითადი მოთხოვნებია: ფინანსური დანაკარგის ანაზღაურება, რომელიც, მათი თქმით, 1 მლრდ დოლარს აჭარბებს და შეთანხმების აღდგენა.

თბილისი, 30 ივლისი — Sputnik.  „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“, რომელსაც საქართველოში პირველი ღრმაწყლოვანი პორტი უნდა აეშენებინა და პროექტის ერთ–ერთმა მსხვილმა უცხოელმა  ინვესტორმა ბობ მეიერმა საქართველოს მთავრობის წინააღმეგ  საერთაშორისო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოში სარჩელები შეიტანეს, განაცხადეს კონსპრციუმის წარმომადგენლებმა ბრიფინგზე. 

ანაკლიის სანაპირო - Sputnik საქართველო
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს

საქართველოს მთავრობამ  „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ საინვესტიციო შეთანხმების საბოლოოდ გაწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება 9 იანვარს მიიღო, მას შემდეგ რაც 2019 წლის დეკემბერში ინვესტორმა უკვე მეშვიდედ ვერ შეძლო ვალდებულების შესრულება და მთავრობისთვის ბანკებთან საკრედიტო შეთანხმებების შესახებ დოკუმენტაციის წარდგენა. ხელისუფლება უკვე ახალ ტენდერს ამზადებს.

„როგორც პატრიოტული ჟესტი, კონსორციუმმა შეაჩერა აღნიშნული სარჩელების შეტანა კორონავირუსის პანდემიის პირობებში, რათა ხელი არ შეგვეშალა მთავრობისთვის პანდემიასთან ბრძოლის პროცესში. სამწუხაროდ, მთავრობა უბიძგებს კონსორციუმს, რომ დაიწყოს საარბიტრაჟო დავა და შესაბამისად, მთავრობამ უნდა იკისროს პასუხისმგებლობა მიღებული შედეგებისთვის“, – განაცხადა ბრიფინგზე კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა ტედ ჯონასმა.

კონსორციუმის ძირითადი მოთხოვნებია: ფინანსური დანაკარგის ანაზღაურება, რომელიც, მათი თქმით, 1 მლრდ დოლარს აჭარბებს და შეთანხმების აღდგენა. 

ანაკლია - Sputnik საქართველო
ანაკლიის პორტის განვითარების სააგენტო ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა

ბობ მეიერმა სარჩელი  საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრში (ICSID), ხოლო კონსორციუმმა საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში (ICC) შეიტანეს.

 „ანაკლიის პროექტისთვის ძირგამომთხრელი კამპანიითა და საარბიტრაჟო დავის ფორსირებით, მთავრობა აზიანებს საქართველოს ეკონომიკას. გარდა ეკონომიკური სარგებლის დაკარგვისა, რომელსაც ანაკლიის პორტი და ეკონომიკური ზონა მოუტანდა ქვეყანას ან იმ არასასურველი ფინანსური პასუხისმგებლობისა, რაც სახელმწიფოს დაეკისრება, მთავრობა ფაქტობრივად ხელს უშლის საერთაშორისო ინვესტორებს, საქართველოში განახორციელონ ნებისმიერი ინვესტიცია“, – აღნიშნა ჯონასმა.

კონსორციუმი უკანონოს უწოდებს  საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლითაც მათთან ხელშეკრულება ოფიციალურად შეწყდა.

განწირულია მარცხისთვის

პარლამენტის დეპუტატი რატი იონათამშვილი მიიჩნევს, რომ კონსორციუმის საქართველოს მთავრობასთან სასამართლო დავა თავიდანვე განწირულია მარცხისთვის. მისი აზრით, პორტის მშენებლობის იდეის ავტორი და ინიციატორი სწორედ საქართველოს მთავრობაა, რომელიც პროექტის განხორციელებისთვის ყველაფერს აკეთებს. 

ანაკლია - Sputnik საქართველო
საქართველოს ანაკლიის პროექტისთვის ახალი ინვესტორის მოძიებაში EBRD დაეხმარება

 „ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რათა  დამატებით ინვესტორები მოვიზიდოთ. ნაცვლად იმისა, რომ ეს გაეკეთებინა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას, ისინი ცდილობენ, აღნიშნული პროცესი დააზიანონ და საქართველოს ხელისუფლებასთან წინასწარ განწირულ სასამართლო დავაში შევიდნენ. მათ საამისო  პერსპექტივა არ აქვთ“, – განაცხადა იონათამიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე.

დეპუტატის თქმით, კონსორციუმი აქტიურად ცდილობდა პროექტი რომ ჩავარდნილიყო, რადგანაც, პრაქტიკულად, არცერთი ვალდებულება არ შეასრულა, არ იყო დაცული ვადები, პროექტის განსახორციელებლად არ იქნა მოზიდული ინვესტორები. როგორც იონათამიშვილმა აღნიშნა,  მთავრობამ მიიღო ისეთი  გადაწყვეტილება,  რომელსაც ხელი უნდა შეეწყო ანაკლიის პროექტის განხორციელებისთვის.

რა „შესცოდა“ კონსორციუმმა

საქართველოს მთავრობამ ინვესტორთან 2016 წელს ხელმოწერილი შეთანხმების გაწყვეტა გადაწყვიტა. ეს გადაწყვეტილება კი ახსნა იმით, რომ კონსორციუმმა 2019 წლის დეკემბერში უკვე მეშვიდედ ვერ შეძლო ვალდებულების შესრულება და მთავრობისთვის ბანკებთან საკრედიტო შეთანხმებების შესახებ დოკუმენტაციის წარდგენა. კერძოდ, კონსორციუმმა ვერ შეძლო ფინანსური გარიგების დახურვის ვალდებულების შესრულება, რომელიც ითვალისწინებდა 400 მილიონი დოლარის მოზიდვას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან. 

ანაკლია - Sputnik საქართველო
საქართველოს ანაკლიის პროექტისთვის ახალი ინვესტორის მოძიებაში EBRD დაეხმარება

შეთანხმების ხელმოწერიდან 2018 წლის ოქტომბრამდე სახელმწიფოსა და კონსორციუმს შორის შეთანხმებაში 40-ზე მეტი ცვლილება შევიდა. პრაქტიკულად ყველა ცვლილება ეხებოდა ვადების გაგრძელებას. ამასთან, კონსორციუმს ჩამოაწერეს 11 მლნ დოლარის ჯარიმა.

კონსორციუმი მიიჩნევს, რომ კეთილსინდისიერად ასრულებდა ყველა პირობას და მთავრობას არასაკმარის მხარდაჭერაში ადანაშაულებს.

კონსორციუმი ირწმუნება, რომ სწორედ ხელისუფლების ქმედებების გამო ვერ დაასრულა ძირითად პირობებზე შეთანხმება პოტენციურ ინვესტორებთან, რომელთა მონაწილეობა უმნიშვნელოვანესია ანაკლიის პორტის მშენებლობის გაგრძელებისა და სამომავლო წარმატების საკითხში.

გრანდიოზული ჩანაფიქრი

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენების გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდისა და პროექტ „ახალი აბრეშუმის გზასთან" მიერთების მიზნით მიიღო. ამ უკანასკნელს აღმოსავლეთი და დასავლეთი ჯერ კიდევ 2016 წელს უნდა დაეკავშირებინა. 

ნათია თურნავა - Sputnik საქართველო
თურნავა ანაკლიის პორტზე: მიმდინარეობს სატენდერო პირობების გადახედვა

ახალი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, 2018 წლის ივლისში კი დაიწყო მუშაობა ფსკერის 16 მეტრამდე ჩასაღრმავებლად. ამჟამად პორტის მშენებლობა გაჩერებულია.

ინვესტორების მოძიებისთვის  ხელისუფლებამ  დახმარების თხოვნით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს მიმართა.

საქართველოში ამჟამად ორი პორტი მუშაობს – ბათუმისა და ფოთის. ამასთან ძირითადი ტვირთები ფოთის გავლით მოძრაობს. ამ პორტის ნაკლია მისი მცირე სიღრმე – ამ დროისთვის მას არ შეუძლია 1,5 ათას კონტეინერზე მეტი ტევადობის გემების მიღება.

ყველა ახალი ამბავი
0