სსფ პანდემიის გაგრძელების გამო კვოტებს ზრდის

© photo: Sputnik / Vladimir Trefilov / გადასვლა მედიაბანკშიფული
ფული - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფონდის ხელმძღვანელობამ მოიწონა სწრაფი კრედიტირების მექანიზმის ფარგლებში გადასახადების რაოდენობაზე შეზღუდვების დროებითი გაყინვა 2021 წლის 6 აპრილამდე

თბილისი, 26 ივლისი – Sputnik. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (სსფ) დროებით გაზარდა ხელმისაწვდომობის წლიური კვოტები საერთო რესურსების ანგარიშზე და სატრასტო ფონდის სახსრებზე სიღარიბის შემცირებისა და ზრდის ხელშეწყობის მიზნით, რაც უკავშირდება კორონავირუსის „პანდემიით გამოწვეულ უნიკალურ ვითარებას“, ნათქვამია სსფ–ის განცხადებაში.

„სსფ–ის დირექტორთა საბჭომ 13 ივლისს დაამტკიცა დროებითი წლიური ლიმიტების გაზრდა საერთო რესურსების ანგარიშზე და სატრასტო ფონდის სახსრებზე, რისი მიზანიც სიღარიბის შემცირება და ზრდის ხელშეწყობაა“, – ნათქვამია დოკუმენტში.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი ვაშინგტონში - Sputnik საქართველო
სსფ რეგიონში ეკონომიკის აღდგენის პერსპექტივებზე

კერძოდ, პირველი პროგრამით, ხელმისაწვდომობა გაფართოებული იყო კვოტების 145%–დან 245%–მდე, მეორე ვერსიით – 100%–დან 150%–მდე. ეს გადაწყვეტილება 2021 წლის 6 აპრილამდე მოქმედებს. „ეს წევრ ქვეყნებს საშუალებას მისცემს, ამ პერიოდში მიიღონ უფრო მაღალი ფინანსური მხარდაჭერა გამონაკლისის სახით ხელმისაწვდომობის მექანიზმის გამოყენებაზე განაცხადის აქტივაციის გარეშე“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამას გარდა, ფონდის ხელმძღვანელობამ მოიწონა სწრაფი კრედიტირების მექანიზმის ფარგლებში გადასახადების რაოდენობაზე შეზღუდვების დროებითი გაყინვა 2021 წლის 6 აპრილამდე. შემდეგ ჯერზე ამ გადაწყვეტილებებს 2020 წლის ბოლოს შეაფასებენ.

სსფ-ის მიერ COVID-19-თან ბრძოლისთვის გამოყოფილ თანხას საქართველო მსოფლიოში პირველი მიიღებს>>

ფონდის მონაცემებით, 13 ივლისის მდგომარეობით აქედან დახმარება კორონავირუსის პანდემიის შედეგებთან ბრძოლისთვის 72–მა ქვეყანამ მიიღო.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) COVID-19–ის პანდემიის აფეთქება 11 მარტს გამოაცხადა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 26 ივლისის დილისთვის შემთხვევების რაოდენობა 13 581 009-ს აღწევს, გარდაიცვალა 635 173 ადამიანი.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ბოლო მონაცემებით კი, მსოფლიოში გამოვლინდა ინფიცირების 16 მილიონზე მეტი შემთხვევა, გარდაიცვალა 644 ათასზე მეტი ადამიანი.

ყველა ახალი ამბავი
0