ქართული ღვინის დეგუსტაცია

ქართული ღვინის მორიგი გამარჯვება მსოფლიო არენაზე: ოქროსა და ვერცხლის მედლები პოლონეთში

125
(განახლებულია 19:22 07.07.2020)
პოლონეთში გამართულ ვარდისფერი ღვინოების საერთაშორისო კონკურსში სულ 28 ქვეყნის 220 ღვინის ნიმუში მონაწილეობდა.

თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. პოლონეთში გამართულ ვარდისფერი ღვინოების საერთაშორისო კონკურსში (International Rosé Championship 2020) ქართულმა ღვინოებმა ოქროსა და ვერცხლის მედლები დაიმსახურეს, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.

კერძოდ, ოქროს მედლები მიიღეს ღვინოებმა: იბერიელი, „ზურაბ თოფურიძე ჩხავერი (გურია) – 2018" და მარანი „დიმნა" (იმერეთი) - „ძელშავი 2017"; ღვინომ "ზურაბ თოფურიძე ჩხავერი 2018" ასევე დაიმსახურა საუკეთესო ღვინოების სპეციალური ჯილდო.

ვერცხლის მედლები მოიპოვეს: თელავის ღვინის მარანი, „ცქრიალა როზე (კახეთი) - 2019", თელავის ღვინის მარანი, „საფერავი როზე (კახეთი) – 2019" და „ლაპატი ვაინსი", „კიდევ ერთი პეტ ნატი" (ქართლი) – 2016".

„ქართული ღვინის წარმატება მსგავს საერთაშორისო პრესტიჟულ კონკურსში მიანიშნებს მის მაღალ ხარისხზე და კიდევ უფრო ზრდის ქართული ღვინის ცნობადობას მსოფლიოს მასშტაბით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია Covid-19-ის ვირუსის მსოფლიო პანდემიის ფონზე, რომელმაც მსოფლიოს ბევრი ქვეყნის მსგავსად, საქართველოს ღვინის ინდუსტრიაც დააზარალა", – აღნიშნეს ღვინის ეროვნულ სააგენტოში.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პოლონეთში გამართულ საერთაშორისო კონკურსში სულ 28 ქვეყნის 220 ღვინის ნიმუში მონაწილეობდა.

მსოფლიოში ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით საქართველო სარეკლამო კამპანიას აფართოებს>>

ჟიურის, რომლის შემადგენლობაშიც მსოფლიოს 7 ქვეყნის 12 საუკეთესო ექსპერტი შედიოდა, ღვინის მაგისტრი ელიზაბეტ გაბაი (Elizabeth Gabay) ხელმძღვანელობდა.

კონკურსზე ქართული ღვინოები ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორმა პოლონურმა ორგანიზაცია Malinova-მ წარადგინა.

125
თემები:
ღვინის კულტურა და მეღვინეობა (83)

შემოდგომის ნუგბარი: საქართველომ რუსეთში წაბლის ექსპორტი დაიწყო

3
ადრე ქვეყანაში არ ფიქრობდნენ წაბლის ექსპორტის პოტენციალზე და მოსავალს მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე ანაწილებდნენ

ექსპორტიორი ლევან ბენაშვილი მოსკოვში საკვები პროდუქციის გამოფენას დაესწრო და თავად იხილა, რამდენად მოთხოვნადია უზბეკური წაბლი. მან გადაწყვიტა ქართული წაბლის მიწოდება და გახსნა წაბლის გადამამუშავებელი პირველი ქარხანა ქვეყანაში, სადაც ნუგბარს გასაყიდად ამზადებენ და რუსეთში გზავნიან.

პანდემიამ ხელი ვერ შეუშალა ასეთ ძლიერ და გაბედულ ნაბიჯს. ბენაშვილი წელს რუსეთში 500 ათასამდე ტონა წაბლის გატანას გეგმავს.

3
ვალუტის გადამცვლელი კურსი

ლარის კურსი 24 სექტემბერს

131
(განახლებულია 23:45 23.09.2020)
წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0242 ლარით გაუფასურდა.

თბილისი, 24 სექტემბერი  — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,2641 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0104 ლარით გაუფასურდა. 

ლარის კურის 24 სექტემბერს
131
თემები:
ლარის კურსი დღეს