პრემიერმა მევენახეებს მიმართა - სახელმწიფო არ დაგივიწყებთ

© photo: Sputnik / Stringerრთველი რაჭაში
რთველი რაჭაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში საქართველოდან ღვინის ექსპორტი 11,3%-ით 73 მილიონ დოლარამდე დაეცა და სახელმწიფო დარგის დახმარებას გეგმავს

თბილისი, 27 ივნისი – Sputnik. უახლოეს დროს საქართველოს მთავრობა წარმოადგენს მევენახეების დახმარების პროგრამას, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

კორონავირუსის პანდემიის და ქვეყნებს შორის სავაჭრო ოპერაციების შემცირების ფონზე საქართველოდან ღვინის ექსპორტის მოცულობაც იკლებს. „საქსტატის“ მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში საქართველოდან ღვინის ექსპორტი 11,3%-ით 73 მილიონ დოლარამდე დაეცა.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია: პანდემიამ და ეკონომიკურმა კრიზისმა საქართველოსთვის ყველაფერი შეცვალა

„უახლოეს კვირაში, მაქსიმუმ 10 დღეში დახმარების პროგრამას წარვადგენთ. მინდა დავამშვიდო მევენახეები, სახელმწიფო კრიზისის პირისპირ არ მიგატოვებთ. ჩვენ გვესმის, რომ დღეს სერიოზულად შეზღუდულია ექსპორტი, შემცირდა ტურისტების ნაკადი და, შესაბამისად, მოხმარებაც“, - განაცხადა გახარიამ.

ამასთან მან აღნიშნა, რომ რა ფორმით მიიღებენ მევენახეები დახმარებას, ამის შესახებ მთავრობა მოგვიანებით განაცხადებს.

ამასთან, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ განაცხადა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს რთველის სუბსიდირებაზე 60 მილიონი ლარი დაიხარჯება.

მეხუზლას თქმით, სუბსიდია, სავარაუდოდ, მხოლოდ „რქაწითელის“ ჯიშის ყურძენს შეეხება.

გიორგი გახარია პარლამენტში - Sputnik საქართველო
უკვე მესამედ... კვლავ პარლამენტში – პრემიერს კანონმდებლები უსმენენ

მისი თქმით, ჭარბი ყურძნის შემთხვევაში პასუხისმგებელი იქნება სახელმწიფო მეღვინეობა „აკურა“ - ის ჩაიბარებს დარჩენის პროდუქციას.

იმისთვის, რომ პანდემიის გამო გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი რთველზე არ აისახოს, საქართველოს ხელისუფლება მეღვინეობის დარგზე ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში იზრუნებს. ეს გადაწყვეტილება ივნისის დასაწყისში მიიღეს პრემიერთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან.

სახელმწიფო უკვე რამდენიმე წელია აღარ გამოყოფს სუბსიდიას ღვინის წარმოებასა და ღვინის ქარხნებისთვის ყურძნის ჩაბარებაზე. ყურძნის შესყიდვის ფასს ბაზარი განსაზღვრავს, ანუ ფერმერები და ღვინის კომპანიები პირდაპირ თანხმდებიან ღირებულების შესახებ.

ყველა ახალი ამბავი
0