მოცვი

ქართული მოცვი ექსპორტზე გავა

133
(განახლებულია 14:55 22.06.2020)
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხელისუფლება აქტიურად ეხმარება ფერმერებს, რომლებსაც მაღალი ხარისხის ლურჯი მოცვი მოჰყავთ.

თბილისი, 22 ივნისი – Sputnik. გურიაში 2020 წელს 225 ჰექტარ ფართობზე 250 ტონა მოცვს მოიყვანენ, განაცხადა გურიის გუბერნატორმა ზურაბ ნასარაიამ.

სოფლის მეურნეობის განვითარება სულ უფრო აქტუალური და პრიორიტეტული ხდება საქართველოს მთავრობისთვის. ბოლო დროს დიდი ყურადღება ექცევა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მაღალმოსავლიანი კულტურების მოყვანას. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხელისუფლება აქტიურად უწყობს ხელს ფერმერებს, რომლებსაც მაღალი ხარისხის მოცვი მოჰყავთ. ამ კულტურის პლანტაციები რამდენიმე ასეულ ჰექტარზე გაშენებულია იმერეთში, სამგრელოში, აჭარასა და გურიაში.

„რეგიონში ბაღების გაშენების პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს. ბაღები შენდება როგორც დიდი, კომერციული დანიშნულების, ასევე მცირე ზომის, წვრილ ფერმერულ მეურნეობებში, ძირითადად, სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, რომლებიც უშუალოდ ფერმერთა მხარდაჭერისთვის ხორციელდება“, – განუცხადა ნასარაიამ ჟურნალისტებს.

მისი თქმით, რეგიონი ერთ-ერთი მოწინავეა კენკროვანი კულტურების წარმოების თვალსაზრისით. მოცვის დარგვა რამდენიმე ათეულ ჰექტარზე მიმდინარეობს.

ზურაბ ნასარაიამ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან სოლომონ პავლიაშვილთან ერთად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯაში შპს „ბლუბერის” ლურჯი მოცვის პლანტაცია დაათვალიერა.

აქ მოცვი, მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, 16 ჰექტარზეა გაშენებული. კომპანია 2016 წლიდან მონაწილეობს სოფლის მეურნეობის პროგრამებში „დანერგე მომავალი“, „შეღავათიანი აგროკრედიტი“ და „აგროწარმოების დახმარება“.

კომპანიამ ბაღების გაშენებისა და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 100 ათასი ლარის დაფინანსება მიიღო. აქედან 96,6 ათასი ნერგებზე დაიხარჯა. მიმდინარე წელს 80 ტონა მოსავალს პროგნოზირებენ. მოცვის აღების პერიოდში კომპანია 150 ადგილობრივ მოსახლეს ასაქმებს.

საქართველოში ნაწარმოები მოცვის მნიშვნელოვანი ნაწილი ექსპორტზე გადის, რაც კიდევ უფრო ამაღლებს ამ კულტურით დაინტერესებას.

133
თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა (92)
ვალუტის კურსი

რა უჯდება ეროვნულ ბანკს ეროვნული ვალუტის სტაბილურობა

28
(განახლებულია 15:16 13.07.2020)
კორონავირუსუს პანდემიამ  ეკონომიკის იმ  სფეროებს,  საიდანაც ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინება ხდება, სერიოზული დარტყმა მიაყენა.

ტურიზმის გაჩერებამ, უცხოეთიდან ფულადი გზავნილებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიცების კლებამ, ისედაც გაუფასურებული ლარი კიდევ  უფრო მეტად გაუფასურების საფრთხის წინაშე დააყენა.

ლარის კურსმა ვარდნა 9 მარტიდან დაიწყო, როდესაც კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებულ გაურკვევლობას მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნა დაემატა. 25 მარტისთვის ლარი უკვე 24%-ით იყო გაუფასურებული და 3,45 ნიშნულამდე იყო მისული.

სავალუტო ბაზრის სტაბილიზების მიზნით, ეროვნულმა ბანკმა სამ თვეში უკვე რვა აუქციონი გამართა რომლებზეც ჯამში 230 მილიონი დოლარი გაყიდა.

მიმდინარე წლის 30 ივნისის მდგომარეობით ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვი უკვე 3 მილიარდ 616 მილიონი აშშ დოლარია.

ეკონომისტი ნიკა შენგელია მიიჩნევს, რომ წლის ბოლომდე ეროვნულ ბანკს ლარის სატბილურობის შესანარჩუნებლად საკუთარი რეზერვების დახარჯვა კიდევ ბევრჯერ მოუწევს.

„ეროვნულს ბანკს აქვს საკმარისი სავალუტო რეზერვი, რათა ლარის კურსი სტაბილურობა 3 დონიან ნიშნულთან ახლოს შეინარჩუნოს, ვფიქრობთ რომ წლის ბილომდე ეროვნული ვალუტის კურსის მითითებულ ნიშნულთან სიხლოვეს შენარჩუნება ეროვნულ ბანკს კვლავ დამატებით 250 - 300 მილიონი დოლარი დაუჯდება“- აღნიშნა ნიკა შენგელიამ Sputnik საქართველოსთან საუბრისას.

საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი მოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მთლიანად განისაზღვრება სავალუტო ბაზრის მიერ, რომელიც შედგება კომერციული ბანკებისგან, საინვესტიციო ფონდებისგან და იმ კორპორაციებისა თუ ინდივიდებისგან, რომელთა ინტერესში უცხოური ვალუტის ყიდვა–გაყიდვა შედის.

თუმცა ქვეყანაში, სადაც იმპორტს დიდი წილი უჭირავს, არასტაბილური და გაუფასუფრებული ეროვნული ვალუტა საფრთხეს ფასების სტაბილურობასაც უქმნის, რაც თავის მხრივ უკვე ეროვნული ბანკის რეგულირების სფეროა.

სავალუტო აუქციონების გარდა ეროვნული ბანკი რყევების შესამცირებლად ყოველდღიურ ინტერვენციებს იყენებს. კერძოდ, როდესაც დღის განმავლობაში გაცვლითი კურსის რყევები აჭარბებს წინასწარ განსაზღვრულ ნიშნულს, ეროვნული ბანკი უცხოური ვალუტით ვაჭრობაში გარკვეული თანხით ერთვება.

13 ივლისის მდგომარეობით, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლარის მიმართ 3,0624 GEL/$1  ნიშნულზეა.

ნიკა შენგელიას აზრით, მიუხედავად იმისა რომ ეროვნული ბანკი ბაზარზე სავალუტო ინტერვენციებს ისევ გააგრძელებს, ლარის კურსის მერყეობა თვალშისაცემი სექტემბრის მეორე ნახევრიდან გახდება და ამის მიზეზი იმპორტის ზრდა იქნება.

„რაც შეეხება ინფლაციას, რომელიც თარგეთირებულთან შედარებით 3,1% ით მეტია. ვფიქრობთ ივლის- აგვისტოს თვეში ამ მაჩვენებლის მნიშვნელოვანი ცვლილება მოსალოდნელი არ არის“ - აღნიშნა ნიკა შენგელიამ.

საქსტატის ცნობით, წლიური ინფლაცია  (2020 წლის ივნისი 2019 წლის ივნისთან შედარებით) კვლავ მაღალ დონეზე რჩება - 6,1%.

ეკონომისტი ვეფხია გიორგაძე კი თვლის, რომ ეროვნული ბანკი რეზერვების გაყიდვით ლარის კურსის სტაბილურობას დიდ ხანს ვერ უზრუნველყოფს. 

„ეროვნული ბანკი თუ არ შეამცირებს რეალურად ფულის მასას ეკონომიკაში და მის რაოდენობას ეკონომიკის ადეკვატურს არ გახდის, მაშინ მას მოუწევს ქარის წისქვილებთან ბრძოლა, ლარის კურსიც მეტად გაუფასურდება, ვერც ინფლაციას გაართმევს თავს და ეს რეზერვიც შემოელევა გზადაგზა“- აღნიშნა ვეფხია გიორგაძემ Sputnik საქართველოსთან საუბრისას.

როგორც ვეფხია გიორგაძემ განმარტა, ეროვნულ ბანკს ეკონომიკაში ფულის მასის შემცირება რეზერვების გამოყენების გარეშეც შეუძლია რეფინანსირების სესხების შემცირების ხარჯზე.

„რეფინანსირების სესხი ეს ის ინსტრუმენტია, რომლითაც ეროვნული ბანკი ახდენს კომერცილი ბანკებისთვის მოკლევადიანი ლიკვიდობის მიწოდებას, აქ დავამატებდი რომ ეროვნული ბანკი ვერ აკონტროლებს რეალურად აქვს თუ არა მოკლევადიანი ლიკვიდობის პრობლემა კომერციულ ბანკს, ის ენდობა კომერციული ბანკებისგან შემოსულ მოთხოვნას, რის შემდეგაც ფული უკვე ეკონომიკაში ხვდება“ - აღნიშნა ვეფხია გიორგაძემ.

ვეფხია გიორგაძის თქმით,  დღეს საქართველოს სავალუტო  რეზერვების მოცულობა ისედაც ნაკლებია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დადგენილ მაჩვენებელზე. რეზერვები კი ქვეყნის მხრიდან საგარეო ვალდებულებების შესრულების - უცხოური ვალუტით გადახდების შეუფერხებლად განხორციელების ერთგვარი გარანტია და ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რომელსაც საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები ქვეყნისთვის სესხების გაცემისას ითვალისწინებენ.

ნატა პატარაია

 

28
ვალუტის გაცვლის პუნქტი

ლარის კურსი 13 ივლისს

73
(განახლებულია 08:12 13.07.2020)
წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0024 ლარით გაუფასურდა. 

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,0624 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0024 ლარით გაუფასურდა.

ლარის კურსი 13 ივლისს
ლარის კურსი 13 ივლისს
73
თემები:
ლარის კურსი დღეს
მევლუთ ჩავუშოღლუ

სომხეთ-აზერბაიჯანის შეჯახება: თურქეთმა არჩევანი გააკეთა

0
(განახლებულია 15:39 13.07.2020)
მანამდე აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სადავო ტეიროტირიაზე სომხურ საყრდენ პუნქტზე მიიტანეს იერიში და გაანადგურეს იგი

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. აზერბაიჯან–სიმხეთის საზღვარზე არსებულ დაძაბულ ვითარებაში თურქეთი აზერბაიჯანს უჭერს მხარს, განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინსიტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

„ის, რასაც სომხეთი აკეთეს, მიუღებელია. დაე, გონს მოვიდეს. ჩვენ მხარს დავუჭერთ აზრბაიჯანს მისი ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების საქმეში. აზერბაიჯანი მარტო არ არის“, — განაცხადა ჩავუშოღლუმ თურქული ტელეარხის, TRT–ს ეთერში.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ 12 ივლისს განაცხადა, რომ სომეხმა სამხედროებმა მათ პოზიციებს ნაღმმტყორცნებიდან გაუხსნეს ცეცხლი, რის საპასუხოდაც აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სომხეთის საყრდენი პუნქტი გაანადგურეს.

ამ დროისათვის ორი ქვეყნის საზღვარზე ვითარება კვლავ დაძაბულია.

0
თემები:
მსოფლიო დღეს