თბილისი

როდესაც არ იყო კორონავირუსი: საქართველოში ეკონომიკური ზრდის მონაცემები დააზუსტეს

86
თებერვალში საქართველოს ეკონომიკა თუ ჯერ კიდევ იზრდებოდა და მაჩვენებელმა 2,2% შეადგინა, მარტში მშპ–ს მაჩვენებელმა  2,7%, აპრილში კი 16,6% შეადგინა.

თბილისი, 19 ივნისი - Sputnik. 2020 წლის პირველ კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით,  საქართველოს მშპ–მ 22% შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის („საქსტატი“) მასალებში.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ წინასწარი მონაცემების თანახმად, პირველ კვარტალში ეკონომიკურმა ზრდამ 1,5% შეადგინა.

აღნიშნულ პერიოდში მშპ–ის მოცულობამ მიმდინარე ფასებში დაახლოებით 11,1 მლრდ დოლარი შეადგინა.

2020 წლის პირველ კვარტალში დეფლატორმა 6,1% შეადგინა.

2018 წელთან შედარებით, 2019 წელს საქართველოს მშპ–ის ზრდამ 5,1% შეადგინა.

რომელი სფეროები ლიდერობენ

2018 წლის მეორე კვარტალში ყველაზე დიდი ზრდა იყო ტელეკომუნიკაციების, დასვენებისა და გართობის, ასევე ჯანდაცვის სფეროებში დაფიქსირდა.

2020 წლის I კვარტალში საქართველოს ეკონომიკის ტოპ–5 სფერო 

ეკონომიკის სფეროები  ზრდა%
დასვენება და გართობა

16,2
ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება 13,5
ტელეკომუნიკაცია

7,6
განათლება

7,5
მშენებლობა  6,7

ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები (-13,1%), საფინანსო და სადაზღვევო სექტორი (-6,1%), ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (-6,6%)

მშპ-ის სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობის, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციებისა და გადამამუშავებელი მრეწველობი სფეროები.

2020 წლის I კვარტალში მშპ-ის სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილის მქონე ტოპ–5  დარგი 

ეკონომიკის სფეროები ხვედრითი წილი მშპ–ში %
ვაჭრობა

13,5
უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციები 12,9
გადამამუშავებელი მრეწველობა 9,5
სოფლის მეურნეობა 6,9
ადმინისტრაციული საქმიანობა 6,7

როგორია მიმდინარე წლის პროგნოზები

საქართველოს ეკონომიკა პანდემიისა და გლობალური კრიზისის ფონზე რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ასახული  ოფიციალური პროგნოზის თანახმად,  2020 წელს ქვეყნის ეკონომიკის ვარდნა 4%–ს მიაღწევს.

2020 წლის იანვარში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდის მაჩვენებელმა 5,1% შეადგინა. თებერვალში საქართველოს ეკონომიკა ჯერ კიდევ იზრდებოდა და ზრდამ 2,2% შეადგინა, მარტში კი -2,7%-მდე შემცირდა.

კორონავირუსის პანდემიის ფონზე საქართველოს მშპ 2020 წლის აპრილში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 16,6%-ით შემცირდა და ოთხი თვის ვარდნის შედეგად 3,6% შეადგინა. 

ამასთან, საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, ქვეყანას რთული პერიოდი ელოდება და ივარაუდა, რომ მშპ–ის მაჩვენებლი 5%–მდე დაიწევს.

მიმდინარე წელს უარყოფით ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებენ საერთაშორისო ორგანიზაციებიც, თუმცა, ამავე დროს იმედს გამოთქვამენ, რომ 2021 წელს საქართველო ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება.

მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 4,8%–იან დონეზე, ინფლაცია  – 4,6%–ს მიაღწევს, თუმცა, უკვე 2021 წელს მოსალოდნელია ზრდა 4%–იან დონეზე, ნათქვამია ფინანსური ორგანიზაციის ანგარიშში.

ყველაზე პესიმისტური, როგორც საქართველოში მიაჩნიათ, არის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის  14 მაისს გამოქვეყნებული პროგნოზი, რომლის თანახმად, საქართველოში 2020 წელს მშპ 5,5%-ით შემცირდება, თუმცა უკვე 2021 წელს ეკონომიკა 5,5%-ით გაიზრდება.

86
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (639)
რთველი კახეთში

გარანტიები მევენახეებისთვის, ანუ სოლიდარობა სუბსიდირების სახით

14
(განახლებულია 09:36 10.07.2020)
სახელმწიფო ქართველ მევენახეებს 60 მლნ ლარის ოდენობის სუბსიდიას გამოუყოფს და თუ საჭირო გახდება, ყურძნის შესყიდვაშიც ჩაერთვება

თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. ქართველი მევენახეებისთვის შეიქმნა გარანტიები, რომ მათი საქმიანობა დაფასდეს და მათ შეძლონ 2020 წლის სეზონის ნაკლებად მძიმედ გადატანა, განაცხადა ბრიფინგზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

პრემიერმა მევენახეებს მიმართა - სახელმწიფო არ დაგივიწყებთ>>

ქართული მეღვინეობა კორონავირუსის პანდემიისა და ქვეყნებს შორის სავაჭრო ოპერაციების შემცირების გამო ზარალდება. საქართველოდან ღვინის მიწოდება ბოლო წლებში პირველად შემცირდა: „საქსტატის“ მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში ღვინის ექსპორტი 11,3%–ით დაეცა.

მინისტრის განცხადებით, მსხვილი კომპანიები, რომლებიც ერთ ტონაზე მეტი „რქაწითელის“ ან „კახური მწვანეს“ გადამუშავებას შეძლებენ, სახელმწიფოსგან ერთ კილოგრამზე 30 თეთრის ოდენობის სუბსიდიას მიიღებენ, თუ მათი ფასი მინიმუმ 80 თეთრი იქნება. სამინისტროში სპეციალური სამუშაო ჯგუფი იმუშავებს, რომელიც კოორდინირებას გაუწევს სამუშაო პროცესს, რათა მევენახეებმა და ფერმერებმა რიგებისა და პრობლემების გარეშე ჩააბარონ თავიანთი პროდუქცია.

„ის, რომ ჩვენ ასეთი გარანტიები შევქმენით ქართველი მევენახე-ფერმერებისთვის, ვფიქრობ, არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა და სოლიდარობა, რადგან ეს არის ქართველი გადასახადების გადამხდელების მიერ აკუმულირებული თანხები. ანუ ეს არის სოლიდარობა მევენახე-ფერმერებისთვის, რათა მათი საქმიანობა წელს დაფასდეს და 2020-ის სეზონი ნაკლებად მძიმედ გაიარონ“, – განუცხადა დავითაშვილმა ჟურნალისტებს.

უფრო ადრე საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მთავრობა ქართული ყურძნის ჯიშების „რქაწითელისა" და „კახური მწვანის" სუბსიდირებას განახორციელებს.

პრემიერის თქმით, ფერმერული საქმიანობის სტიმულირება მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ერთ-ერთი მიზნობრივი მიმართულებაა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს ყურძნის მოსავლის სუბსიდირებაზე 60 მლნ ლარი დაიხარჯება.

გასულ წელს საქართველოში 271 ტონა ყურძენი მოიკრიფა.

14
თემები:
ღვინის კულტურა და მეღვინეობა
სვანეთის კოშკები

საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების განვითარებაში დაეხმარებიან

18
(განახლებულია 00:09 10.07.2020)
ერთი პროექტისთვის ფინანსური მხარდაჭერის მოცულობა 5-დან 50 ათას ევროს შეადგენს, კანდიდატის მხრიდან თანადაფინანსება მინიმუმ 10%-ს უნდა შეადგენდეს.

თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ონის, ამბროლაურის, საჩხერეს, ჭიათურას და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში ტურიზმის სფეროში პროექტებისთვის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა.

საბაზრო მოთხოვნებზე მორგებული ბიზნეს გარემოს შექმნის მიზნით ევროკავშირმა, შვედეთმა და ავსტრიამ სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ზემო იმერეთის რეგიონებში მდგრადი სამთო ტურიზმის სექტორში ადგილობრივი განვითარების ინიციატივების 860 ათასი ევროს მოცულობის მხარდაჭერის შესახებ გამოაცხადეს, ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ფინანსური მხარდაჭერის მოცულობის დიაპაზონია 5 000-დან 50 000 ევროს ჩათვლით. კანდიდატის მხრიდან თანადაფინანსება მთლიანი ბიუჯეტის მინიმუმ 10%-ს უნდა შეადგენდეს. წარდგენილი პროექტის ხანგრძლივობა განსაზღვრულია მინიმუმ 6 თვით და მაქსიმუმ 24 თვით. ყველა დაგეგმილი ღონისძიებები დასრულებული უნდა იყოს 2022 წლის 30 სექტემბრამდე.

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 3 აგვისტოს 18:00 საათი თბილისის დროით.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებულ კომერციულ და არაკომერციულ კომპანიებს ან პირებს, რომლებიც დარეგისტრირებულნი არიან აღნიშნულ სამიზნე რეგიონებში ან რომელთა საქმიანობის ძირითადი ნაწილი პროექტით დაფარულ არეალებში ხორციელდება ან განხორციელდება.

მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭების კრიტერიუმები იცვლება >>

კონკურსი მდგრადი სამთო ტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის ოთხწლიანი პროექტის - GRETA-ს ფარგლებში მიმდინარეობს.

GRETA-ს მიზანია განავითაროს ხსენებულ სექტორებში მცირე და საშუალო საწარმოები. პროექტი მოიცავს საქართველოს სამ რეგიონს - ზემო სვანეთს, რაჭასა და ზემო იმერეთს. მისი ღირებულება 6,8 მილიონ ევროს შეადგენს.                         

18
თემები:
სოციალური სფერო საქართველოში
გორის სამხედრო ჰოსპიტალი

ქართველ სამხედროებს ავღანეთში კორონავირუსი დაუდგინდა

0
(განახლებულია 10:52 10.07.2020)
სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც როტაციის შედეგად ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდებიან, ორკვირიან კარანტინში განთავსდებიან

თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. ავღანეთიდან თბილისში სპეცრეისით 28 ქართველი სამხედრო მოსამსახურე ჩამოიყვანს. მათ კორონავირუსი აღმოაჩნდა.

ქართული მასმედიის ინფორმაციით, სამხედროები, რომლებიც სამშვიდობო მისიაში „მტკიცე მხარდაჭერა“ მონაწილეობდნენ, გერმანიის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით გამოიყვანეს. ბორტზე მაათან ერთად იმყოფებოდა ბუნდესვერის მედპერსონალი.

„სამხედროების სამედიცინო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება სიმპტომატიკას, ის გართულებებისა და ჩივილების გარეშე მიმდინარეობს. ხოლო ინფიცირების წყარო, უკავშირდება ადგილობრივ ავღანელ პერსონალს“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

საქართველოში გამოფრენამდე ინფიცირებულები სპეციალურ იზოლატორში მოათავსეს. შესაბამისა, მისიაში მონაწილე სხვა ქართველ ჯარისკაცებს ინფიცირების საფრთხე არ ემუქრება.

ინფიცირებული სამხედროები მკურნალობას გორის სამხედრო ჰოსპიტალში განაგრძობენ. რაც შეეხება დანარჩენ სამხედროებს, ისინი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ორკვირიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან.

ნატოს მისია „მტკიცე მხარდაჭერა“ (Resolute Support), რომელიც არასაბრძოლო სტატუსის მატარებელია, ავღანეთში 2015 წლის 1 იანვრიდან იმყოფება. ნატოსა და ავღანეთს შორის ორმხრივი შეთანხმების თანახმად, ქვეყანაში 13 ათასამდე სამხედრო მოსამსახურეა, რომელთა ფუნქციებსაც ავღანეთის ძალოვანი სტრუქტურების სწავლება და მათთვის კონსულტაციების გაწევა წარმოადგენს.

საქართველოს მხრიდან მისიაში მონაწილეობს 870-ზე მეტი ჯარისკაცი. ისინი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, ქაბულსა და მაზარი-შარიფში არიან დისლოცირებული.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში