ქართული კვესტი: როგორ უნდა გადალახოს კრიზისი გართობის სფერომ

© photo: courtesy of Chaketili ubaniკვესტის თამაშის მონაწილეები
კვესტის თამაშის მონაწილეები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოსთვის შედარებით ახალი ბიზნესის მფლობელები მზად არიან განაახლონ მუშაობა და კარანტინით და თვითიზოლაციის დაღლილ ადამიანებს შინაარსიანი დასვენება შესთავაზონ

თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. საქართველოში გასართობის დაწესებულებების ისეთი სეგმენტის მფლობელები, როგორიცაა კვესტ-რუმები, შეშფოთებულები არიან მათ საქმიანობაზე შეზღუდვების მოხსნის დაყოვნებით და ეს Sputnik-საქართველოს გაუზიარეს.

კორონავირუსი საქართველოში: ბიზნესი ახალ რეალობას ერგება >>

ბიზნესმენების თქმით, კვესტ-რუმები გასართობი და სპორტული დაწესებულებების კატეგორიას განეკუთვნება, სადაც ასევე სპორტდარბაზები, სპა-სალონები და კაზინოები შედის.

„პანდემიის პერიოდში ყველა კვესტ-რუმმა თბილისში მუშაობა შეწყვიტა. მათი საქმიანობის განახლების საკითხი დღემდე არ არის გადაწყვეტილი. საქმიანობის სახე კი განეკუთვნება გართობის კატეგორიას, მაგრამ ამ გართობის მასშტაბი არ აღემატება 10 ადამიანს“, - განუცხადა Sputnik-საქართველო პრასკოვია პანიშევამ.

ბიზნესის მფლობელის თქმით, მათ არ შეუძლიათ კვესტ-რუმის ამოქმედება იმ დროს, როდესაც უკვე მუშაობენ დიდი მაღაზიები, სავაჭრო ცენტრები და რესტორნები - სადაც გაცილებით მეტი ადამიანი იყრის თავს.

კერძო სახელოსნოები უკვე გაიხსნა, და კლიენტებიც მაშინვე გამოჩნდნენ - Sputnik საქართველო
ბიზნესი და კორონავირუსი: ვაჭრობისა და მომსახურების სფეროები გამოცოცხლებას იწყებს - ფოტო

 

„ადამიანებს საქართველოში, როგორც ყველას მსოფლიოში, ვინც ასეთ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა, რომლებმაც კარანტინში არაერთი თვე გაატარეს, სურთ არამარტო საჭმელი და შოპინგი, არამედ დასვენებაც მოენატრათ“, - ამბობს სხვა კვესტ-რუმის მფლობელი ახმეტ მალსაგოვი.

ბიზნესმენების თქმით, მათ ეკონომიკის სამინისტროს მიმართეს, მაგრამ პასუხი ჯერ არ მიუღიათ.

საქართველოში ძალიან ცოტაა კვესტ-რუმი - სულ ოთხი. ეს ფორმატი გაჩნდა იაპონიაში, რეალობაში გადმოინაცვლა კომპიუტერული თამაშებიდან, სადაც მოთამაშეებს მომდევნო ეტაპზე გადასასვლელად თავსატეხი უნდა ამოეხსნათ.

დრო არ ჩერდება და ამჟამად კვესტი არის თამაში დახურულ სივრცეში, რომელშიც თამაშობენ 2-6 კაციანი ჯგუფები. სათამაშო სივრცე სავსეა თავსატეხებით, ხოლო თამაშის ბოლოში გასვლას სჭირდება ერთობლივი შეთანხმებული მუშაობა, მახვილი გონება, სისხარტე, ხანდახან კი იღბალიც.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0