ხედი თბილისზე

როგორ გაიაფდა ბინები და მანქანები და გაძვირდა სურსათი - ღირებულებათა გადაფასება თუ...

3171
(განახლებულია 16:42 06.06.2020)
კორონავირუსის პანდემიამ ნეგატიური გავლენა საქართველოს ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორზე  მოახდინა. Sputnik საქართველო დაინტერესდა როგორ შეიცვალა ფასები  ბინებზე, მანქანებზე, სურსათზე თუ ტრანსპორტზე. ან კიდევ როგორ აისახა პანდემია კომუნალური გადასახადების ტარიფებზე.

ბინები

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს  მონაცემებით, ჯერ კიდევ 2020 წლის თებერვლში უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12.2%- ით იყო გაიზარდილი და ქვეყნის მასშტაბით 67 002 ერთეულს შეადგენდა.

უძრავი ქონების სააგენტო „თბილისი სერვისის“ დირექტორის გიორგი კუნელაურის შეფასებით, კორონავირუსის პანდემიამ მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა უძრავი ქონების ბაზარს.

„ფასებზე პანდემიამ მკვეთრად იმოქმედა. გასაქირავებელი ობიექტების საბაზრო ღირებულება დაახლოებით  20 -30 % დაეცა, ხოლო გასაყიდის - დაახლოებით 10 %. გარდა ამისა, ბაზარზე წლის დასაწყისთან შედარებით 50-60 % -ით შემცირდა მოთხოვნაც “- აღნიშნა გიორგი კუნელაურმა Sputnik საქართველოსთან საუბარში.

მისივე თქმით, ფასებმა ძირითადად ძველ აშენებულ ბინებზე  და ქალაქის ძველ უბნებში მდებარე საცხოვრებლებზე დაიკლო. რაც შეეხება ახალ აშენებულ კორპუსებს, მათი ღირებულება დიდად არ შეცვლილა.

სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, დღეს უფრო მეტი მოთხოვნა მაინც გაყიდვებზეა ვიდრე ქირაზე.

საცხოვრებელ ფართებზე გამოცხადებული ფასები მნიშვნელოვნად არ შეცვლილა იმ  ვებ-გვერდებზე სადაც ფიზიკური პირები თავად აქვეყნებენ განცხადებებს ბინის გაყიდვის თაობაზე. თუმცა, როგორც გიორგი კუნელაურმა განმარტა, მართალია გამყიდველი ინტერნეტში ისევ ძველ ფასს უთითებს, რეალურ მყიდველს საბოლო ჯამში გამოცხადებულზე ბევრად ნაკლებ თანხაზე ურიგდება.

რაც შეეხება მთავრობის გადაწყვეტილებას ახალაშენებული ბინების იპოთეკურით შეძენის შემთხვევაში სესხების 4 %  სუფსიდირების თაობაზე, გიორგი კუნელააურის თქმით,  ბაზარზე მსგავსი პრეცენდენტი დღემდე არ ყოფილა, მაგრამ  ამან გაყიდვებზე დადებითად უნდა იმოქმედოს. მაგალითად, თუ დროის გარკვეულ მონაკვეთში გაიყიდებოდა 10 ობიექტი, სუბსიდრების შემთხვევაში გაიყიდება -12.

საქართველოს მთავრობა 5 წლის განმავლობაში ყველა იმ იპოთეკური სესხის 4 პროცენტს დაასუბსიდირებს, რომელი კონტრაქტიც 1 ივნისიდან  წლის ბოლომდე გაფორმდება. ამ შეღავათით იპოთეკარები მხოლოდ ახალაშენებული ან მშენებარე ბინების შეიძენის შემთხვევაში ისარგებლებენ.

„მთავრობის ეს გადაწყვეტუილება ბაზარზე დადებითად აისახება. შეიძლება 4 % არ იყოს გადამწყვეტი ფაქტორი ადამიანისთვის ბინის შესაძენად, მაგრამ ვისაც გადაწყვეტილი აქვს, იმისთვის შეღავათია. თანაც რაღაც რისკ ფაქტორს უმცირებს და უფრო ადვილად მიიღებინებს გადაწყვეტილებას“- აღნიშნა გიორგი კუნელაურმა.

„თბილის სერვისის“ დირექტორი თვლის, რომ სუფსიდირება  ახალაშენებულ ბინებზე ფასების ზრდას არ გამოიწვევს და მხოლოდ  მოსახლეობის მსყიდველუნარიანობას გაზრდის.

„სამშენებლო კომპანიას ობიექტის ღირებულებაში გათვალისწინებული აქვს დანახარჯი და შესაბამისად აქვს გამოყვანილი მისი საბაზრო ღირებულებაც, ფასს ვერ გაბერავს, სამშენებლო კომპანია იქიდან  გამომდინარე რომ ბაზარზე კონკურენციაა“- აღნიშნა გიორგი კუნელაურმა.

ავტომობილები

კორონავირუსის პანდემიამ გაყიდვების მოცულობა ავტომობილების ბაზარზეც შეამცირა. საგრძნობლად არის გაიაფებული ავტოტრანსპორტიც.

რუსთავის ავტომობილების ბაზრობა, რომელიც სამხრეთ კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი უმსხვილესია. სულ რამდენიმე  დღეა რაც ისევ ამუშავდა. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყანაში შემოღებული საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში ბაზრობები დაკეტილი იყო.

რუსთავის ავტობაზრობა „აუტოპაპა“-ს მარკეტინგის მენეჯერის  სტელა კამანდაროვას თქმით, რამდენიმე დღის მონაცემებზე დაყრდნობით ძნელია იმის განსაზღვრა, რა ხდება ბაზარზე მოთხოვნა მიწოდების თვალსაზრისით, თუმცა ავტომობილების ფასები დღეს გაცილებით იაფია, ვიდრე ეს საგანგებო მდგომარეობის შემოღებამდე იყო.

რუსთავის ავტობაზრობაზე დღეს 3 000 ზე მეტი ავტომობილი ელოდება მყიდველს.

„ბაზრობაზე მანქანის პარკირების ტარიფი შაბათ-კვირაობით ადრე 25 ლარი იყო, ხოლო ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით კი 2 ლარი. ქვეყანაში საგანგებო მდგონარეობის გამოცხადების შემდეგ კი დღეში 1 ლარი გავხადეთ, ეს ლოიალური ტარიფი 1 ივნისამდე გვქონდა. ახლა პარკირების მომსახურება ჩვენთან 3 ლარია,  ტარიფს ეტაპოვრივად გავზრდით და მხოლოდ სექტემბერში დავუბრუნდებით ძველ ფასს“ - აღნიშნა სტელა კამანდაროვამ.

კომუნალური გადასახადები

კორონავირუსის პანდემიას დენის გაზის, წყლის და დასუფთავების გადასახადებზე გავლენა არ მოუხდენია. წლის დასაწყისიდან არ შეცვლილა კომუნალური გადასახადების ტარიფები არც ფიზიკური და არც იურიდიული პირებისთვის.  

სურსათი, ტრანსპორტი

პანდემიის ფონზე საქართველოში ინფლაცია 6%-ზე ზევით რჩება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში ინფლაციის დონემ წინა წელთან შედარებით 6,5% შეადგინა, მაშინ როცა მიზნობრივი მაჩვენებლი 3 %-ია.

ნიკა შენგელიას აზრით, კორონავირუსის პანდემიიდან გამოდინარე ეკონომიკის ჩაკეტვამ, თითქმის ყველა სახელმწიფო საკუთარი ეკონომიკის ავტონომიაში მოაქცია და ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველო აღმოჩნდა. სურსათსა და სხვა საქონელის იმპორტზე დამოკიდებულ ქვეყანაში ეკონომიკის ტემპების შემცირებამ, რაც კორონავირუსის პრევენციის მიზნით შემოღებული შეზღუდვებითაც იყო განპირობებული, საკვებზე ფასების ზრდა გამოიწვია.

„ფასები ძირითადად გაზრდილია სურსათსა და პირველადი მოხმარების თითქმის ყველა საქონელზე. ფასების ზრდას ხელი ლარის გაუფასურებამაც შეუწყო, თუმცა, მიუხედავად იმისა,რომ ბოლო 10 დღის განმავლობაში ლარის კურსი დოლარის მიმართ  შედარებით გამყარებულია, იმპორტირებულ  პროდუქტებზე  ფასების კლებას არ უნდა ველოდოთ,“- აღნიშნა ნიკა შენგელიამ

ეკონომისტის აზრით, კურსის გამყარებით გამოწვეულ მოგების მარჟას სავარაუდოდ თავად იმპორტიორი კომპანიები დაიტოვებენ.

მართალია წინა თვეებში ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების ფონზე „საქსტატის“ მონაცემებით, ტრანსპორტის ჯგუფში ფასების კლება ფიქსირდება, ნიკა შენგელიას აზრით. მგზავრობის ღირებულების, ზრდას უნდა ველოდოთ  როგორც კი საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნება და დიდი ალბათობით მგზავრობის ღირებულება მინიმუმ  2,5 -3 ჯერ იქნება გაზრდილი.

„საერთო ჯამში, წლიური ინფლაციის მაჩვენებელი, რომელსაც „საქსტატი“ 2020 წლის ბოლოს დააფიქსირებს, მნიშვნელოვნად იქნება გადახრილი თარგეთირებული 3% ისაგან“- აღნიშნა ნიკა შენგელიამ. 

ნატა პატარაია

 

3171
ქართული ღვინო

პოპულარული ღვინოები რუსეთში ლიდერთა შორისაა ქართული ღვინო

70
(განახლებულია 15:08 10.08.2020)
საქართველო ლიდერია იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც რუსეთს სუფრის ღვინოებს აწვდიან. ამ სახეობის ქართულ ღვინოებზე ბაზრის 24% მოდის.

თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. საქართველო იმ ლიდერ ქვეყნებს შორისაა, რომლებიც რუსეთში ღვინის მიწოდების მხრივ ყველაზე პოპულარულია, აღნიშნულია „როსკაჩესტვოს“ (Роскачество, რუსეთის ხარისხის მონიტორინგის სისტემა) კვლევის შედეგებში.

კერძოდ, საქართველო იტალიისა და ესპანეთის შემდეგ მესამე ადგილზეა რუსეთის მოქალაქეებისთვის ყველაზე პოპულარულ ღვინის მიმწოდებელ ქვეყნებს შორის. მან გაუსწრო საფრანგეთს, ჩილესა და გერმანიას.

საქართველო ლიდერია სუფრის ღვინოების მიმწოდებელ ქვეყნებს შორის – მასზე ამ სახეობის ღვინოების ბაზრის 24% მოდის.

რუსეთში შეტანილი ღვინის ღირებულების კუთხით ლიდერობს საფრანგეთი (4 დოლარზე მეტი 1 ლიტრ ღვინოში), მეორე ადგილზეა საქართველო (3,19). ყველაზე იაფად ღვინო რუსეთში მოლდოვას შეაქვს (1,7).

რაც შეეხება გეოგრაფიული ინდიკატორებით დაცულ ღვინოებს, ხუთეულში პირველ ადგილზეა ესპანეთი, მეორე და მესამე ადგილებზე – საქართველო („ქინძმარაულის“ მარკის ღვინოები), მეოთხეზე – იტალია და მეხუთეზე – კვლავ ესპანეთი.

„ქართული ღვინის მაღალი რეპუტაციისთვის": ღვინის ხარისხს ახალი პარამეტრებით შეამოწმებენ>>

საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, საქართველოდან 2019 წელს მსოფლიოს 53 ქვეყანაში 94 მილიონამდე ბოთლი (0,75 ლიტრი) ღვინო გაიტანეს, რაც 20918 წელთან შედარებით 9%-ით მეტია. ყველაზე მეტი ღვინო – 58,4 მლნ ბოთლი გაიტანეს რუსეთში.

70
თემები:
ღვინის კულტურა და მეღვინეობა
ვალუტის გაცვლის პუნქტი

ლარის კურსი 10 აგვისტოს

406
(განახლებულია 09:30 10.08.2020)
წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0021 ლარით გაუფასურდა.

თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3, 0758 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0021 ლარით გაუფასურდა.

ლარის კურსი 10 აგვისტოს
ლარის კურსი 10 აგვისტოს
406
თემები:
ლარის კურსი დღეს
მესტია

მესტიაში გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება

0
საქართველოს მთავრობამ სვანეთში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გარკვეული შეზღუდვები შემოიღო.

თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. მესტიაში გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება, განაცხადა  პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ახმეტაში, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენის შემდეგ.

დღეს კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 17 სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა. კერძოდ, საუბარია სოფელ ლენჯერზე. აქ ყურადსაღებია ერთი ოჯახი, რომელსაც სტუმრები ჰყავდა. ამ 17 ადამიანიდან შვიდი მესტიის მცხოვრებია.

„სამწუხაროდ, გვიწევს მესტიის მუნიციპალიტეტში გარკვეული სპეციალური ღონისძიებების მიღება. გადაადგილების გარკვეული შეზღუდვები იქნება. იქ უკვე გაგზავნილია დამატებითი სამედიცინო ბრიგადები იმისთვის, რომ აქტიურად დაიწყოს ტესტირების რეჟიმი. გვესმის, რომ მესტიაში ბევრი ტურისტია, ყველას მივხედავთ, არავინ დარჩება ყურადღების გარეშე. არაფერია საპანიკო, ჩვენ ვმართავთ ამ პროცესს. არ არსებობს რისკები, რომ რაიმე ემოციების საფუძველი იყოს. წყნარად, მშვიდად, მესტიაში იქნება სპეციალური ღონისძიებები, გადაადგილების ნაწილობრივი შეზღუდვაც იქნება“, - განაცხდა გიორგი გახარიამ.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეზღუდვები წესდება მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში.

კერძოდ, შეზღუდვები გულისხმობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონის ფარგლებში მოქმედ რეგულაციებს, მათ შორის - საკარანტინო შეზღუდვებს. 

  • უშგულსა და ლენჯერში იზღუდება გადაადგილება როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მიმართულებით, ისე - მესტიის მუნიციპალიტეტიდანაც.
  • ასევე, წესდება შეზღუდვები გადაადგილებაზე დაბა მესტიასა და დაბა მესტიის სოფლებს შორის.
  • დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში იფუნქციონირებს მხოლოდ აფთიაქები, საბანკო დაწესებულებები, სასურსათო მაღაზიები და ღია ტიპის საკვები დაწესებულებები.
  • თავშეყრის ადგილებზე მკაცრად გაკონტროლდება დისტანციის დაცვა, დახურულ სივრცეებში ნიღბების გამოყენება და ხელის ჰიგიენა.
  • მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარდება ინტენსიური ეპიდემიოლოგიური კვლევები და ტესტირება, შესვლა-გასვლას კი პოლიცია გააკონტროლებს.
  • გარდა ამისა, შესაბამისი უწყებები ტურისტების საკარანტინო ზონებში განთავსებას უზრუნველყოფენ. ყველა მოქალაქე, რომელიც დატოვებს მესტიის მუნიციპალიტეტს, გაივლის სავალდებულო კარანტინს.

უფრო ადრე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ რეგულაციები მხოლოდ სვანეთში ამოქმედდება.

„ამ მომენტისთვის რეგულაციები ამოქმედდება სვანეთში, დანარჩენი რიცხვები არ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ქვეყნის მასშტაბით გარკვეული გამკაცრებები გვქონდეს. კვლავ გვექნება მიზნობრივი ტესტირება, ბევრად უფრო გაფართოებული და მივყვებით იმ სტრატეგიულ გეგმას, რომელიც დღემდე გვქონდა დასახული“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრის თქმით, გადაუდებელი დახმარების სამსახური და ეპიდემიური სამსახური მობილიზებულია სრულად, ადგილზე იმყოფება ხუთი ბრიგადა, რომლებიც დეტალურ კვლევებს აწარმოებენ.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობაა 1250. ამასთან, ბოლო 24 საათში კლინიკებიდან გაეწერა 10 ადამიანი. სულ პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოჯანმრთელდა 1010 ადამიანი, გარდაიცვალა – 17.

კარანტინში მოთავსებულია 6 930 ადამიანი, ხოლო ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ – 263.

უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია ქვეყნის 41 მოქალაქე.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში