საქართველოს ოთხ საპილოტე რეგიონში მთავრობა ექსპერიმენტს დადგამს

© The Roads Department of Georgiaგზის მშენებლობა თიანეთში
გზის მშენებლობა თიანეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხელისუფლების გეგმებშია თბილისსა და რეგიონებს შორის სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობის აღმოფხვრა

თბილისი, 30 მაისი - Sputnik. საქართველოს მთავრობამ 2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების განვითარების პროგრამის ფარგლებში კონკურსი გამოაცხადა, იუწყება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტრო.

პროგრამა გულისხმობს მიზნობრივი ღონისძიებების დაფინანსებას საქართველოს ოთხ რეგიონში - კახეთი, იმერეთი, გურია და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი. პროგრამის მიზანია - სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობისა და ხარისხის ამაღლება, სიღარიბის შემცირება და საბოლოოდ - თბილისსა და საპილოტე რეგიონებს შორის სოციალური და ეკონომიკური უთანაბრობების ეტაპობრივი აღმოფხვრა.

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა - Sputnik საქართველო
8 წუთი ბათუმიდან ქობულეთამდე: ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

საპილოტე რეგიონების განვითარების სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით, უკვე გამოცხადდა კონკურსი 5 მილიონი ლარის ღირებულების პროექტებზე.

კონკურსის ფარგლებში წარდგენილ პროექტებზე გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი რეგიონის სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს მიერ.

მუნიციპალიტეტების მიერ წარდგენილი პროექტები ითვალისწინებს ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებას, ტურისტული ან სხვა სახის მომსახურებების შეთავაზების მიზნით სახელმწიფო შენობების განახლებას, ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენას, ადგილობრივი გზებისა და თანმხლები ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას.

ასობით მილიონი ლარი მშენებლობის დასახმარებლად: საქართველოს ხელისუფლების ახალი გეგმა >>

საქართველოს მთავრობამ პროგრამა 2019 წლის 20 დეკემბერს დაამტკიცა. წინასწარი ბიუჯეტი 63.75 მილიონი ევროა, საიდანაც ევროკავშირის მიზნობრივი დახმარება 53.75 მილიონ ევროს შეადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0