სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილი: პანდემიის შედეგებთან გამკლავება მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი

143
(განახლებულია 16:07 29.05.2020)
საქართველოს პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო გაეროს მაღალი დონის ონლაინ-კონფერენციაში, რომელიც კორონავირუსის პანდემიის შემდეგ გლობალური განვითარების დაფინანსების საკითხებს მიეძღვნა.

თბილისი, 29 მაისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის დროს მსოფლიო ეკონომიკისა და განვითარებადი ეკონომიკების სტიმულირებისთვის ახალი ინსტრუმენტების მოძიების აუცილებლობაზე ისაუბრა.

ზურაბიშვილმა მონაწილეობა მიიღო გაეროს უმაღლესი დონის ონლაინ-კონფერენციაში, რომელიც COVID-19-ის პანდემიის შემდგომ გლობალური განვითარების დაფინანსების მექანიზმებს მიეძღვნა. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს დაახლოებით 60 ქვეყნის ხელმძღვანელმა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. 

საქართველოს პრეზიდენტმა ესპანეთის მეფე საქართველოში მოიწვია>>

შეხვედრის მონაწილეებმა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისთან ერთად ბრძოლის მზადყოფნა გამოთქვეს.

„მრავალმხრივი მხარდაჭერისთვის აუცილებელია ახალი ინსტრუმენტების პოვნა მსოფლიო ეკონომიკისა და განვითარებადი ეკონომიკების წასახალისებლად. საჭიროა ახალი და ყოვლისმომცველი მიდგომები დაკრედიტების საკითხთა გადასაჭრელად. ახლა უნდა გადაწყდეს ინოვაციური დაფინანსების საკითხი, რომელსაც ჩვენ ყოველმხრივ დავუჭერთ მხარს. საჭიროა გლობალური დახმარების ინიციატივის, მარშალის ახალი გეგმის განხილვა და გადაწყვეტა. ექსტრაორდინარული პერიოდი საგანგებო რეაგირებას იმსახურებს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

როგორც მან აღნიშნა, სტაბილური განვითარების მიზანი – არ არის ხვალინდელი არჩევანი, არამედ დღევანდელი აუცილებლობაა.

2030 წლამდე პერიოდის მდგრადი განვითარების დღის წესრიგი მსოფლიოს ლიდერებმა 2015 წლის სექტემბერში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ისტორიულ სამიტზე მიიღეს და ის მდგრადი განვითარების სფეროში 17 ამოცანას ისახავს. მიზნები ეხება მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებას, უთანასწორობის შემცირებას, სტაბილურ ეკონომიკურ განვითარებას და რესურსების ხელმისაწვდომობას, ასევე ეკოლოგიაზე ზრუნვასა და კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლას.

ზურაბიშვილის სიტყვებით, პანდემიამ გამოკვეთა პროფესიონალიზმისა და ძლიერი მმართველობის მნიშვნელობა როგორც კრიზისთან ბრძოლის, ისე მომავალი ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, გამოავლინა და გააღრმავა რა ეკონომიკური ხარვეზები – გაზრდილი უთანასწორობა და სიღარიბე, ეკოლოგიური და სოციალური ხარჯი, რომელიც სათანადოდ არ არის გათვალისწინებული და რომლებზეც აუცილებელია ეფექტური რეაგირების ზომების გატარება.

„ეკონომიკის მართვის ჩვენს მეთოდებში ვცდილობთ ახალი ბალანსის პოვნას ზრდასა და მდგრადობას შორის, ინდივიდუალურ უნარებს, მეწარმეობის მხარდაჭერასა და საზოგადოების მხარდაჭერას შორის, თავისუფალ ვაჭრობასა და დივერსიფიკაციას შორის. ჩვენ ვმუშაობთ ტურიზმის უსაფრთხო განვითარების სტრატეგიაზე და საფუძველს ვუყრით მრეწველობის ახალ დარგებს მწვანე ეკონომიკის პარალელურად, რომელიც აუცილებლად გასათვალისწინებელ ბიომრავალფეროვნებას ეფუძნება“, – აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა.

ზურაბიშვილმა ხაზგასმით მიუთითა, რომ გლობალური პრობლემები ქმნის ახალ გამოსავალს პატარა ქვეყნებისთვის ინვესტიციების მოსაზიდად.

ტურიზმის აღორძინება: რაზე შეთანხმდნენ საქართველოს და რუმინეთის პრეზიდენტები>>

„ამავდროულად ვიცით, რომ წავაწყდებით სირთულეებს კაპიტალის ბაზართან და უცხოური ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით, რაც აუცილებელია მდგრადი მეწარმეობის განვითარების ეკონომიკის წასახალისებლად. ჩვენ ნოვატორები ვართ, თუმცა ამ გზით მარტო ვერ ვივლით“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნების ეკონომიკებს შორის ბალანსის აღდგენა და ადაპტაცია საერთო საერთაშორისო სწრაფვად უნდა იქცეს.

143
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1180)
ელიავას ბაზრობა

როგორ შეიცვალა ფასები სამრეწველო პროდუქციაზე

33
(განახლებულია 09:33 26.10.2020)
ერთ წელიწადში ფასები ძირითადად გადამამუშავებელი და სამთო მრეწველობის, ასევე კვების პროდუქტებზე გაიზარდა.

თბილისი, 26 ოქტომბერი – Sputnik. 2020 წლის სექტემბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5,9%-ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში. 

ინდექსის ფორმირებაზე ძირითადად გავლენა იქონია ფასების ზრდამ გადამამუშავებელ მრეწველობაში – 4,8%-ით, მათ შორის, კვების პროდუქტებზე – 8,1%-ით და სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში – 19,6%-ით.

აგვისტოსთან შედარებით, სექტემბერში სამრეწველო პროდუქციაზე ფასები 1,9%-ით გაიზარდა.

ადგილობრივი წარმოება

სექტემბერში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში წარმოებულ პროდუქციაზე ფასები 4,8%-ით გაიზარდა.

ყველაზე მეტად ფასები გაიზარდა გადამამუშავებელ მრეწველობაში – 5,7%-ით, მათ შორის კვების პროდუქტებზე – 5,5%-ით.

ექსპორტი და იმპორტი

ექსპორტზე გატანილი სამრეწველო პროდუქციის ფასების ინდექსი სექტემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 8,1%-ით გაიზარდა. 

სამთო-მომპოვებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები 34,8%-ით გაიზარდა. გადამამუშავებელი მრეწველობის ექსპორტირებულ პროდუქციაზე ფასები გაიზარდა 4,2%-ით, მათ შორის კვების პროდუქტებზე – 13,1%-ით, ლითონის ნაკეთობაზე – 1,9%-ით.

საქართველოში იმპორტირებულ სამრეწველო პროდუქციაზე ფასები საანგარიშო პერიოდში 3,4%-ით გაიზარდა. ამასთან გადამამუშავებელი მრეწველობის იმპორტირებული პროდუქცია 3,4%-ით გაძვირდა.

სამომხმარებლო ფასები

სექტემბერში ინფლაციის წლიურმა დონემ 3,8% შეადგინა (მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ს შეადგენს). სურსათზე ფასები 6,3%-ით გაიზარდა. ექსპერტები ფასების ზრდას კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ კრიზისს უკავშირებენ.

სექტემბრიდან ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა გაცვლითი კურსის დაცემის შემდეგ ინფლაციაზე ზეწოლის განეიტრალების მიზნით. რეფინანსირების განაკვეთი ამ პერიოდში 6,5%-დან 9%-მდე გაიზარდა. თუმცა, კორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეული კრიზისის დაწყების შემდეგ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ეტაპობრივად 8%-მდე შემცირდა.

33
თემები:
საქართველოს ეკონომიკა
ვალუტის გაცვლის პუნქტი

ლარის კურსი 26 ოქტომბერს

65
(განახლებულია 09:11 24.10.2020)
წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0021 ლარით გაუფასურდა.

თბილისი, 26 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,2202 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0021 ლარით გაუფასურდა.

ლარის კურსი 26 ოქტომბერს
ლარის კურსი 26 ოქტომბერს

 

65
თემები:
ლარის კურსი დღეს
არჩევნები

არჩევნები პანდემიის პირობებში: ხელისუფლება უსაფრთხოების გარანტიას იძლევა

0
(განახლებულია 13:24 26.10.2020)
საქართველოს მოსახლეობა პანდემიის პირობებში პირველად აირჩევს დეპუტატებს – კენჭისყრამდე კვირაზე ნაკლები დარჩა

თბილისი, 26 ოქტომბერი  — Sputnik. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით უსაფრთხო გარემოში ჩატარდება, განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. 

საქართველოს მოსახლეობა პანდემიის პირობებში პირველად აირჩევს დეპუტატებს. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 30 303–ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 11 370 პაციენტი, გარდაიცვალა 215.

 „ჩვენ წინ გველოდება ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები...  თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით არჩევნები ჩატარდება უსაფრთხოდ, ეპიდემიოლოგების მიერ განსაზღვრული ყველა წესის დაცვით. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ უსაფრთხოებაზე, ეს, რა თქმა უნდა, ეხება როგორც ამომრჩევლებს, ისე დამკვირვებლებს“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

საქართველოში საოარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება, რომელშიც 48 პარტია და ორი ბლოკი მიიღებს მონაწილეობას. ქვეყნის მოსახლეობა აირჩევს 150 დეპუტატს - 120-ს პარტიული სიებით, 30 მაჟორიტარს - ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში.

 

0
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020