ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო

ბრძოლა COVID-19-თან: აზიის ბანკი საქართველოს 90 მილიონ ევროს გამოუყოფს

64
(განახლებულია 15:27 22.05.2020)
AIIB-ს მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსი 1 მაისს საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის გაფორმებული „COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის“ სასესხო შეთანხმების ნაწილია.

თბილისი, 22 მაისი – Sputnik. აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკმა (AIIB) კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საქართველოს დაახლოებით 91,4 მლნ ევრო გამოუყო, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.

საქართველომ და AIIB-მ ხელი მოაწერეს COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტზე სასესხო შეთანხმებას. შეთანხმების მიზანია პანდემიით გამოწვეული საფრთხეების გამოვლენა, თავიდან აცილება და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული სისტემების გაძლიერება. 

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ფინანსური რესურსი მოხმარდება ჯანდაცვის სექტორის მხარდაჭერას, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრების ეპიდემიოლოგიური შესაძლებლობების გაძლიერებას, ზოგადი ტესტირების შესაძლებლობის გაზრდას, კრიტიკული სამედიცინო საშუალებებისა და აღჭურვილობის ხელმისაწვდომობის გაფართოებას, ასევე COVID-19-ით უშუალოდ თუ არაპირდაპირი გზით დაზარალებული ოჯახებისა და პირების სოციალურ და ფინანსურ მხარდაჭერას მათთვის მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამებითა და დროებითი ფინანსური დახმარების გაწევით.

პროექტს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო განახორციელებს.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ AIIB-ს მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსი მსოფლიო ბანკთან 1 მაისს გაფორმებული „COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის“ სასესხო შეთანხმების ანალოგიურია, რომლითაც მსოფლიო ბანკმა საქართველოს 80 მლნ აშშ დოლარი გამოუყო. AIIB შეუერთდა ამ შეთანხმებას.

AIIB-სთან შეთანხმება იმ ფინანსური მხარდაჭერის ნაწილია, რომელიც საქართველოს მთავრობამ პარტნიორი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლისა და ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი რეაბილიტაციისთვის მოიზიდა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი დათანხმდა „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ პროგრამის გაგრძელებას, რაც წლის ბოლომდე საქართველოსთვის 447 მლნ დოლარის გამოყოფას ნიშნავს. გარდა ამისა, რიგი საერთაშორისო დონორები საქართველოსთვის 2020 წლის ბოლომდე გამოყოფენ 1,5 მლრდ დოლარს.

64
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (838)
ელიავას ბაზრობა

საქართველოში სამრეწველო პროდუქციაზე ფასები იზრდება

19
(განახლებულია 08:36 27.11.2020)
ერთ წელიწადში ფასები ძირითადად გადამამუშავებელი და სამთო მრეწველობის, ასევე კვების პროდუქტებზე გაიზარდა.

თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik.  2020 წლის ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასები ინდექსი 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 8%-ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში. 

ინდექსის ფორმირებაზე ძირითადად გავლენა იქონია ფასების ზრდამ გადამამუშავებელ მრეწველობაში – 7,4%-ით, მათ შორის, კვების პროდუქტებზე – 10,6%-ით და სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში – 20,4%-ით.

სექტემბერთან შედარებით, ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციაზე ფასები 1,7%-ით გაიზარდა.

ადგილობრივი წარმოება

ოქტომბერში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში წარმოებულ პროდუქციაზე ფასები 6,5%-ით გაიზარდა.

ყველაზე მეტად ფასები გაიზარდა გადამამუშავებელ მრეწველობაში – 7,9%-ით, მათ შორის კვების პროდუქტებზე – 7,7%-ით.

ექსპორტი და იმპორტი

ექსპორტზე გატანილი სამრეწველო პროდუქციის ფასების ინდექსი ოქტომბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 11,4%-ით გაიზარდა. 

სამთო-მომპოვებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები 36,6%-ით გაიზარდა. გადამამუშავებელი მრეწველობის ექსპორტირებულ პროდუქციაზე ფასები გაიზარდა 7,7%-ით, მათ შორის კვების პროდუქტებზე – 18,7%-ით, ლითონის ნაკეთობაზე – 6,4%-ით.

საქართველოში იმპორტირებულ სამრეწველო პროდუქციაზე ფასები საანგარიშო პერიოდში 3,3%-ით გაიზარდა. ამასთან გადამამუშავებელი მრეწველობის იმპორტირებული პროდუქცია 4,4%-ით გაძვირდა.

სამომხმარებლო ფასები

ოქტომბერში ინფლაციის წლიურმა დონემ 3,8% შეადგინა (მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ს შეადგენს). სურსათზე ფასები 5,5%-ით გაიზარდა. ექსპერტები ფასების ზრდას კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ კრიზისს უკავშირებენ.

2019 წლის სექტემბრიდან ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა გაცვლითი კურსის დაცემის შემდეგ ინფლაციაზე ზეწოლის განეიტრალების მიზნით. რეფინანსირების განაკვეთი ამ პერიოდში 6,5%-დან 9%-მდე გაიზარდა. თუმცა, კორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეული კრიზისის დაწყების შემდეგ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ეტაპობრივად 8%-მდე შემცირდა.

19
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (838)
კალაუბანი

ფინანსთა მინისტრი: შეზღუდვები ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე აისახება

14
(განახლებულია 10:02 27.11.2020)
2020 წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის გაუარესება 2021 წლის მაჩვენებელზე აისახება, მიაჩნია ფინანსთა მინისტრს

თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. 28 ნოემბრიდან შემოღებული შეზღუდვები საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზზე აისახება, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ბრიფინგზე.

ფინანსთა სამინისტროს პროგნოზის თანახმად, 2020 წელს 5%–იანი, 2021 წელს კი 4,3%–იანი ეკონომიკური ზრდა უნდა ყოფილიყო. მთავრობის გადაწყვეტილებით, ინფიცირების გავრცელების პრევენციის მიზნით  28 ნოემბრიდან 31 იანვრის პერიოდში ქვეყანაში წესდება ახალი შეზღუდვები, მათ შორის, ეკონომიკურ საქმიანობაზე საცალო ვაჭრობის კუთხით. 

 „ჩვენ ვხედავთ, რომ უკვე ნოემბერში შეიმჩნევა შემოსავლის კლება, ჯერ კი შეზღუდვები არ ამოქმედებულა. როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით ეკონომიკის 5%–მდე ვარდნაზე, ეს ოპტიმისტური პერიოდიდან გამომდინარე იყო გამოთვლილი, ამიტომაც ნოემბერი და დეკემბერი მასზე გავლენას იქონიებენ“, – განაცხადა მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, 2020 წელში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის გაუარესება 2021 წლის მაჩვენებელზე აისახება.

 „2020 წლის პროგნოზი 2021 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის გადახედვის საფუძველს იძლევა, რამდენადაც ერთის მხრივ, გაუარესდება სასტარტო პირობები, მათ შორის იანვარსა და თებერვალში, როდესაც შეზღუდვების ნაწილი მოიხსნება. ეკონომიკური აქტიობა ასე მარტივად არ აღდგება, ეს ის ფაქტორია, რომელიც კიდევ უფრო დაამძიმებს წლიურ 4,3%–იან პროგნოზს“, განაცხადა მაჭავარიანმა.

ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ არის დამაიმედებელი ფაქტორი ვაქცინის სახით, რომლის მიღების შემდეგ ეკონომიკა უფრო სწრაფ აღდგენას დაიწყებს.

 „ახალი პროგნოზი დასათვლელია  იმის მიხედვით, რა სურათს მოგვცემს შეზღუდვები. მე მაინც მგონია, რომ  2021 წელს 4%-იანი ზრდის შენარჩუნება  შესაძლებელი იქნება, მაგრამ ეს დასაზუსტებელია“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

14
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (838)
ფეხბურთის ნაკრები

საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრები კიდევ ერთხელ დამარცხდა

0
(განახლებულია 10:50 27.11.2020)
საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ცხრა ჩატარებული მატჩში სამი გოლის გაიტანა, 42 კი გაუშვა

 

თბილისი, 27 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მალტას უმასპინძლა და კიდევ ერთხელ დამარცხდა. 

შეხვედრა სტუმართა დიდი უპირატესობით წარიმართა. მატჩის პირველ ნახევარში ზამიტისა და ბუგეჯას გატანილი გოლებით მალტის გუნდმა  ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა.

მეორე ტაიმი მალტელთა შეტევებით დაიწყო და 58-ე წუთზე ბუგეჯას შესრულებული დუბლის წყალობით საბოლოო ანგარიში, 0-4 დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ ქართველ გოგონებს შეხვედრის მიმდინარეობისას რეალური საგოლე მომენტი თითქმის არ შეუქმნიათ.

ლევან ბაჯელიძის გოგონებმა აღნიშნულ ჯგუფში ცხრა მატჩი ჩაატარეს და ყველა წააგეს. საქართველოს ნაკრები შესარჩევი ციკლის B ჯგუფში 0 ქულით ბოლო, მეექვსე პოზიციას იკავებს – მათ ანგარიშზე 42 გაშვებული და სამი გატანილი გოლია.

ქალთა ნაკრები ჯგუფის ბოლო შეხვედრაში, რომელიც 1 დეკემბერს გაიმართება, ბოსნიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

0
თემები:
სპორტის ამბები