ვალუტის გადამცვლელი პუნქტი

ლარის კურსი 21 მაისს

110
(განახლებულია 09:25 21.05.2020)
წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის, ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0002 ლარით გაუფასურდა

თბილისი, 21 მაისი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,2012 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის, ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0002 ლარით გაუფასურდა. 

ლარის კურსი 21 მაისს



110
თემები:
ლარის კურსი დღეს (389)
ვალუტის გაცვლის პუნქტი

ლარის კურსი 26 მაისს

67
(განახლებულია 08:42 26.05.2020)
წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის, ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ არ შეცვლილა.

თბილისი, 26 მაისი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,1916 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის, ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ არ შეცვლილა.

ლარის კურსი 26 მაისს
ლარის კურსი 26 მაისს
67
თემები:
ლარის კურსი დღეს (389)
პირბადე

საქართველო სამედიცინო პირბადეების ექსპორტს გეგმავს

57
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, კერძო სექტორის ჩართულობით, დღეს საქართველო პირბადეების იმპორტიორი ქვეყნიდან ექსპორტიორ ქვეყანად იქცა. 

თბილისი, 25 მაისი – Sputnik. ადგილობრივი ბაზარი იმდენად გაჯერდა კარგი ხარისხის სამედიცინო და საყოფაცხოვრებო პირბადეებით, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება, პირბადეების გატანა ექსპორტზეც დაიწყოს, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ  კომპანია „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსის“  სამედიცინო დანიშნულების პირბადეების საწარმოს გახსნაზე.

ნათია თურნავას განცხადებით, როცა მსოფლიო და საქართველო პანდემიის გამოწვევის წინაშე დადგა, საქართველო პირბადეების იმპორტიორი ქვეყანა იყო. თუმცა, კერძო სექტორის ჩართულობით, დღეს საქართველო პირბადეების იმპორტიორი ქვეყნიდან ექსპორტიორ ქვეყანად იქცა. 

„ჩვენი თანადგომით სულ უფრო მეტი საწარმო უერთდება პირბადეების წარმოების ინიციატივას და აწარმოებენ კომერციულ პირბადეებს არა მხოლოდ საქართველოს ბაზრისთვის, არამედ გარეთ გასატანად. ეს არის ის, თუ როგორ სწრაფად რეაგირებს ჩვენი კერძო სექტორი და ჩვენი ხელისუფლება იმ გამოწვევებზე, რასაც ბევრი სხვა გიგანტი ქვეყანა ვერ უმკლავდება ასე წარმატებით“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსი“ ევროპული სტანდარტის, უმაღლესი ხარისხის პირბადეების  საწარმოა საქართველოში, რომელიც ყველაზე თანამედროვე, სტანდარტების შესაბამისი დანადგარებით აღჭურვილ 2 საწარმოო ხაზს მოიცავს. საწარმოს წარმადობა სრული დატვირთვისას თვეში 12 მილიონ პირბადეს შეადგენს.  პროდუქცია Faceguard-ი განკუთვნილია, როგორც ადგილობრივი, ასევე საექსპორტო ბაზრებისთვის. პროექტი განხორციელდა კერძო ინვესტიციებით და „თიბისი“ ბანკის ფინანსური მხარდაჭერით. „საპარტნიორო ფონდს“ პროექტში ფინანსური თანამონაწილეობა  არ მიუღია. პირბადეების საწარმო „ნიუ ტექნოლოჯ იმპექსში“ პირველ ეტაპზე 50-მდე ადამიანი დასაქმდება.

„ნიუ ტექნოლოჯი იმპექსის“ მსგავსი საწარმოები, როლებიც მილიონობით მაღალი ხარისხის სამედიცინო პირბადეს აწარმოებენ და შეძლებენ მოამარაგონ არა მხოლოდ ადგილობრივი ბაზარი, არამედ ექსპორტზეც გაიტანონ პროდუქცია, ქმნიან ძლიერ ქართულ ეკონომიკას“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ბიზნეს-ომბუდსმენი - სავაჭრო ცენტრების გახსნა ჯერჯერობით შეუძლებელია >>

ეკონომიკის მინისტრის  განცხადებით, ყველაფერი, რაც საქართველოში იწარმოება, მხარდაჭერილი იქნება სახელმწიფოს მხრიდან და ამაში წვლილი სახელმწიფო პროგრამებსაც შეაქვთ.

დღეს კომპანია „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსის“  სამედიცინო დანიშნულების პირბადეების საწარმოს გახსნას  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა,  ჯანდაცვის მინისტრი  ეკატერინე ტიკარაძე,  განათლების, მინისტრი მიხეილ ჩხენკელი,  „საპარტნიორო ფონდი“ დირექტორი დავით საგანელიძე, ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე, ჩინეთის ელჩი საქართველოში ლი იენი და მაღალი რანგის სხვა სტუმრები დაესწრნენ.

57
თემები:
საქართველოს ეკონომიკა
ჟურნალისტები აქციაზე

რას წერენ ქართული გაზეთები: როდის დაბრუნდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი თბილისში?

0
(განახლებულია 01:15 26.05.2020)
მომავალი საპარლამენტო არჩევნები - შეინარჩუნებს თუ არა „ქართული ოცნება“ რეიტინგს, რომელიც კორონავირუსის პანდემიის წყალობით მოიპოვა, და როდის წარმოადგენს ოპოზიცია მაჟორიტარი კანდიდატების ერთიან სიას - მთავარი თემები ქართულ პრესაში.

რამდენად შეძლებს „ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებამდე შეინარჩუნოს რეიტინგი, რომელიც კორონავირუსის პანდემიის ხარჯზე მოიპოვა, მოსალოდნელი ეკონომიკური პრობლემების ფონზე - ერთ-ერთი მთავარი თემაა.

ანალიტიკოსი მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ საზოგადოებაში შეიმჩნევა კეთილგანწყობა „ქართული ოცნების“ მიმართ, რომელმაც პანდემიასთან ბრძოლისას კარგი გამოცდილება მიიღო და დაინახა, რამხელა მნიშვნელობა ჰქონია პროფესიონალების მოსმენის და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარს.

„ასევე გამოჩნდა გიორგი გახარიას განსაკუთრებული მენეჯერული თვისებები. შესაბამისად, საზოგადოება კეთილგანწყობილია. უმეტესობამ დაინახა, რომ ხელისუფლებამ ქვეყანას დიდი ხიფათი აარიდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს განწყობა შენარჩუნდება არჩევნებამდე, თუნდაც იმიტომ, რომ ეკონომიკური სიდუხჭირე თავის სიტყვას იტყვის“, - განუცხადა არეშიძემ გაზეთ „კვირის პალიტრას“.

ამიტომ საჭიროა მნიშვნელოვანი პროექტების სწრაფი რეალიზება, სოციალური დახმარების სისტემის სრულყოფა და ახალ ნაბიჯებზე ფიქრი, აღნიშნა პოლიტიკოსმა.

„მთავარია, მოქალაქეებმა იგრძნონ ხელისუფლების ზრუნვა. ვნახოთ, მოახერხებს თუ არა “ქართული ოცნება” მიღწეულის კაპიტალიზაციას“, - განაცხადა არეშიძემ.

მისი თქმით, მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ხელისუფლებისა და ოპოზიციის დაპირისპირება არ არის მნიშვნელოვანი.

„დიდ ნაწილს არც ეს ვითომ პოლიტპატიმრები ანაღვლებს, რურუაზე საერთოდ არაფერს ვიტყვი, ხალხმა ყველაზე ყველაფერი მშვენივრად იცის. ადამიანებს ადარდებს სოციალური თემები, დასაქმება და ეკონომიკური პრობლემები”, - აღნიშნა არეშიძემ.

როდის წარადგენს ოპოზიცია კანდიდატების ერთიან სიას?

მაჟორიტარი კანდიდატების სიის საბოლოო მონახაზი სავარაუდოდ ივნისის ბოლოს იქნება მზად, განაცხადა რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა იმ კონსულტაციებთან დაკავშირებით, რომლებიც ოპოზიციის შიგნით მაჟორიტარობის ერთიანი კანდიდატების შესათანხმებლად დაიწყო.

ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ გაერთიანებულ ოპოზიციაში შეათანხმეს 30 მაჟორიტარული ოლქის განაწილების საზღვრები, თავად კი თბილისში იყრის კენჭს.

„ჯერ მონახაზი არ არის, სავარაუდოდ, საბოლოო მონახაზი ივნისის ბოლოს იქნება. ჯერ დაკანონდეს ის 30 მაჟორიტარული ოლქი“, - განაცხადა „რეზონანსთან“ დავით ბერძენიშვილმა.

ამასთან მან აღნიშნა, რომ მის მაჟორიტარობაზე საუბარი ჯერ არ ყოფილა და არც მიილტვის ამისკენ.

როგორ გადანაწილდება 2020 წლის არჩევნებზე მაჟორიტარული ოლქები რეგიონების მიხედვით >>

„ჩვენი მიზანია, შესრულდეს 8 მარტის შეთანხმება და აუცილებლად შევიდეს ცვლილება კონსტიტუციაში. თუ ხელისუფლება კვლავ გაჯიუტდა, მოვლენები მისთვის სახარბიელოდ არ განვითარდება. ბოლოს და ბოლოს როდემდე უნდა შეირცხვინოს თავი შინ თუ გარეთ?! პირობა უნდა შეასრულოს“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

როდის დაბრუნდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი თბილისში?

საქართველოში უკვე მესამე დღეა რაც საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა, მაგრამ მთავარი კითხვა, რომელიც მოსახლეობას აწუხებს - როდის ამუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი დედაქალაქში, - კვლავ ღიად რჩება.

ალერგოლოგი-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი მიიჩნევს, რომ ტრანსპორტის ამუშავების საკითხი ეპიდემიოლოგებთან ერთად უნდა გადაწყდეს.

„შეზღუდვა ძალიან მარტივია, თუმცა გახსნა ძალიან რთულია. მეტი ძალისხმევა მართებს ყველას. მთავარი გადაწყვეტილება მაინც უნდა მიიღონ ეპიდემიოლოგებმა და ასევე სატრანსპორტო კომპანიებმა“, - განუცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა „რეზონანსს“.

მისი თქმით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს დეზინფექციას და აუცილებლად გაიზარდოს კონტროლიორების რაოდენობა.

„მე ვფიქრობ, რომ ამ წესების დაცვით მაისში ტრანსპორტის გახსნა უნდა გადაწყდეს“, - განაცხადა კულუმბეგოვმა.

მიმოხილვა მომზადებულია გაზეთ „რეზონანსის“ და „კვირის პალიტრას“ მიხედვით

0