ცარიელი დახლები

საგარეო ვაჭრობა კორონავირუსის ეპოქაში: საქართველოს ექსპორტი და იმპორტი შემცირდა

148
(განახლებულია 15:02 14.05.2020)
მიმდინარე წლის აპრილში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 35,4%-ით შემცირდა: ექსპორტი 27,9%-ით, იმპორტი კი 38,5%-ით.

თბილისი, 14 მაისი – Sputnik. 2020 წლის იანვარ–აპრილში საქართველოდან ერთ მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ქართული პროდუქცია გავიდა – 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11,9%-ით ნაკლები, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.

2020 წლის დასაწყისიდან იმპორტმა დაახლოებით 2,5 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 18%-ით ნაკლებია გასული წლის იანვარ–აპრილთან შედარებით. 

მთლიანობაში 2020 წლის პირველ ოთხ თვეში საგარეო სავაჭრო ბრუნვა გასულ წელთან შედარებით 11,8%-ით დაეცა და დაახლოებით 3,5 მილიარდი დოლარი შეადგინა.

ამასთან, მიმდინარე წლის აპრილში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 35,4%-ით შემცირდა: ექსპორტი 27,9%-ით, იმპორტი კი 38,5%-ით.

კორონავირუსის ეპიდაფეთქებამ ქვეყნის ეკონომიკას სერიოზული დარტყმა მიაყენა. იზარალეს სასტუმროებმა, რესტორნებმა, სავაჭრო ცენტრებმა, დასვენებისა და გართობის სფეროებმა, ტრანსპორტმა. საფრთხის წინაშეა საფინანსო სექტორი, სამშენებლო, უძრავი ქონებისა და განათლების სფეროები.

ქართული საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის მონაცემებით, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გამო ექსპორტის შემცირებამ ეკონომიკას შეიძლება 200 მილიონიდან ერთ მილიარდ დოლარამდე ზარალი მიაყენოს, იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები.

148
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (906)
ბათუმის პორტი

2020 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 1,5 მლრდ დოლარით შემცირდა

10
(განახლებულია 20:27 21.01.2021)
საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორები 2020 წლის დასაწყისიდან არიან თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი.

 

თბილისი, 22 იანვარი – Sputnik.  კორონავირუსის პანდემიის ფონზე საქართველოს ეკონომიკა ვარდნას აგრძელებს – 2020 წელს საგარეო სავაჭრო ბრუნვა გასულ წელთან შედარებით 14,8%–ით შემცირდა და 11,3 მლრდ ლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში. 

2020 წელს  3,3 მლრდ დოლარის ღირებულების ქართული პროდუქცია გავიდა –  2019 წელთან შედარებით 12%–ით ნაკლები.

გასულ წელს იმპორტმა 8  მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც 2019  წელთან შედარებით 15,9%-ით ნაკლებია.

2020 წელს საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 4,7 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41,1%-ია.

რით ვაჭრობს საქართველო

საქართველოდან საქონლის ფართო ასორტიმენტი გააქვთ – სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ფეროშენადნობები, მსუბუქი ავტომობილები, ნატურალური ღვინო, სამკურნალო საშუალებები, მინერალური წყლები, დამუშავებული ან ნახევრადდამუშავებული ოქრო, თხილი და სხვ. 

2020 წლის დასაწყისიდან გაიზარდა  სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების (12,3%), სპირტიანი სასმელების (3,8%), ოქროს (751,3%) და თხილის (40 9%) ექსპორტი. 

ამავე დროს შემცირდა მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 44,9%-ით, ფეროშენადნობების – 18,5%-ით, ნატურალური ყურძნის ღვინის – 5,6%-ით, სამკურნალო საშუალებების – 42,6%-ით, აზოტოვანი სასუქების – 12,7%-ით და ა.შ.

საქართველოში შემოდის ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მსუბუქი ავტომობილები, ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები, სპილენძის მადნები და კონცენტრატები, სამკურნალო საშუალებები, ხორბალი, ელექტროენერგია, სატელეფონო აპარატები და სხვ.

2020 წლის დასაწყისიდან გაიზარდა მხოლოდ ძვირფასი ლითონების მადნების იმპორტი – 1106,8%.

ამავე დროს მსუბუქი ავტომობილების იმპორტი აღნიშნულ პერიოდში დაეცა 31,4%-ით, სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების – 11,6%-ით, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების — 34,2%-ით, სამკურნალო საშუალებების – 7,9%-ით, ნავთობის აირებისა და აირისებრი ნახშირწყალბადების – 10,2%-ით და ა.შ.

ვისთან ვაჭრობს საქართველო

საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორები 2020 წლის დასაწყისიდან არიან თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი — ამ ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვამ გასულ წელს  4,1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 36,2%-ია.  

პირველ ადგილზეა თურქეთი –  2020 წელს მეზობელ ქვეყანასთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ დაახლოებით 1,6 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 14,1%-ია. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა, 2019 წელთან შედარებით, 12,1%-ით შემცირდა.

2020 წლის დასაწყისიდან თურქეთში გავიდა 34,1 ათასი ტონა ფეროშენადნობები, დაახლოებით 1,3 ათასი ტონა ტრიკოტაჟის ნაწარმი, 5,6 ათას ტონაზე მეტი თევზის ან ზღვის ძუძუმწოვრების ცხიმები, ქონები და მათი ფრაქციები და სხვა საქონელი.

აღნიშნულ პერიოდში თურქეთიდან შემოვიდა დაახლოებით 67,2 ათას ტონაზე მეტი შავი ლითონების მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, 528,4 ტონა სამკურნალო პრეპარატები, დაახლოებით 23,5  ათასი ტონა შავი ლითონების მეტალოკონსტრუქციები და ა.შ.

მეორე ადგილზეა რუსეთი

2020 წელს საქართველოსა და რუსეთს შორის ბრუნვა, 2019 წელთან შედარებით,  9,9%–ით შემცირდა და 1,3 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა– საქართველოს მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 11,7%. 

 

საქართველოდან რუსეთში გავიდა დაახლოებით 108,3 ათასი ტონა ფეროშენადნობები, 41,1 ათას ტონაზე მეტი ყურძნის ნატურალური ღვინო, 78,4 ათას ტონაზე მეტი მინერალური და მტკნარი წყალი, დაახლოებით 6,7 ათასი ტონა სპირტიანი სასმელი და ა.შ.
რუსეთი საქართველოში საწვავის ყველაზე მსხვილი მომწოდებელია. რუსეთიდან წლის დასაწყისიდან 348,7 ათას ტონაზე მეტი ნავთობი და ნავთობპროდუქტები შემოვიდა.

რუსეთიდან ასევე შემოვიდა 488,3 ათას ტონაზე მეტი ხორბალი, დაახლოებით 172,1  ათასი ტონა  ნავთობის აირები, დაახლოებით 42 ათასი ტონა მზესუმზირის ზეთი და ა.შ.

ჩინეთი მესამე ადგილზეა

საქართველოს საგარეო ბრუნვამ ჩინეთთან  დაახლოებით 1,2 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც მთლიანი საგარეო ბრუნვის 10,4%-ია. სავაჭრო ბრუნვა ორ ქვეყანას შორის, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 9,5%-ით გაიზარდა. 

წლის დასაწყისიდან საქართველოდან ჩინეთში გავიდა დაახლოებით 266,3  ათასი ტონა  სპილენძის მადნები და კონცენტრატები, 13,2 ათას ტონაზე მეტა ძვირფასი ლითონები, დაახლოებით 3,5 ათასი ტონა ყურძნის ნატურალური ღვინო და ა.შ.

ჩინეთიდან შემოვიდა 38,5 ათას ტონაზე მეტი ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისგან, დაახლოებით 2,2  ათასი ტონა ნათურები და გამანათებელი მოწყობილობები, 699,9 ტონა  აპარატურა მიმღები სატელევიზიო კავშირისთვის  და ა.შ.

საქართველო ასევე ვაჭრობს სხვა ქვეყნებთან

საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში ასევე შედიან: აზერბაიჯანი – 934,5 მილიონ დოლარზე მეტი, სომხეთი – დაახლოებით 610  მილიონი დოლარი, უკრაინა – 607,2 მილიონ დოლარზე მეტი, აშშ – დაახლოებით 620,9  მილიონი დოლარი, გერმანია –  დაახლოებით 466,9  მილიონი დოლარი, ბულგარეთი – 422,7 მილიონ დოლარზე მეტი, იტალია – 216 მილიონ დოლარზე მეტი.

10
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (906)
ვალუტის გადამცვლელი პუნქტი

ლარის კურსი 22 იანვარს

23
(განახლებულია 20:39 21.01.2021)
წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0028 ლარით გაუფასურდა.

თბილისი, 22 იანვარი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,3010 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0028 ლარით გაუფასურდა. 

ლარის კურსი 22 იანვარს
23
თემები:
ლარის კურსი დღეს
ავიაკომპანია  Flydubai

მოგზაურობის მოყვარულთათვის: Flydubai საქართველოში ფრენებს აღადგენს

0
(განახლებულია 09:45 22.01.2021)
კორონავირუსის გავრცელების მხრივ სიტუაციის გაუარესების გამო დაგეგმილი ავიარეისების გაუქმება ან გარკვეული დროით გადადება ბევრჯერ მოუწია როგორც ქართულ, ისე უცხოურ ავიაკომპანიებს.

თბილისი, 22 იანვარი – Sputnik. არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო ავიაკომპანია Flydubai საქართველოს მიმართულებით ფრენებს 28 იანვრიდან განაახლებს, ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების განცხადებაში.ავიარეისი დუბაი–თბილისი კვირაში ორჯერ შესრულდება.

საქართველომ ავიამიმოსვლა ყველა მიმართულებით მიმდინარე წლის მარტის შუა რიცხვებში შეწყვიტა, როდესაც ჯანმომ კორონავირუსის პანდემიის შესახებ გამოაცხადა. შეზღუდვები არ ეხებოდა მხოლოდ იმ სპეცრეისებს, რომლებიც ქვეყნის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებას ისახავდა მიზნად. ზაფხულის შუა პერიოდში რეგულარული ფრენების აღდგენა დაიწყო, თუმცა, ეპიდვითარების გაუარესების გამო ავიამიმოსვლის აკრძალვის ვადა 2021 წლის 31 იანვრამდე გაახანგრძლივა. 

ეპიდვითარების მკვეთრმა გაუარესებამ საქართველოს მთავრობა იძულებული გახადა საერთაშორისო რეგულარული ავიამიმოსვლის განახლების თარიღი რამდენჯერმე გადაედო. 

ადრე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო რეგულარულ ავიამიმოსვლაზე დაწესებული ყველა შეზღუდვა, შესაძლოა, მიმდინარე წლის თებერვლიდან გააუქმოს.

როგორც ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ განაცხადა, ავიაგადამზიდ კომპანიებს კვლავ აქვთ საქართველოში ფრენების განახლების სურვილი. აქტიურად გრძელდება რეგულარული საჰაერო ავიამიმოსვლის ეტაპობრივი აღდგენისთვის ტექნიკური კონსულტაციები და სამუშაოები. ამასთან, ავიაცია აქტიურად ემზადება ვაქცინის ტრანსპორტირებისთვის.

ზაფხულის შუა პერიოდში რეგულარული ფრენები განახლდა მიუნხენში, პარიზსა და რიგაში. ოქტომბრის დასაწყისში ლოუკოსტერმა Wizzair–მა ქუთაისიდან რიგაში რეგულარული ფრენები განაახლა, ნოემბრიდან კი გადაწყვეტილება იქნა მიღებული რეგულარული ფრენების კიდევ 12 ქვეყანაში განახლების შესახებ.

0
თემები:
ავიამიმოსვლა საქართველოში