მშენებლობა

საქართველოში მშენებლობები შემცირდა ახალი სტატისტიკა

68
(განახლებულია 15:19 13.05.2020)
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ექსპლუატაციაში შესული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის თბილისზე, კახეთსა და იმერეთზე.

თბილისი, 13 მაისი — Sputnik. 2020 წლის იანვარი-მარტში საქართველოში ექსპლუატაციაში 419,7 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის 484 ობიექტი შევიდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.

2019 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ფართობის მოცულობა 38,2%-ით, მათი რიცხვი კი 21,8%-ით შემცირდა.
ექსპლუატაციაში შესული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის თბილისზე, კახეთსა და იმერეთზე.

რეგიონების ტოპ–5 2020 წლის პირველი კვარტლის განმავლობაში ჩაბარებული ობიექტების მიხედვით 

რეგიონი ობიექტების რაოდენობა წილი გაცემული ნებართვების საერთო რაოდენობიდან %
თბილისი 143 29,5
კახეთი 61 12,6
იმერეთი 59 12,2
ქვემო ქართლი 57 11,8
სამეგრელო–ზემო სვანეთი 49 10,1


2020 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ხელისუფლების მუნიციპალური ორგანოების მიერ გაცემულია 2,3 ათასი ნებართვა 1,5 მილიონი კვადრატული მეტრი ფართობის მშენებლობაზე.

2019 წელთან შედარებით, გაცემული ნებართვების რაოდენობა 11,4%-ით გაიზარდა, ფართობი კი - 11,6%-ით.

გაცემული ნებართვების საერთო რიცხვიდან 78,3% ოთხ რეგიონზე – თბილისზე, ქვემო ქართლზე, აჭარასა და იმერეთზე მოდის.

რეგიონების ტოპ-5 2020 წლის პირველ კვარტალში მშენებლობაზე გაცემული ნებართვების მიხედვით 

რეგიონი ნებართვების რაოდენობა წილი გაცემული ნებართვების საერთო რაოდენობიდან %
თბილისი 1 254 54,9
აჭარა 228 10,0
ქვემო ქართლი 154 6,7
იმერეთი 153 6,7
მცხეთა–მთიანეთი 148 6,5

კომპეტენტური ორგანოები წლის დასაწყისიდან გასცემდნენ ნებართვებს სხვადასხვა შენობების მშენებლობაზე – მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსებზე, სასტუმროებზე, სავაჭრო ობიექტებზე, ქარხნებზე, სასოფლო-სამეურნეო ობიექტებზე და ა.შ. თუმცა, ძირითადი ნაწილი საცხოვრებელ კომპლექსებზე მოდის.

68
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (597)
ვალუტის გაცვლის პუნქტი

ლარის კურსი 4 ივნისს

0
(განახლებულია 08:21 04.06.2020)
წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0356 ლარით გამყარდა.

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,0416 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის, ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0356 ლარით გამყარდა.

ლარის კურსი 4 ივნისს
ლარის კურსი 4 ივნისს
0
თემები:
ლარის კურსი დღეს
ვალუტის გადამცვლელი პუნქტი

მოსახლეობის საყურადღებოდ: 8 ივნისიდან სავალუტო ჯიხურები იხსნება

81
(განახლებულია 19:59 03.06.2020)
მომავალი კვირიდან საქართველოს მოსახლეობა ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ვალუტის ყიდვას ან გადაცვლას შეძლებს.

თბილისი, 3 ივნისი – Sputnik. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 8 ივნისიდან საქმიანობას განაახლებენ ვალუტის გადამცვლელი პუნქტები, რომლებმაც მუშაობა კორონავირუსის პანდემიის გამო შეაჩერეს, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

ვალუტის გადამცვლელმა პუნქტებმა მუშაობა 31 მარტს შეაჩერეს. ამ ეტაპზე მოქალაქეებს ვალუტის გადაცვლა მხოლოდ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში შეუძლიათ.

„ერთობლივი ქმედებებით ჩვენ სწრაფად შევძლებთ ვირუსის დამარცხებას და საქმიანობის ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ეროვნული ბანკი მოუწოდებს ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მფლობელებს, მკაცრად დაიცვან პროფესიონალთა რეკომენდაციები და რჩევები. 

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა და ის 23 მაისამდე მოქმედებდა. ამჟამად მთავრობა პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების დაჩქარებულ ტემპში მოხსნის პროცესს აგრძელებს.

შეზღუდვების მოხსნის გეგმა ექვსეტაპიანია და მისი განხორციელება ქვეყანაში ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული. გეგმის თანახმად, შეზღუდვები სრულად 6 ივლისისთვის უნდა იყოს გაუქმებული. მანამდე კი ქვეყანაში დახურულ სივრცეებში პირბადის ტარება აუცილებელი პირობაა.

81
თემები:
COVID-19 საქართველოში