საქართველოს მთავრობამ მიწის რეგისტრაციის სამწლიანი გეგმა შეიმუშავა

© photo: Sputnik / Stringerხეხილის ბაღი
ხეხილის ბაღი - Sputnik საქართველო
გამოწერა
2019 წლის აგვისტოში რეფორმების ფარგლებში მიწის რეგისტრაციის პროცედურა გამარტივდა. ამ დროის მანძილზე მთლიანობაში 300 ათას ჰექტრამდე მიწის ნაკვეთები დარეგისტრირდა.

თბილისი, 11 მაისი – Sputnik. საქართველოს მთავრობა მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჯამში 1,2 მილიონი ჰექტარი მიწის სისტემურ რეგისტრაციას გეგმავს, აღნიშნული საკითხი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თავმჯდომარეობით გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს, იუწყება მთავრობის პრეს-სამსახური. 

ხილის ბაღები - Sputnik საქართველო
ხელისუფლება მიწის რეგისტრაციის პრობლემას სერიოზულად მოჰკიდებს ხელს

როგორც შეხვედრაზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, მიწის რეგისტრაციის 8-თვიანი პროექტი, რომელიც ზაფხულში დაიწყება, პირველ ეტაპზე რამდენიმე მაღალმთიან რეგიონში განხორციელდება.

მომავალი წლის დასაწყისიდან პროექტი გაფართოვდება და საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს. მომავალი სამი წლის მანძილზე პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით ათობით სოფელში განხორციელდება.

შეხვედრის მონაწილეებმა შეაფასეს ის რეფორმები, რომლებიც ქვეყანაში 2016 წლიდან ხორციელდება და აღნიშნეს, რომ 2016 წლიდან დღემდე წარმატებით დარეგისტრირებული მიწების ფართობი სამჯერ გაიზარდა.

მთავრობის წევრების თქმით, აღნიშნული რიცხვები რეფორმის წარმატებაზე მიუთითებს და არსებობს მზადყოფნა, გადაიდგას კიდევ უფრო სწრაფი ნაბიჯები, რათა მიწის სისტემურმა რეგისტრაციამ ასეთივე დადებითი შედეგები მოიტანოს.

2019 წლის აგვისტოში რეფორმების ფარგლებში მიწის რეგისტრაციის პროცედურა გამარტივდა. ამ დროის მანძილზე მთლიანობაში 300 ათას ჰექტრამდე მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა.

ყველა ახალი ამბავი
0