ფოთის პორტში ექვსი ათასი ტონა ხორბალი შევიდა - მარაგი 18 ათას ტონამდე გაიზრდება

გამოწერა
კომპანია პურის ფქვილით მთელს საქართველოს ამარაგებს. გარდა ამისა ყოველდღიურად 10 სახეობის 27 ათას ცალ პურს, 11 სახეობის ფუნთუშეულს და 16 სახეობის ორცხობილას აცხობს

თბილისი, 6 მაისი - Sputnik. ფოთის პორტში 6 ათასი ტონა ხორბალი შევიდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საქართველოს სამომხმარებლო კალათის 75% დღეს იმპორტირებული პროდუქციისგან შედგება. მათ შორის არის უმნიშვნელოვანესი მარცვლეული - ხორბალი.

„ბევრილი ჯგუფი“ ხორბლის მარაგის გაზრდას უახლოეს პერიოდში კიდევ 12 ათასი ტონით გეგმავს. ჯამში კომპანიამ 18 ათასი ტონა ხორბალი შეიძინა.

პური - Sputnik საქართველო
რამდენ ხანს ეყოფა საქართველოს ხორბლის მარაგი

კომპანიაში საწარმოო პროცესსა და არსებულ მარაგებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია ფოთის მერთან, გოჩა კურდღელიასთან ერთად ადგილზე გაეცნო.

„ბევრილი ჯგუფი“ პურის ფქვილთან ერთად პურპროდუქტებსაც აწარმოებს. რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კომპანია სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამაში მონაწილეობს და პროდუქციაზე ფასი არ გაუზრდია. ასევე „ბევრილი ჯგუფმა” სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიის ფარგლებში, COVID-თან ბრძოლის ფონდში 100 ათასი ლარი გადარიცხა.

კომპანია პურის ფქვილით მთელს საქართველოს ამარაგებს. გარდა ამისა ყოველდღიურად 10 სახეობის 27 ათას ცალ პურს, 11 სახეობის ფუნთუშეულს და 16 სახეობის ორცხობილას აცხობს.

პური არ გაძვირდება: მინისტრმა ფასწარმოქმნის საფუძვლები განმარტა >>

ერთი წლის განმავლობაში საქართველო 500-700 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს. აქედან მხოლოდ 10%-ია ადგილობრივი. დანარჩენი ქვეყანას შემოაქვს რუსეთიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან და აშშ-დან. აქედან რუსეთზე ხორბლის იმპორტის 90% მოდის. ხორბლის მწარმოებელთა ასოციაციის მონაცემებით, რუსული მარცვლეულის ფასი საქართველოსთვის ყველაზე ხელსაყრელია.

ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას თქმით, საქართველოს ორი თვის ხორბლის მარაგი აქვს.

 

ყველა ახალი ამბავი
0