როგორ შეიცვალა ფასები სამრეწველო პროდუქციაზე საქართველოში

© Government of Georgiaმზის პანელების მწარმოებელი ქარხანა ქუთაისში
მზის პანელების მწარმოებელი ქარხანა ქუთაისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთი წლის განმავლობაში ფასები ძირითადად გაიზარდა გადამამუშავებელი და სამთო მრეწველობის პროდუქციაზე, ასევე სურსათზე.

თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. სამრეწველო პროდუქციის მწარმოებლების ფასების ინდექსი 2020 წლის მარტში, 2019 წლის მარტთან შედარებით, 8,7%-ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.

ინდექსის ფორმირებაზე ძირითადად გავლენა მოახდინა გადამამუშავებელ ინდუსტრიაში ფასების ზრდამ 8,7%-ით, მათ შორის საკვებ პროდუქტებზე – 12,4%-ით და სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში – 13,7%-ით.

რატომ იზრდება ფასები საქართველოში – ექსპერტები მიზეზებზე საუბრობენ>>

თებერვალთან შედარებით, მარტში ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 3%-ით შემცირდა.

ადგილობრივი წარმოება

საქართველოში წარმოებული სამრეწველო პროდუქციის ფასები მარტში, 2019 წლის მარტთან შედარებით, 6,3%-ით გაიზარდა.

დაცარიელებული ბაზარი - Sputnik საქართველო
კორონავირუსი ეკონომიკას აზარალებს: რამდენით შემცირდა საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა

ყველაზე მეტად ფასები გაიზარდა სამთო მომპოვებელ ინდუსტრიაში – 4,1%-ით, გადამამუშავებელ მრეწველობაში – 5,5%-ით, მათ შორის საკვებ პროდუქტებზე – 8,1%-ით.

ექსპორტი და იმპორტი

ექსპორტირებული სამრეწველო პროდუქციის ფასების ინდექსი მარტში, 2019 წლის იმავე თვესთან შედარებით, 12,8%-ით გაიზარდა.

სამთო-მომპოვებელი მრეწველობის პროდუქციის ფასები 27,9%-ით გაიზარდა. გადამამუშავებელი ინდუსტრიის ექსპორტირებული პროდუქციის ფასები გაიზარდა 10,7%-ით, მათ შორის საკვებ პროდუქტებზე – 21,4%-ით, ხოლო ლითონის ნაწარმზე – 12,7%-ით.

საქართველოში იმპორტირებული სამრეწველო პროდუქციის ფასები საანგარიშო პერიოდში 10,3%-ით გაიზარდა. ამავდროულად გადამამუშავებელი მრეწველობის იმპორტირებული პროდუქცია გაძვირდა 11,3%-ით, კვების პროდუქტები – 15,1%-ით.

რატომ ერჩის COVID-19 ლარს და მოუსწრებს თუ არა „ვაქცინა“ ეროვნულ ვალუტას?>>

სამომხმარებლო ფასები

ინფლაციის წლიურმა დონემ მარტში შეადგინა 6,1%, როდესაც მიზნობრივი მაჩვენებელი იყო 3%. საკვებზე ფასები გაიზარდა 13,4%-ით. ექსპერტები ფასების ზრდას ეროვნული ვალუტის გაუფასურებას უკავშირებენ.

2019 წლის სექტემბრიდან ეროვნულმა ბანკმა დაიწყო პოლიტიკის გამკაცრება, რათა გაცვლითი კურსის გაუფასურებით გამოწვეული ინფლაციური ზეწოლა გაანეიტრალოს. შედეგად – რეფინანსირების განაკვეთი 6,5%-დან 9%-მდე გაიზარდა.

ყველა ახალი ამბავი
0