საქართველოში კრედიტების გაცემა გამარტივდა

© photo: Sputnik"საქართველოს ბანკის" სწრაფი გადახდის ტერმინალები
საქართველოს ბანკის სწრაფი გადახდის ტერმინალები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეროვნულმა ბანკმა მსესხებლის შემოსავლებიდან გამომდინარე, კრედიტის ოდენობისა და განაკვეთის განსაზღვრის მიზნით კატეგორიების რაოდენობა ოთხიდან ორამდე შეამცირა.

თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. საქართველოში 15 აპრილიდან მოქალაქეებისთვის კრედიტების გაცემა მარტივდება.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2019 წლის 1 იანვრიდან რიგი ზომები მიიღო კრედიტის გაცემის წესების გამკაცრების მიმართულებით. კერძოდ, ბანკებსა და საფინანსო ორგანიზაციებს კრედიტის გაცემა შეუძლიათ მხოლოდ სესხის მიღების მსურველის ფინანსური მდგომარეობის დეტალური ანალიზის შემდეგ და ხელმძღვანელობენ მხოლოდ მათი სუფთა შემოსავლებით. გარდა ამისა, დადგენილია ლიმიტი კრედიტის ყოველთვიური გადასახადის ოდენობაზე, დაკრედიტების ვადებზე, აკრძალულია 200 ათასამდე ლარის გაცემა დოლარში.

სწრაფი გადახდის ტერმინალი - Sputnik საქართველო
ეროვნულმა ბანკმა კრედიტებზე შეღავათები დააწესა: ახალი წესები

საქართველოში ოთხშაბათიდან ფინანსური მდგომარეობის შემოწმება შეიცვლება. ბანკები თავად დააწესებენ კლიენტის შემოწმების წესებს და ერთიანი სტანდარტით აღარ იხელმძღვანელებენ.

გარდა ამისა, ეროვნულმა ბანკმა, მსესხებლის შემოსავლებიდან გამომდინარე, კრედიტის ოდენობისა და განაკვეთის განსაზღვრის მიზნით კატეგორიების რაოდენობა ოთხიდან ორამდე შეამცირა. კერძოდ, ერთ ჯგუფად გაერთიანდა 1-დან 2 ათას ლარამდე შემოსავლის მქონე მსესხებლები და ცალკე ჯგუფად – 2-დან 4 ათას ლარამდე შემოსავლის მქონეები.

იზრდება იპოთეკური სესხების ვადიანობა: ლარში გაცემული იპოთეკური სესხებისთვის მაქსიმალური ვადიანობა 15-დან 20 წლამდე იზრდება. საზღვარგარეთიდან შემოსავლის არსებობის შემთხვევაში ბინის შეძენისას სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტზე მოთხოვნა მსუბუქდება 60%-დან 70%-მდე.

ეროვნული ვალუტა - Sputnik საქართველო
ფასები, ნავთობი, კორონავირუსი: საქართველოს ეროვნული ბანკი ინფლაციის შეკავებას გეგმავს

უცვლელი დარჩა ვადები სხვა კრედიტებზე. ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო კრედიტი გაიცემა არაუმეტეს 10 წლის ვადით, ავტოკრედიტი – არაუმეტეს 6 წლის ვადით, ხოლო სხვა ტიპის კრედიტები – არაუმეტეს 4 წლის ვადით.

გარდა ამისა, კორონავირუსის ფონზე, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, კრედიტების გადახდა ფიზიკური პირებისთვის სამი თვით, ივნისამდე შეჩერდა - სურვილის შემთხვევაში.

კრედიტების წლიურმა ზრდამ 2019 წლის დეკემბერში 15,9% შეადგინა გაცვლითი კურსის ეფექტის გაუთვალისწინებლად, რაც, ძირითადად, განპირობებულია იურიდიული პირებისთვის გაცემული კრედიტების ზრდით. ამასთან, ეროვნულ ბანკში მიიჩნევენ, რომ კორონავირუსის საფრთხის ზრდამ შეიძლება დაკრედიტების ტემპები შეანელოს, რის შედეგადაც კრედიტების მოცულობა მშპ-ის მიმართ გრძელვადიან ტრენდს დაუახლოვდება.

ყველა ახალი ამბავი
0